დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ოქტომბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

რთული დღეა, მაგრამ წარმატებების მიღწევის შანსი მაინც გაქვთ. კრეატიულობა და ინტუიცია ნებისმიერი მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ რთულ საქმეებს შეეჭიდოთ, მაგრამ არ უნდა აჩქარდეთ, რადგან პირველ წარმატებებს სწრაფად ვერ მიაღწევთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ. გამოიჩინეთ ინიციატივა. გაერკვევით საკუთარ გრძნობებში.

ანდრომედას გალაქტიკა - Sputnik საქართველო
ვის როგორ უმართლებს სიყვარულში

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

ეძებეთ ახალი მოკავშირეები. ახლა გაქვთ შანსი, რომ თქვენ მხარეს ძლიერი პროფესიონალები მოიზიდოთ. თქვენს იდეებს მოულოდნელი მხარდაჭერა აქვს. ბევრი ამოცანა სწრაფად წყდება. არ დაკმაყოფილდეთ მოკრძალებული წარმატებებით: იარეთ წინ და ახალი ამოცანები დაისახეთ. ახლობლები მხარს დაგიჭერენ, ხშირად სწორედ ამის წყალობით დიდ წარმატებებს აღწევთ. სასიამოვნოა, როდესაც იცი, რომ მარტო არა ხარ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

რთული დღეა. ეცადეთ, ყველაფერში ფრთხილად იყოთ. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, როდესაც რამე ახალ საქმეს იწყებთ. სხვებისგან ბევრს ელოდებით, მათ თქვენ მიმართ მაღალი მოთხოვნები აქვთ, ეს კი სასიამოვნო ურთიერთობებს არ უწყობს ხელს. საღამოს საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანის სურვილი გაგიჩნდებათ. არ იჩქაროთ - ჯერ მოქმედების გეგმა შეადგინეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

უსიამოვნებების თავიდან აცილება რთული იქნება, მაგრამ პრობლემების გადალახვას მოახერხებთ. შეუპოვრობა შესანიშნავი შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ. გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს დიდსულოვნებას, მეგობრულ განწყობას, სხვებზე ზრუნვის სურვილს. შეყვარებულ კირჩხიბებს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. საღამოს კარგი იქნება სტუმრად წასვლა, ან ვინმეს მოპატიჟება.

აისი - Sputnik საქართველო
შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი: სიგიჟიდან გულგრილობამდე – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ეცადეთ, არ გარისკოთ, შეინარჩუნოთ თუნდაც მოჩვენებითი სიმშვიდე. თუ არაკეთილმოსურნეებმა თქვენი ნერვიულობა და განცდები შენიშნეს, ისარგებლებენ სიტუაციით და ზიანის მოყენებას შეეცდებიან. ენდეთ მხოლოდ კარგად ნაცნობ, სანდო ადამიანებს. ფულთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილეა საჭირო. უნდა გადადოთ დიდი გარიგებების დადება, ოჯახურ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. არავისთან განიხილოთ ფინანსური გეგმები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

რატომღაც პროვოკაციებზე ეგებით, ეს კი დასახული მიზნების მიღწევაში გიშლით ხელს. გიჭირთ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, ჩნდება კამათის საბაბი. მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს ესმით თქვენი და მხარს გიჭერენ. მოსალოდნელია გაუმართლებელი ხარჯები, წარუმატებელი გარიგებები. დანაკარგი დიდი არ იქნება, მაგრამ თქვენს განწყობაზე მაინც იმოქმედებს. განცდების სერიოზული მიზეზი არ გაქვთ. ბიუჯეტს მალე შეავსებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

შესაძლებელია დიდი წარმატებების მიღწევა, მაგრამ ამისთვის დიდი ჯაფა მოგიწევთ. არასასურველია ტრადიციების დარღვევა და საზოგადოდ მიღებული წესების დარღვევა. თქვენმა უჩვეულო საქციელმა, შესაძლოა, გარშემომყოფები ცუდი კუთხით გააკვირვოს და ამან ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ამასთან, ძალზე მგრძნობიარე ხართ კრიტიკის მიმართ. ფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისთვის კარგი დღეა.

გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

საქმიანი თვალსაზრისით წარმატებული დღეა. შესაძლებელია თანხის მიღება, ან წინადადება, რომელიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ბევრი წამოწყება წარმატებული აღმოჩნდება. თუ მოკავშირეებთან ერთად იმოქმედებთ, უფრო დიდი წარმატებების მიღწევის შანსი გაქვთ. კარგი დღეა სწავლისთვის. ადვილად იმახსოვრებთ ყველაფერს, რაც შეიძლება გამოგადგეთ და მიღებული ინფორმაციებიდან სწორი დასკვნები გამოგაქვთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

ფრთხილად იყავით: არ ენდოთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ - შესაძლოა, მათ თქვენი შეცდომაში შეყვანა მოინდომონ. სამომავლო გეგმები ფრთხილად დააწყვეთ, ეცადეთ, პირობა არავის მისცეთ, თავი არ დაივალდებულოთ. ახლა ძნელია საკუთარი ძალების ობიექტური შეფასება. სახლის საქმეები დღეს თქვენთვის ძალიან დამღლელია, ამიტომ გადადეთ, ან ამის გაკეთება სხვას სთხოვეთ, თქვენ კი დაისვენეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

არაერთმნიშვნელოვანი და დაძაბული დღეა. გაჩნდება ახალი ამოცანები, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს. დახმარებას ბევრი შემოგთავაზებთ, მაგრამ საჭირო შედეგს მიაღწევთ, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებთ და მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი გექნებათ. შეამოწმეთ ყველა მიღებული ინფორმაცია - რასაც გაიგებთ, ამან, შესაძლოა, არასასიამოვნოდ გაგაკვირვოთ. ოჯახური ურთიერთობები შეიძლება რთულად აეწყოს. ახლობლები თქვენს შეცდომებს უფრო ხედავენ, ვიდრე წარმატებებს, რაც გწყინთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

არ ინერვიულოთ და მცირე უსიამოვნებებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. დღე საკმაოდ იღბლიანად აეწყობა, თუ ემოციებს არ აჰყვებით და ამის შედეგად შეცდომებს შეცდომებზე არ დაუშვებთ. მოსალოდნელია უთანხმოებები, მაგრამ საკუთარი თვალსაზრისის დაცვას მოახერხებთ. ეცადეთ, თავი აარიდოთ სერიოზულ ფიზიკურ დატვრითვებს, განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარში - ეს თქვენს ჯანმრთელობაზე, შესაძლოა, დღეს ცუდად აისახოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

დღეს არცთუ სასიამოვნოდ იწყება, მაგრამ განერვიულება არ ღირს. თანდათანობით ძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. ნაშუადღევს კარგად ჩაივლის საქმიანი და პირადი შეხვედრები. შესაძლებელია მნიშვნელოვანი თანხის მიღება, მათ შორის, მოულოდნელად. გაჩნდება მომგებიანი გარიგების დადების შანსი. საქმეებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ, რომელიც დღეს არ გიღალატებთ. მაგრამ სახიფათოა ადამიანების რჩევების გათვალისწინება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0