დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 სექტემბერი

© photo: courtesy of Giorgi Shermazanashviliსტეფანწმინდა შებინდებისას
სტეფანწმინდა შებინდებისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

შესაძლოა, გეგმები დაირღვეს, ხანდახან მიზნების მისაღწევად მეტი ძალისხმევა გჭირდებათ. ადამიანები, რომლებიც დახმარებას დაგპირდნენ, სიტყვას, დიდი ალბათობით, ვერ შეასრულებენ, მაგრამ თვითონაც შეძლებთ ბევრის მიღწევას, თუ მოინდომებთ. დღის მეორე ნახევარი ბევრ მოულოდნელობას მოიტანს. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

მრავალფეროვანი, ხელსაყრელი დღეა, რომელიც კარგად მიესადაგება იმას, რომ ცხოვრებაში რამე სიახლეები, ცვლილებები შეიტანოთ. პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ბევრი ძველი პრობლემა დავიწყებას მიეცემა, ზოგს კი თავად გამოასწორებთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. მოსალოდნელია სიურპრიზებისა და საჩუქრების მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

ფულთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ. ფინანსურ საკითხებს დღეს საკმაოდ წარუმატებულად წყვეტთ. საქმიანი მოლაპარაკებები დაძაბულად ჩაივლის. შესაძლოა, გაირკვეს, რომ ვიღაცის მოლოდინები ვერ გაამართლეთ. ვითარება თანდათან უკეთესობისკენ იცვლება, ასე რომ, აღიჭურვეთ მოთმინებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ნაკლებად ინერვიულეთ წვრილმანებზე, მეტი იფიქრეთ ნამდვილად მნიშვნელოვანზე. ბევრი იქნება დამოკიდებული პრიორიტეტების განაწილების თქვენეულ უნარზე. საკმარისი გამოცდილება გაქვთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. შესაძლოა, მოულოდნელად წინადადება მიიღოთ. კარგად დაფიქრდით და ამავე დროს, ინტუიციასაც მოუსმინეთ.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

არ ინერვიულოთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებთ თავის გაკონტროლებას და არ აჰყვებით პროვოკაციას. დაძაბულობა განსაკუთრებით იზრდება იქ, სადაც საქმე ფულს ან ქონებას ეხება. აჯობებს, თუ მოერიდებით ნებისმიერ რისკს, არ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც სხვები ამბობენ. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად ახალი საქმე გამოჩნდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღე უამრავ ახალ იდეასა და გეგმას მოიტანს. თავდაპირველად გაგიჭირდებათ მათი სწორად შეფასება, მაგრამ გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც ყველაფერს კრიტიკულად შეხედავს და დაგეხმარებათ პრიორიტეტების განსაზღვრაში. კარგი დღეა საყიდლებისა და ფინანსური საკითხების გადაჭრისთვის. ზოგიერთი თქვენგანი საკუთარ თავში კომერციულ ნიჭს გამოავლენს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღეს საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ ძალზე მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოთ, ის, რომელიც დიდი ხანია, მოსვენებას არ გაძლევთ. იქნება შანსი, რომ პროფესიული პოზიციები განამტკიცოთ. თუ დღეს ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მალე საინტერესო წინადადებას მიიღებთ. შესაძლებელია რომანტიკული ისტორიის დაწყება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. ენდეთ ინტუიციას.

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოაზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ბევრი რამ ჩვეულებრივზე რთულად ეწყობა, ხანდახან უიღბლოდაც კი. გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან და მხარში ამოგიდგებიან. მეგობრებთან ურთიერთობები განწყობას აგიმაღლებთ. მნიშვნელოვანია მომავალზე ფიქრი: არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღეს გაიგოთ, გააცნობიეროთ, რისკენ ისწრაფვით.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

მშვიდი, ხელსაყრელი დღეა. იქნება შესაძლებლობა, რომ მოინახულოთ ძველი ნაცნობები, მეგობრები. ახალ საქმეებს სწრაფად გაუმკლავდებით, რაშიც მიღებული გამოცდილება გამოგადგებათ. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა. გარემოს გამოცვლა განწყობას აგიმაღლებთ. შესაძლოა, გაიხსენოთ ძველი ჰობი.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა მშვიდი დასვენების, მცირე საქმეებისთვის, დროის სასიამოვნო გატარებისთვის. მოკლედ, ყველაფრისთვის, რაც ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ და თავს მხიარულად და კმაყოფილად გაგრძობინებთ.  თავი შორს დაიჭირეთ საეჭვო ადამიანებისგან. ახლობლებს თქვენი ყურადღება ესაჭიროება. ხანდახან გეგმების შევლა მოგიწევთ მათი დახმარებისთვის.

დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო
ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუმართლებს ოქტომბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

საკმაოდ რთული დღეა, რომელიც უამრავ ნეგატიურ ემოციას მოიტანს. მათთან გამკლავებას ყოველთვის ვერ შეძლებთ. ხანდახან თავს იცავთ იმ დროს, როცა არავინ გესხმით თავს და ამიტომ ძალზე აგრესიული ჩანხართ. ვინც კარგად არ გიცნობთ, შესაძლოა, დაფრთხეს კიდეც. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, იცოდეთ, რომ შედეგებს სწრაფად ვერ მიაღწევთ, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ, ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო, არასასურველია ვალის აღება ან გაცემა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. დანარჩენში ხელსაყრელი დღეა, ყველა საქმეს, ახალსაცა და ძველსაც, ერთნაირად კარგად უმკლავდებით. შესაძლებელია შეხვედრა, რომელიც ახალ რომანტიკულ ისტორიას დაუდებს სათავეს. მალევე განეწყობით სიმპათიით ახლად გაცნობილის მიმართ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0