ყველაზე ხელსაყრელი და ყველაზე საშიში დღეები ოქტომბერში

გამოწერა
ოქტომბერში ხუთი დადებითი და ხუთი - საშიში დღე გველის. ასტროლოგების რჩევები დაგვეხმარება, რომ სწორად დავგეგმოთ თვე - პოზიტიურ დღეებში არ გავუშვათ შანსები ხელიდან, ხოლო ნეგატიურ დღეებში კი თავიდან ავირიდოთ პრობლემები.

ყოველდღიურად ვარსკვლავები და პლანეტები სხვადასხვაგვარ განწყობას ქმნიან, ხან ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს, ხან კი მათი განლაგება უარყოფით ფონს ქმნის.

წაიკითხეთ აქ: პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ღამის მანათობლები როდის გამოსცემენ მაქსიმალურად დადებით ენერგეტიკას და როდის პირიქით - მათი განლაგება და ურთიერთდამოკიდებულება ადამიანებისთვის საშიშ ენერგეტიკას წარმოშობს.

პოზიტიური დღეები

3 ოქტომბერი - შემოდგომის უმნიშვნელოვანესი დღე

3 ოქტომბერს პლუტონი სვლის მიმართულებას შეიცვლის - ის გათავისუფლდება რეტროგრადულობისგან, რაც ცხოვრების ყველა სფეროში ხელსაყრელ ცვლილებებს გამოიწვევს. ამ დღიდან დაწყებული სასიყვარულო, პარტნიორული, ნათესაური თუ მეგობრული ურთიერთობები გათავისუფლდება პრობლემებისგან, ადამიანები უფრო ადვილად იპოვიან საერთო ენას, იოლად შეძლებენ ურთიერთობას.

მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ოქტომბრის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

3 ოქტომბერი ძალზე მშვიდი დღე იქნება. ამ მდგომარეობას პოზიტივს შემატებს მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში. ადამიანები მეტ ყურადღებას დაუთმობენ სასიამოვნო საქმეებს, კმაყოფილებას მიიღებენ სამუშაოსა და საოჯახო საქმეებისგან.

8 ოქტომბერი - კომფორტის ზონიდან გამოსვლის დღე

მზარდი მთვარე ამ დღეს მერწყულს შეხვდება. ჰაერის სტიქია და მთვარის აქტიურობა ჩვენში ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის სურვილს წარმოშობს. ეს იქნება არა უბრალოდ ფიქრები და საკუთარი თავისთვის მიცემული ფუჭი დაპირებები, არამედ რეალური მოქმედებები. შესანიშნავი დღეა ახალი წამოწყებებისთვის.

ასტროლოგები გვირჩევენ, ამ დღეს მივენდოთ შინაგან ხმას, გავეშუროთ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და ახალი მიზნები დავისახოთ.

15 ოქტომბერი - დრო, რომელიც საკუთარ თავს უნდა მივუძღვნათ

სავსემთვარეობის შემდეგ, 15 ოქტომბერს ბევრ ჩვენგანს მუხლჩაუხრელი შრომა მოგვიწევს, მაგრამ საღამოს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მეტი დრო უნდა დავუთმოთ საკუთარ თავს. იდეალური დროა შოპინგისთვის, იმიჯის გასაახლებლად. გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება სასიყვარულო ფრონტზე - ოქტომბრის ჰოროსკოპი

ასტროლოგები გვირჩევენ, განვმარტოვდეთ, მაგრამ ურთიერთობები, მეგობრებთან შეხვედრა ზედმეტი არ იქნება, განსაკუთრებით, თუ ვინმეს რჩევა გვჭირდება. ვარსკვლავები და მთვარე მოგვანიჭებს კარგ განწყობას და მოგვიმატებს საკუთარი თავის სიყვარულს.

21 ოქტომბერი - ოჯახის, სიყვარულისა და რომანტიკის დღე

კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია, რაც ხელსაყრელ პერიოდს ქმნის საყვარელი ადამიანის საძებნელად, პაემნებისთვის. ამაში დაგვეხმარება მზეც, რომელთანაც მთვარე კვადრატურით იქნება დაკავშირებული. ეს ასპექტი მთვარისა და მზის ზეგავლენიდან საუკეთესოს მიღების შესაძლებლობას მოგვცემს. საუბარია კაშკაშა ემოციებზე, რომელსაც მზე განაგებს და სულიერ სითბოზე - მთვარის დახმარებით. ერთობლიობაში მივიღებთ რაღაც მართლა ჯადოსნურსა და საოცარს.

წაიკითხეთ აქ: თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ასტროლოგები გვირჩევენ, 21 ოქტომბერს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ სასიყვარულო სფეროს. ამ დღეს დიდია საყვარელი ადამიანის პოვნის ალბათობა. შეიძლება სიყვარულში გამოტყდომა, ხელისა და გულის შეთავაზება.

30 ოქტომბერი - აქტიურობისა და იღბლიანი ცვლილებების დღე

თვის ბოლოს მზარდი მთვარე მშვილდოსნის თანავარსკვლავედში იდეალურ პირობებს შექმნის იმისთვის, რომ ადამიანები პოზიტიურ ტალღაზე განეწყონ, გაერკვნენ მტკივნეულ პრობლემებში. ამ დღეს სასურველია ფიზიკური აქტიურობა.

პეპელა - Sputnik საქართველო
შემოდგომის „ბედის ნებიერები": ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ შემოდგომაზე გაუმართლებს

მაღალია ცვლილებების ალბათობა. ვიღაცას დააწინაურებენ, ვიღაც სიყვარულს იპოვის, ვიღაც - მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. ასტროლოგები გვირჩევენ, ვიყოთ თანამიმდევრული, არ გავრისკოთ და რამდენიმე საქმეს ერთდროულად არ შევეჭიდოთ.

ნეგატიური დღეები

ერთი საშიში დღე იყო 2 ოქტომბერს - ემოციური „აფეთქებების" დრო.

6 ოქტომბერი - შეყვარებულებს შორის უთანხმოებების დღე

ძალზე ცუდი დღეა ურთიერთობების გამორკვევისთვის, ჩხუბისთვის. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანში გააძლიერებს დამანგრეველ და უსიამოვნო გრძნობას - ეჭვიანობას.

მთვარისა და ვენერას კვადრატურა კი ცეცხლს ნავთს დაასხამს. ეს ასპექტი ადამიანებში გაამძაფრებს შურისა და ეგოიზმის გრძნობებს. დიდი ალბათობით, 6 ოქტომბერს მოსალოდნელია სხვადასხვა უსიამოვნო წვრილმანი, რასაც ჩვენი კალაპოტიდან ამოგდება, საკუთარ თავსა და გარშემომყოფებში დაეჭვება შეუძლია.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

14 ოქტომბერი - აპათიისა და მოტივაციის დაკარგვის დღე

სავსე მთვარე ვერძის თანავარსკვლავედში - ესაა განგაშის სიგნალი, რადგან ასეთ დღეებში მრავალი არაპროგნოზირებადი რამ არის მოსალოდნელი. ამასთან, მთვარე პლუტონთან კვადრატურაში იქნება. ეს ასპექტი ცხოვრების მრავალ სფეროში იწვევს კრიზისს მოტივაციისა და ენთუზიაზმის დაკარგვის გამო.

22 ოქტომბერი - განწყობის ხშირი ცვლის დღე

კლებადი მთვარე ლომის ნიშანში - ეს დიდი ენერგეტიკული დისონანსის დროა. ამ დღეს განწყობა „იხტუნავებს" ხან მაღლა და ხან დაბლა. ამ „ნახტომების" შედეგები რომ მინიმალურად ნეგატიური იყოს, სამყაროს პოზიტიურად უნდა შევხედოთ. ეს დღე განსაკუთრებით უარყოფითი იქნება პესიმისტი ადამიანებისთვის.

ამ დღეს დიდ სარგებელს მოგვიტანს ადამიანების დახმარება, ეგოისტური აზრებისგან გათავისუფლება და საერთო გამარჯვებებზე ფიქრი, ოჯახთან, ახლობელ, საყვარელ ადამიანებთან ყოფნა.

დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო
ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუმართლებს ოქტომბერში

29 ოქტომბერი - ფინანსური სირთულეების დღე

29 ოქტომბერს უნდა მოვერიდოთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, სპონტანურ შენაძენებსა და ფინანსურ რისკებს. არ ღირს ვალის აღება და გაცემა. როგორც წესი, ასეთ დღეებში ადამიანები იქცევიან ისე, რომ შემდეგ სანანებელი უხდებათ. ამ ყოველივეს მიზეზია მზარდი მთვარე მორიელის ნიშანში და მერკურისთან შერწყმაში, რომელიც განაგებს ფინანსებს, ინფორმაციებსა და ციფრებს. ეს იქნება წარუმატებელი სამუშაო დღე მათემატიკისა და ფიზიკის ბევრი მასწავლებლისთვის, ბუღალტრების, ეკონომისტებისთვის და მსგავსი, ციფრებთან დაკავშირებული პროფესიების წარმომადგენლებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0