დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 ოქტომბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს უჩვეულოდ მოიმატებს თქვენი სასიცოცხლო ენერგია. ხართ ენერგიით სავსე, ახერხებთ ნებისმიერი ვითარების თქვენ სასარგებლოდ გადაწყვეტას. დღის მეორე ნახევარში კიდევ უფრო უკეთესად წავა ყველაფერი. ქალ ვერძებს მოელით ნაცნობობა მამაკაცთან, რომელიც, დიდი ალბათობით, მათი გულის გმირი გახდება. დღეს არ არის კარგი საყიდლებზე წასვლა, ფულს, უბრალოდ, ქარს გაატანთ.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ეცადეთ, მოერიდოთ გუნდურ მუშაობას და ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. თქვენი მატერიალური მდგომარეობა მყარი არ არის, დანაკარგი უფრო მოსალოდნელია, ვიდრე შემოსავალი. მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეების გააქტიურება, რამაც, შესაძლოა, თქვენს სამუშაო ადგილზე უსიამოვნებები გამოიწვიოს. ენდეთ მხოლოდ სანდო და გამოცდილ ადამიანებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

თქვენი სასიცოცხლო ენერგია იზრდება, მატულობს მომხიბვლელობა - პირადი თუ საქმიანი თვალსაზრისით, ასე რომ დღეს თამამად შეგიძლიათ საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ. რომანტიკული ურთიერთობები, მსუბუქი ფლირტი გაგახარებთ თქვენცა და თქვენს პარტნიორსაც. ყურადღება მიაქციეთ თქვენი და ახლობლების ჯანმრთელობას. არ არის გამორიცხული რამე ქრონიკული დაავადების გამწვავება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

მაღალი ემოციური დაძაბულობის დღეა. თქვენი უსიამოვნებების დიდი ნაწილი დაკავშირებული იქნება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენებასთან. შესაძლებელია მწვავე კონფლიქტი ოჯახში, ამიტომ ეცადეთ, ის თავიდან აიცილოთ. დრო გამონახეთ სეირნობისთვის, სპორტისთვის. გადაწყვეტილებები მხოლოდ გადაუდებელ ყოფით საკითხებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მიიღეთ.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ლომებისთვის ნერვული და დაძაბული დღეა. თქვენს ცხოვრებაში რაღაც ცვლილებები ხდება, რაც კალაპოტიდან გაგდებთ, რადგან ახლა ყველაფერი ისე გაწყობთ, როგორც არის. ყველაზე მტკივნეულია ურთიერთობები საქმიან პარტნიორებთან - ახლოს არ მიუშვათ ადამიანები, რომლებიც მათ პატიოსნებაში დაგაეჭვებენ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ სხვადასხვა სულელურ წვრილმანს, დღეს ძალზე მგრძნობიარე ხართ, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობასა და ნერვებს. გააკონტროლეთ თავი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ქალწულებისთვის ძალზე კარგი დღეა. დღეს საკუთარ თავს ჩვეულებრივზე მეტის უფლება შეგიძლიათ მისცეთ, ეს უამრავ სიამოვნებასა და სიხარულს მოგგვრით. ხვდებით სასიამოვნო ადამიანებს, რომლებიც ქათინაურებით გავსებენ. დღეს მოსალოდნელია იღბლიანი ნაცნობობა - მათ წინაშე მთელი მომხიბვლელობით წარდგებით. მაგრამ არ დაივიწყოთ საღი აზრი, რომ დღევანდელი თქვენი კარგი განწყობა, შესაძლოა, ზოგიერთმა თქვენთვის არასასიამოვნო კუთხით გაიგოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ძალიან კარგი დღეა. დღეს გაგიმართლებთ, განსაკუთრებით, შემოქმედ სასწორებს. თქვენი შრომითი ენერგია და გარშემო ადამიანების შემოკრების უნარი კარგ ნაყოფს გამოიტანს, მოახერხებთ ძველი იდეების რეალიზებას. კარგი დღეა რომანტიკული კავშირებისთვის - ხართ მგრძნობიარე და სექსუალური. მოსალოდნელია მეგობრებთან შეხვედრა, მაგრამ ცოტა გაგაღიზიანებთ იმის გაცნობიერება, რომ ისინი თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ სხვადასხვა საკითხზე.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

დღეს მორიელებს ძალიან გაგიჭირდებათ ურთიერთობები ნათესავებთან და საქმიან პარტნიორებთან. გაუგებრობები, წყენა - ორივე მხრიდან სიჯიუტეა მოსალოდნელი, რაც, შესაძლოა, ურთიერთობების გაწყვეტით დასრულდეს. ასე რომ არ მოხდეს, მოთოკეთ ტემპერამენტი, აიყვანეთ თავი ხელში და გაარკვიეთ, რა სურთ თქვენგან. თქვენი ფინანსები საფრთხის ქვეშაა, რეალურად არ უყურებთ საკუთარ შესაძლებლობებს. გააკონტროლეთ ხარჯები - რეალურ შემოსავლებს არ გადააჭარბოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

ძალიან კარგი დღეა ბუნებაში დასვენებისთვის. თუმცა, დიდი ალბათობაა, რომ მოულოდნელმა და უსიამოვნო ინფორმაციამ ეს გეგმა ჩაგიშალოთ და მთელი ძალებით საკუთარი საზღვრების დაცვა მოგიწიოთ. საღამოს ყურადღებით იყავით და დაუფიქრდით ახლობლებისთვის ნათქვამ სიტყვებს, სხვა შემთხვევაში კონფლიქტი როგორც მათთან, ისე საკუთარ თავთან გარდაუვალი იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

თხის რქებისთვის დაძაბული დღეა. განწყობა ხშირ-ხშირად იცვლება. არ გაღიზიანდეთ, იყავით ფრთხილად, თქვენი ნერვები ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაშია. ასაკოვანი მამაკაცები უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას - გულს, არ უნდა დაიტვირთონ ძალიან. დანარჩენი თხის რქებისთვის, როგორც მამაკაცების, ისე ქალებისთვის, ვისაც საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარება უყვარს, უნდა გაითვალისწინონ, რომ დღეს ამისთვის შესაფერისი დღეა.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღეს სერიოზული უნდა იყოთ საქმეებთან მიმართებით. არანაირი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, არ შეცვალოთ მკვეთრად გეგმები - შედეგები, შესაძლოა, კატასტროფული იყოს. სასიცოცხლო ენერგია მაღალია, მაგრამ დღე წინააღმდეგობრივია, ამიტომ ფორტუნამ თავად არ იცის, რა სიურპრიზს მოგიწყობთ. ამის მიუხედავად, ძირითად დროს ოჯახში და პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები წაიღებს. გაგიმართლებთ ფინანსებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

პლანეტები თქვენთვის ხელსაყრელ განლაგებაში იმყოფებიან. ის ადამიანები დაგიჭერენ მხარს, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობდნენ თქვენს მოკავშირეობას. პრობლემები გელოდებათ ოჯახში. მათ მოგვარებაზე უამრავი დრო და ფული იხარჯება. სჯობს, ოჯახის წევრებთან ერთად სადმე გაემგზავროთ, თუნდაც, ქალაქგარეთ პიკნიკი მოაწყოთ. მათთან ურთიერთობა კარგ განწყობას შეგიქმნით და მხიარულ ხასიათზე დაგაყენებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ყველა ახალი ამბავი
0