დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ოქტომბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ბევრი რამ რთულად გამოდის, მაგრამ ცდილობთ ბარიერების გადალახვას. დღის მეორე ნახევარში იგრნობთ, რომ დაიღალეთ და პაუზის გაკეთებაა საჭირო. არასასურველია ამ დროს რამე მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა. გაუფრთხილდით თავს, მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვასა და სტრესულ ვითარებებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი მთავარი დადებითი თვისება

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

დღეს წარმატებებია მოსალოდნელი სამუშაოზე. დიდი ალბათობაა იმისა, რომ წარმატებით ჩაატაროთ საქმიანი მოლაპარაკებები. ვინც არ უშინდება სიახლეებს, მათთვის თავმბრუდამხვევი პერსპექტივები იშლება. პირადი საქმეები მეორე პლანზე გადადის, მაგრამ ახლობლებთან ურთიერთობებისთვის მაინც გამონახავთ დროს. იქნება სახლისთვის იღბლიანი შენაძენების გაკეთების საშუალება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

სირთულეების მთლიანად თავის არიდება, ალბათ, ვერ მოხერხდება. სირთულეები კი, ძირითადად, იქ ჩნდება, სადაც ვინმეს მხარდაჭერა გჭირდებათ. ხანდახან ჭირს ერთობლივი მოქმედებები, იწყება კამათი და ჩხუბი. ეცადეთ, ეს სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. არ აურიოთ ერთმანეთში საქმიანი და პირადი ინტერესები. დღის მეორე ნახევარი მიესადაგება დამღლელ საქმეებსა და შორეულ მგზავრობას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

მშვიდი დღეა. შესაძლებელია მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება. ახლა არაფერი გიფანტავთ ყურადღებას და შეგიძლიათ ყველაფერში გარკვევა. კარგი დღეა სწავლისთვის, ფიქრისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მიაგნოთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას გაკარგვინებდათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ყველაფერი კარგად მიდის. არაფერია ისეთი, რომ შფოთვის მიზეზი გახდეს. თუ რამე სირთულეები ჩნდება, მათ ადვილად უმკლავდებით. მოუსმინეთ ძველი ნაცნობების რჩევებს, განსაკუთრებით, ფულთან დაკავშირებით. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის, რომანტიკული. გაგახარებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობები.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

საკუთარ თავს არ ჰგავხართ: იქ, სადაც ყოველთვის სერიოზული იყავით, ახლა რაღაცნაირად „მჩატედ“ იქცევით; ენდობით ადამიანებს, რომლებთანაც ყოველთვის ფრთხილი ურთიერთობები გქონდათ. ბევრმა თქვენგანმა, შესაძლოა, სასურველი რეალოად აღიქვას, ეს საშიშია, რადგან უსიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. არ იჩქაროთ არაფერში, თუნდაც ჩვეულ საქმეებს აკეთებდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ფრთხილად – ახლა სურვილი გაქვთ, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ, თქვათ და გააკეთოთ პირველივე, რაც თავში მოგივათ. თქვენს არაკეთილმოსურნეებს არ სძინავთ და თქვენს შეცდომებს ელოდებიან, ამიტომ დაკვირვებით იმოქმედეთ. არავის მისცეთ დაპირება, თუნდაც ხუმრობით. საღამოს შეგიძლიათ მომავალი დაგეგმოთ, ან არსებულ გეგმაში კორექტივები შეიტანოთ.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

გაღიზიანებული ხართ, ნებისმიერ შენიშვნაზე და რჩევაზე მწვავედ რეგირებთ. გარშემომყოფებს თქვენთან საქმის დაჭერა უჭირთ. ეცადეთ, თავშეკავებული იყოთ და კონფლიქტების პროვოცირება არ მოახდინოთ. დღის მეორე ნახევარში ვითარება შეიცვლება. განწყობა გაგიუმჯობესდებათ პირველივე წარმატების მიღწევისას. გარშემომყოფებზე შთაბეჭდილებას მოახდენთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დილით უსიამოვნებებია მოსალოდნელი, მაგრამ არ ღირს ნერვიულობა – ეს შემდგომ მოვლენებზე გავლენას არ მოახდენს. თანდათანობით ძლიერდება პოზიტიური ტენდენციების ავლენა და თავს უფრო ენერგიულად და თავდაჯერებულად იგრძნობთ. გაჩნდება რამე ძველი პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა. განწყობა შესამჩნევად გამოგიკეთდებათ. დღის მეორე ნახევარში თანხის მიღებაა შესაძლებელი, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა, მოსალოდნელი არ არის მცირე უსიამოვნებებიც კი. შესანიშნავად ეწყობით გარშემომყოფებს, მათ შორის, ახლად გაცნობილებს, მათზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. არ არის გამორიცხული ახალი ნაცნობობა, რომელიც რომანტიკულ ისტორიას დაუდებს სათავეს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

გულისყურის მობილიზება გიჭირთ. ამის გამო დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია შეცდომების დაშვება. სიფრთხილეა საჭირო ურთიერთობებში – შესაძლოა, ვინმემ თქვენით მანიპულირება გადაწყვიტოს და თქვენი სიკეთით ისარგებლოს. არავის მისცეთ პირობა, ხელი არ მოაწეროთ დოკუმენტებს, სანამ მათ კარგად არ გაეცნობით. არის ფინანსური დანაკარგების საფრთხე.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღის დასაწყისში რამდენიმე დაძაბული მომენტია მოსალოდნელი, მაგრამ დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თავს უკეთესად იგრძნობთ. კარგად გაუმკლავდებით მნიშვნელოვან საკითხებს. თქვენი წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლებელია თანხის მიღება. დღის მეორე ნახევარი კარგი დრო საყიდლებზე წასვლისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0