სავსემთვარეობა 14 ოქტომბერს: როგორ იმოქმედებს

© Pixabay / Larisa-Kმოციმციმე ხე მთვარის ფონზე
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქტომბრის სავსემთვარეობა ვერძის ნიშანში ჩაივლის. იქნება საშიში დღე, ამიტომ ყველგან და ყველაფერში სიფრთხილეა საჭირო. მაგრამ ასტროლოგების რჩევები დაგეხმარებათ, რომ უსიამოვნებები აიცილოთ თავიდან

სავსემთვარეობის დღეს ძალების მომატებას ვიგრძნობთ, რათა ფინანსურ და სასიყვარულო სფეროებში შევეჭიდოთ იმას, რასაც აქამდე ვერ ვბედავდით, მაგრამ მოვლენების ინტენსიური მსვლელობის გამო ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ რისკი შანსად გადავაქციოთ და ცვლილებები სასიკეთოდ გამოვიყენოთ.

ოქტომბრის სავსემთვარეობის განსაკუთრებულობა

ორშაბათს ერთდროულად ორი რთული ასტროლოგიური მოვლენაა მოსალოდნელი, რომლებიც ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს ჩვენგან. მთვარე მზესთან და პლუტონთან ერთად გვაფრთხილებენ, რომ ამ სავსემთვარეობისას ვითარება მკვეთრად შეიცვლება.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

სავსემთვარეობის მომენტში, რომელიც 01:11 საათზე დადგება, მთვარე ვერძის თანავარსკვლავედში პლუტონთან კვადრატურას (ასტრონომიაში – ცის სფეროზე მზის, მთვარისა და პლანეტების ურთიერთმდებარეობების ერთ-ერთი სახეობა, როდესაც გრძედთა სხვაობა 90°-ია; ასტროლოგიაში ზოდიაქალური წრის 4 ნაწილად გაყოფის შედეგად მიიღება) შეადგენს. ძალზე ღრმა გრძნობების ინტენსივობა მოვლენების ადეკვატურად შეფასებას დააბრკოლებს. მოქმედებების შედეგზე ნეგატიურად აისახება შფოთვა, ზედმეტი აქტიურობა, ახლო წარსულის კონფლიქტების გავლენა, ცხოვრების შეცვლისა და სამართლიანობის მიღწევის დიდი სურვილი.

პლუტონის კვადრატურა მზესთან და მთვარესთან ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ქმნის დაბრკოლებებს. მოსალოდნელია დაუფიქრებელი მოქმედებები, მაგალითად, სამუშაოდან წასვლა, ურთიერთობების გაწყვეტა, რამის დაკარგვა, მთავარი მიზნიდან გადახვევა და ა. შ. 

ყველაზე ხელსაყრელი და ყველაზე საშიში დღეები ოქტომბერში>>

სავსემთვარეობა გვაფრთხილებს, რომ შესაძლებელია შეხვედრებისა და მგზავრობის მოულოდნელი გაუქმება, საშიშროებაა გზებზე, მკვეთრი ცვლილებები შეიძლება იყოს ახლობლებთან ურთიერთობებში, დაბრკოლებები საქმეებში, ასევე, გაუარესდება განწყობა და ხასიათი.

© Pixabay / geraltახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე
სავსემთვარეობა 14 ოქტომბერს: როგორ იმოქმედებს - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე

სავსემთვარეობა დაკავშირებულია საკუთარ თავზე მუშაობასა და შინაგან ტრანსფორმაციასთან. საკუთარი თავის სრულყოფა არა ჩვენი ნებით, არამედ იძულებით იქნება: პლუტონთან ასპექტი სირთულეებს შეგვიქმნის, რაც გვაიძულებს, რომ შევიცვალოთ წარმოდგენა ცხოვრებაზე, ადამიანებზე, საკუთარ შესაძლებლობებზე. მაგრამ ეს, ამავდროულად, მოგვცემს კრიზისიდან გამოსვლისა და დაწყებული პროცესების წარმატებით დასრულების იმედს.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

რეკომენდაციები 14 ოქტომბრისთვის

14 ოქტომბრის სავსემთვარეობა – ესაა პიროვნული ზრდისა და ენერგეტიკის აღმასვლის მომენტი. მთვარის კვადრატურის პიკი ცეცხლოვან ნიშანში დადებითად აისახება შინაგან ძალებზე. ეს იქნება ერთ–ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღე იმისთვის, რომ ვიპოვოთ ახალი მიზნები და მისკენ მიმავალი გზები. მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს: მიუხედავად იმისა, რომ ვიგრძნობთ შინაგან აღმასვლას, მაინც ვერ გავხდებით მძლეთამძლენი, ამიტომ სჯობს, ფხიზლად შევაფასოთ ჩვენი ძალები. აქტიურ საქმეებზე უფრო დაგეგმვას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, ხოლო ახალი გამარჯვებები შემდეგი დღეებისთვის გადავდოთ.

ნებისმიერი სავსემთვარეობა არცთუ იღბლიანი დღეა ამაღლებული ინტელექტუალური და ფიზიკური აქტიურობისთვის. 14 ოქტომბერს სჯობს, ცხოვრებაში მეტი სიმშვიდე შევიტანოთ. ეს იქნება ძალზე წინააღმდეგობებით სავსე, რთული, საშიში დღე და გარე ნეგატივთან გამკლავებას მხოლოდ შინაგანი ჰარმონია შეძლებს.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

პრობლემები მოსალოდნელია ცხოვრების ყველა სფეროში. მზად იყავით, რომ შეიძლება დაეჯახოთ კრიტიკას, ფინანსურ ზარალს, ეჭვიანობას, ტყუილს, არასწორ გადაწყვეტილებებს, მცდარ საქციელს. ვიხელმძღვანელებთ იმპულსურობით, სიმკაცრით, სისასტიკით, შეუპოვრობით. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ყველაფერს ობიექტურად შევხედოთ.

ყველა ახალი ამბავი
0