დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ოქტომბერი

© Pixabay / spiagol56კაკლის ხე ყვავილობისას
კაკლის ხე ყვავილობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ხელსაყრელი დღეა მუშაობისა და სწავლისთვის. ადვილია გულისყურის მობილიზება, ხელს არავინ გიშლით. არ არის გამორიცხული წინადადების მიღება თანამშრომლობის შესახებ. თუ ასეთ წინადადებას დღის პირველ ნახევარში შემოგთავაზებენ, მას ბევრი ფიქრი არ სჭირდება, შეგიძლიათ, დათანხმდეთ, ხოლო მოგვიანებით შემოსულ წინადადებებზე კარგად დაფიქრდით - შესაძლოა, ამის უკან რაღაც იმალებოდეს.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

ძალიან მშვიდი დღეა. ის გპირდებათ რაღაც თავბრუდამხვევ გამარჯვებებს, მაგრამ გაძლევთ შანსს, რომ ადრე დაწყებული საქმეები წარმატებით დაასრულოთ. გამოჩნდება გარკვეულობა სამომავლო გეგმებში. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება ახლობელ ადამიანებზე. სამუშაოზე წარმატებების მიღწევას შეძლებენ ის კუროები, რომლებიც იქნებიან შეუპოვარი და ყურადღებიანი, არ დაიშურებენ ძალისხმევას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

ეცადეთ, არ გარისკოთ - ეს ახლა არაფერში გჭირდებათ. იფრთხილეთ საქმეებში და გადაწყვეტილებების მიღებისას - ეს მრავალ უსიამოვნებას აგარიდებთ მომავალში. დილით მოსალოდნელია გარკვეული გაუგებრობები. ყველაფერში მშვიდად უნდა გაერკვეთ, ზედმეტი ემოციები მხოლოდ დაამძიმებს სიტუაციას. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები, შეხვედრები თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

ძალზე ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ, ისარგებლოთ მომენტით და გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი ამოცანა, ან შეუდგეთ ახალი პერსპექტიული პროექტის განხორციელებას. იღბალი გაუღიმებს მას, ვინც არ შეუშინდება რთულ საქმეებს და ბარიერების წინაშე უკან არ დაიხევს. თქვენი შეუპოვრობა გარშემომყოფებს მოხიბლავს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დღის დასაწყისი ხელსაყრელი დროა. შეგიძლიათ დიდ წარმატებებს მიაღწიოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებთ და სხვების იმედი სერიოზულ საკითხებში არ გექნებათ. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. ის ძალიან ნაყოფიერი არ იქნება, როგორც დღის პირველი ნახევარი, მაგრამ შესაძლებლობას მოგცემთ, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღე ცუდად არ ჩაივლის, თუ წვრილმანებზე დიდ დროსა და ენერგიას არ დახარჯავთ და საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისგან შეუძლებელს არ მოითხოვთ. მოგიწევთ მცირე წარმატებების დაკმაყოფილება, მაგრამ მოგვიანებით ნათელი გახდება, რომ არც ისე ცოტა რამ გააკეთეთ, თან, თავიდან აირიდეთ შეცდომები. დღის მეორე ნახევარი ძველ ნაცნობებთან შეხვედრებით გაგახარებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

არ იჩქაროთ. დღეს წარმატებების მიღწევა უფრო იოლი იქნება მათთვის, ვინც ცდილობს, იმოქმედოს თანამიმდევრულად და შეუძლებელს არ ეჭიდება. გარშემომყოფები ხშირად გთავაზობენ დახმარებას, მაგრამ მისი მიღება ყველასგან არ ღირს. ენდეთ ინტუიციას - ის გიკარნახებთ, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი - არა. ძველი პრობლემების გახსენების შემთხვევაში ილუზიებს არ ააგებთ და მათი გადაწყვეტა აღარ გაგიჭირდებათ.

ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო
რა გველოდება ოქტომბერში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ნერვიულობა არ ღირს. დღეს შესაძლოა, რაღაც უსიამოვნებები შეგხვდეთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალზე სერიოზული, როგორც თავიდან მოგეჩვენებათ. არ გაანდოთ თქვენი პრობლემები ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს. მხარს ახლობლები დაგიჭერენ. ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, სჯობს, დღის მეორე ნახევარში მიიღოთ, რადგან ამ პერიოდში ინტუიცია ძალზე გამძაფრებული იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მშვილდოსანი

მშვიდი, ხელსაყრელი დღეა. ბევრ საქმეში აღწევთ წარმატებას უბრალოდ იმიტომ, რომ უკან არ იხევთ, შეუპოვრად იბრძვით და დაწყებულ საქმეს შუა გზაზე არ ტოვებთ. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ გესმით, რომ ეს დაბრკოლებებს არ შეგიქმნით. შესაძლებელია თანხის მიღება. საღამოს შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დაწყობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

არცთუ მარტივი, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. მოგიწევთ არა მხოლოდ ჩვეული საქმეების გაკეთება, არამედ რაღაც სრულიად ახლის დაწყება. ეს გაგახარებთ - გეძლევათ შესაძლებლობა, რომ ძალები ახალ საქმეში გამოსცადოთ. ძირითადად, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. დღის მეორე ნახევარში მიიღებთ რაღაც მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამ დროს ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რასაც სხვები ლაპარაკობენ, იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც, ჩვეულებრივ, არ უსმენთ.

მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ოქტომბრის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

ხელსაყრელი დღეა, რომელიც გაძლევთ საშუალებას, ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. მოსალოდნელია იღბლიანი დამთხვევები. ეს დაგეხმარებათ პროფესიული პოზიციების გამტკიცებაში. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ განიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

დილა მღელვარებითა და განცდებით იქნება სავსე. ნებისმიერი უსიამოვნება გულთან ახლოს მიგაქვთ, უმნიშვნელო პრობლემაც კი კატასტროფის მოახლოების შეგრძნებას გიჩენთ. სინამდვილეში, სერიოზული სირთულეები მოსალოდნელი არ არის. რამდენიმე საათში ემოციური ფონი უფრო სტაბილური გახდება. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. ამან, შესაძლოა, ჯანმრთელობის შერყევა და ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0