კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 30 სექტემბერი – 6 ოქტომბრის პერიოდში

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში ბევრი რამ თქვენს განწყობასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. ვარსკვლავები და პლანეტები მუდმივად იცვლიათ თავიანთ განლაგებას, რის გამოც სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ადამიანებზე

თუ ეს კვირა ძალიან მძიმედ მოგეჩვენებათ, სულით არ დაეცეთ. მოიკრიბეთ ძალები, რომ წარმატებით გაუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს, განერიდოთ ნეგატივს. ამ კვირაში მოსალოდნელია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ცვლილებები პლანეტების ენერგეტიკაში, ამიტომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი და პროგნოზირებადი არ იქნება.

წაიკითხეთ აქ: სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ვერძებს დინამიკური კვირა ელოდება. საქმე ისაა, რომ 3 ოქტომბერს პლუტონი შეწყვეტს რეტროგრადულ სვლას. დგება დრო, როდესაც ურთიერთობები და მეგობრობა, ახალი ნაცნობობა და კოლექტიური შრომა ძალზე პოზიტიური გახდება. უნდა გადაერთოთ სასიამოვნო საქმეებზე.

სამუშაო, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ უქმეებზე უნდა დაისვენოთ, რადგან მკვეთრი ენერგეტიკული ცვლილებები თქვენს მდგომარეობასა და განწყობაზე იმოქმედებს. კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნეგატივის გამოვლენა კოლეგებისა და ნაცნობების მხრიდან, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო
ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუმართლებს ოქტომბერში

კურო

კუროებისთვის სასიყვარულო თავგადასავლების დრო დგება, მაგრამ, სამწუხაროდ, იდილია მხოლოდ შაბათამდე გასტანს. შაბათს პლანეტები და ვარსკვლავები დისონანსში შევლენ, ამიტომ შაბათ–კვირას ურთიერთობებში სირთულეებია მოსალოდნელი. ამ დღეებში ასტროლოგები გირჩევენ განმარტოებას, ასევე ახლობლების გაკრიტიკებისგან თავის შეავებას.

სამუშაოზე აჯობებს, თუ რამდენიმე საქმეს ერთდროულად არ შეეჭიდებით. დაგეგმეთ ყველაფერი წინასწარ. სრულიად შესაძლებელია, რომ ძალები ყველაფერზე არ გეყოთ, ამიტომ კარგი იქნება დასვენება, სუფთა ჰაერზე გასვლა, სეირნობა, ასევე, წაგადგებათ საყიდლებზე წასვლა.

ტყუპი

კვირის პირველ ნახევარში შესაძლებელია უსიამოვნო კამათი, იმედგაცრუება, მაგრამ 4, 5 და 6 ოქტომბერს პლანეტები გააქტიურდებიან, თუმცა, არცთუ ჰარმონიულად, ყოველ შემთხვევაში, მოსაწყენი ცხოვრება ნამდვილად არ იქნება. კვირის დასაწყისში არ გაწყენთ სიფრთხილე საქმეებში. შემდეგ კი შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტი, ახალი სამუშაოს ძებნა. ენდეთ ინტუიციას.

გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო
ვის ელოდება წარსულ სიყვარულთან შეხვედრა ოქტომბერში - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგების რჩევაა, არ იძუნწოთ. ეს ურთიერთობების განვითარებას დააბრკოლებს. ამის ნაცვლად, აჯობებს, თუ გულწრფელი იქნებით და საყვარელ ადამიანთან კომპრომისზე წასვლაზე უარს არ იტყვით. ურთიერთობებში სირთულეების კომპენსირება რომანტიკით იქნება შესაძლებელი.

კირჩხიბი

კირჩხიბებს არცთუ ხელსაყრელი კვირა ელოდება. შესაძლოა, ბევრი უჩვეულო რამ მოხდეს. პლანეტები და ვარსკვლავები მუდმივად შეიცვლიან ენერგეტიკას. მეტი პრობლემაა მოსალოდნელი უქმეებზე. შაბათ–კვირას კარგად უნდა დაისვენოთ, რომ გათავისუფლდეთ დაღლილობისა და ნეგატიური აზრებისგან.

ამ კვირაში აუცილებელია, რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე. უნდა დაუმტკიცოთ თავს, რომ ნამდვილად შესაძლებელია, უკეთესი გახდეთ. დაგჭირდებათ ნებისყოფა, ბრძოლის სურვილი, თავდაჯერებულობა. სამუშაოსა და სიყვარულში უძრაობის დრო დადგება. პრობლემების თავიდან ასარიდებლად, სჯობს, არ გარისკოთ.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ტოპ-ხუთეული

ლომი

პლუტონის პირდაპირი სვლა (3 ოქტომბერს რეტროგრადულობას წყვეტს) ლომებს პოზიტიური ენერგიის მოზღვავებას გაგრძნობინებთ. კვირის მეორე ნახევარში უკვე საგრძნობი იქნება პირველი წარმატებები. ვიღაცას ხელმძღვანელობა შეაქებს, ვიღაც ფულს მიიღებს, ვიღაც კი თავის მიზნებს განსაზღვრავს.

ყველა ამოცანას რომ გაუმკლავდეთ, ლომებს სიმტკიცე და ფიზიკური აქტიურობა დაგჭირდებათ. სპორტი და თუნდაც უბრალო სეირნობა სუფთა ჰაერზე ენერგიით დაგმუხტავთ, დაგეხმარებათ ნეგატივისგან, შიშებისა და ეჭვებისგან გათავისუფლებაში.

ქალწული

ამ კვირაში, შესაძლოა, გაძლიერდეს თქვენი უარყოფითი მხარეები, განსაკუთრებით, კვირის ბოლო სამ დღეს, გახდეთ ზედმეტად უნდობი, „კირკიტა“. ეს ცუდად აისახება საყვარელი ადამიანის პოვნაზე ან უკვე არსებული ურთიერთობების განვითარებაზე. სჯობს, უქმეებზე განმარტოვდეთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული

კვირის პირველი ნახევარი, პირიქით, ძალზე პროდუქტიული იქნება. შეძლებთ დაამთავროთ მნიშვნელოვანი საქმეები და საჭირო განწყობა მოიპოვოთ. მთლიანობაში, ამ პერიოდში აჯობებს, თუ აგრესიასა და სიუხეშეს, სიჯიუტეს მოერიდებით. ახლობლების გაღიზიანებას სიმშვიდით უპასუხეთ.

სასწორი

ამ კვირაში მომძლავრდება ფინანსური ნაკადები. ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის ყველაზე აქტუალური და პროდუქტიული ეს სფერო გახდება. შესაძლებელია საყიდლებზე წასვლა, გარდერობის განახლება და სხვა. კარგი იქნება ამ დღეს ახალი უნარების შეძენა.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ თქვენთვის შეიძლება ფასეულობათა სისტემა შეიცვალოს, სამყაროს სხვაგვარად შეხედოთ. საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისას ადამიანებთან და მოვლენებთან მიმართებით მიუკერძოებელი და ფრთხილი უნდა იყოთ. სასურველია, გარშემომყოფების რჩევებით არ იხელმძღვანელოთ, არამედ მხოლოდ საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციას ენდოთ.

ვეფხვი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

მორიელი

მორიელებისთვის არცთუ მარტივი კვირა იწყება. პირველი ოთხი დღე ზომიერი და მშვიდი იქნება, მაგრამ კვირის ბოლოს სიყვარულსა და საქმეებში სირთულეებია მოსალოდნელი. დახმარებას ადამიანებს ნუ სთხოვთ, რადგან ახლა მნიშვნელოვანია, დაბრკოლებები მარტომ გადალახოთ.

დადგა დრო, რომ სამუშაოსა და ბიზნესში საკუთარი პოზიციები განამტკიცოთ. ყურადღება დაუმთავრებელ ამოცანებზე გაამახვილეთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ გადადოთ საქმეები, რადგან მოგვიანებით მათთან გამკლავება უფრო რთული იქნება, ვიდრე ახლა.

მშვილდოსანი

ამ კვირაში უზარმაზარი ძალა გექნებათ, ენერგეტიკა – მძლავრი. უნდა მოერიდოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომელთა აურას პოზიტიურობა აკლია. ამაში დაგეხმარებათ ინტუიცია, რომელიც ამ კვირაში ძალზე გამძაფრებული იქნება და ადამიანებს უკეთესად შეიგრძნობთ.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

მერყეობა და დაყოვნება საქმეებში წარმატების ფასად შეიძლება დაგიჯდეთ. ეს გეგმებს დაარღვევს და იღბლიანობას წაგართმევთ. აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების გაფართოება: ახალი ადამიანების გაცნობა, მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, ავტორიტეტის ამაღლება და სხვა.

თხის რქა

თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი კვირის განმავლობაში იქნება დილის პერიოდები. ამ დროს უნდა გაიაქტიუროთ ენერგია და მოიზიდოთ იღბალი, დილიდანვე განეწყოთ საჭირო ტალღაზე, რათა მოვლენები საჭიროებისამებრ განვითარდეს.

გაუზიარეთ თქვენი ენთუზიაზმი გარშემომყოფებს, გაუწოდეთ დახმარების ხელი კოლეგებსა და მეგობრებს. ამ კვირაში ხშირად მოუსმინეთ სანდო ადამიანების მოსაზრებებს. მათ, შესაძლოა, სასარგებლო რჩევები მოგცენ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

მერწყული

ამ კვირაში ამურულ საქმეებში გაგიმართლებთ, რადგან თქვენი ქარიზმა და მომხიბვლელობა გაძლიერდება. ეს იმას უკავშირდება, რომ პლანეტები აღმშენებლობითი და აქტიური გახდებიან. საერთო ენას გამონახავთ ყველასთან, ამიტომ უახლოესი შვიდი დღის მარტო გატარება არ ღირს.

ძალზე მნიშვნელოვანია სამყაროს კანონებით ცხოვრება, რაც ბედნიერებაში და წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ. ასტროლოგების რჩევაა, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, არ იყოთ ზედმეტად დაჟინებული. სიკეთე და დიპლომატია სასურველის სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ.

წაიკითხეთ აქ: ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

თევზები

ხანდახან სხვის პრობლემებს ვიზიდავთ. ამ კვირაში თევზები ამას უნდა მოერიდოთ, განსაკუთრებით უქმეებზე. დროა, საკუთარ ინტერესებზე დაფიქრდეთ, მოაწესრიგოთ ყველაფერი – სახლიცა და ფიქრებიც. უნდა დაისახოთ ახალი მიზნები და შეებრძოლოთ სიზარმაცეს.

იდეალური დროა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. უნდა გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც განვითარებას აფერხებს, ვნებს ჯანმრთელობასა და განწყობას. ეს შეიძლება იყოს, მათ შორის, ურთიერთობები, რომელმაც თავისი თავი ამოწურა.

ყველა ახალი ამბავი
0