დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 სექტემბერი

© photo: Javakheti / FBგოდორები
გოდორები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

წინ ისე სწრაფად ვერ წახვალთ, როგორც გინდათ, ასე რომ, მოთმინებით აღიჭურვეთ. რაც უფრო მშვიდად იქნებით, მით მეტი შანსი გაქვთ წარმატების მიღწევის. ურთიერთობები ხანდახან გიჭირთ, სჯობს, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გადადოთ, რადგან ამ დროს კამათია მოსალოდნელი. ასევე, არ ღირს დღეს საკუთარ გეგმებზე სხვებთან ლაპარაკი. დღეს არ გადაჭრათ ფინანსური საკითხები.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

დატვირთული დღე გელოდებათ, რომელიც მრავალ შესაძლებლობას ხსნის. უნდა იყოთ მტკიცე და გაბედული, რომ სწორად მოიქცეთ. გარედან დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ, სჯობს, საკუთარ ძალებზე გათვალოთ ყველაფერი. სამწუხაროდ, შესაძლოა, ახლო მოკავშირეებმაც დაგაღალატონ. არ არის გამორიცხული პრობლემები ახლობლებთან ურთიერთობებში. თუ არ დათმობთ, მცირე გაუგებრობა სერიოზულ ჩხუბში შეიძლება გადაიზარდოს. არასასურველია მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

არცთუ მარტივი დღეა. ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ იმის იმედი, რომ დაგეხმარებიან - არა. არ არის გამორიცხული კონფლიქტები ფულის გამო. შესაძლოა, შეგახსენონ ძველი ვალები, ვალდებულებები. ამ ყველაფერში გასარკვევად დიდი დრო დაგჭირდებათ. გაკრიტიკებენ ჩვეულებრივზე ხშირად. შეეცადეთ, ამას მშვიდად და ფილოსოფიურად შეხედოთ. ემოციების გაკონტროლება სერიოზულ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ყველაფერი იოლად არ გამოგდით. ის საქმეებიც კი, რომლებიც იოლი გეგონათ, უფრო რთული აღმოჩნდება. ხანდახან თქვენი მოკავშირეებსა და მათ ლოიალურობას გადაჭარბებით აფასებთ. რაც უფრო მალე მიხვდებით, რომ არავინ გადაგყვებათ თან, მით უკეთესი იქნება. მზად იყავით ბევრი მუშაობისთვის, მარტო გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემებთან გამკლავებისთვის. თქვენი შრომის შედეგებით კმაყოფილი დარჩებით.

დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო
ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუმართლებს ოქტომბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დღეს ჩვეულებრივზე მეტი სიმტკიცე და შეუპოვრობა დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანი დღეა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ თქვენს საქციელზე, არამედ სიტყვებზეც. ეცადეთ, არ იკამათოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან. დიდი სიფრთხილეა საჭირო ფულთან და ოჯახის ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში. არ დადოთ საეჭვო გარიგებები, არ ჩაებათ რამე ავანტიურაში.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

საზრუნავი ჩვეულებრივზე მეტი გექნებათ. სწრაფად გარკვევა იმისა, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია და რა - არა, გიჭირთ. მთავარია, ეს დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ და სხვებს არ მოუსმინოთ. ეცადეთ, არავის არანაირი დაპირება არ მისცეთ, შუადღემდე მაინც. დიდი ალბათობით, დანაპირების შესრულება გაგიჭირდებათ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია პირად ურთიერთობებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დილა საკმაოდ დამღლელი იქნება. მოგიწევთ ერთდროულად მნიშვნელოვანი და მოსაწყენი საქმეები გაკეთება. ერთი მხრივ, შეგაშფოთებთ შეცდომის დაშვების ალბათობა, ხოლო მეორე მხრივ, მოგიწევთ ცდუნებებთან ბრძოლა - გაჩნდება სურვილი, ყველაფერი მიატოვოთ და გაერთოთ. მოგვიანებით მოსალოდნელია სასიხარულო ინფორმაციის მიღება. საღამო კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.

გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო
ვის ელოდება წარსულ სიყვარულთან შეხვედრა ოქტომბერში - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ბევრ რამეში მიაღწევთ წარმატებას, რადგან ხართ ძალზე ყურადღებიანი, იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება. თქვენს არჩეული გზ\იდან გადაყვანას ვერავინ შეძლებს. ზოგჯერ გაგიჭირდებათ ურთიერთობები გარშემომყოფებთან, რომლის ფარული მიზეზი მათი მხრიდან თქვენი წარმატებების მიმართ შური იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

უჩვეულო, დასამახსოვრებელი დღეა. მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის, რისკისთვის. ასეთ მომენტებში შესამჩნევი ცვლილებები შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში. აქ მნიშვნელოვანია, რომ არ დაიბნეთ და არ ჩაეჭიდოთ იმას, რაც, სინამდვილეში, თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. შესაძლებელია ახალი ნაცნობობა, რაც თქვენში ინტერესს გამოიწვევს. წარმატებით გადაწყდება ფინანსური საკითხები, მოსალოდნელია თანხის შემოსვლა.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

შესაფერისი დღეა უძრავ ან სხვა ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისთვის. ახლა სერიოზულად ხართ განწყობილი და დასკვნების გამოტანას არ ჩქარობთ, ამიტომ შეცდომებსაც არ უშვებთ. გაჩნდება ახალი იდეები სამუშაოს ან ბიზნესთან დაკავშირებით. პირადი ურთიერთობები ხანდახან დაძაბულად ეწყობა. ახლობლებს თქვენ მიმართ პრეტენზიები უჩნდებათ. სერიოზული კონფლიქტების თავიდან არიდებას შეძლებთ.

ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

არცთუ მარტივი, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. ბევრ პრობლემას შეუპოვრობის წყალობით გადაჭრით, მიაღწევთ დასახულ მიზნებს. ბევრ თქვენგანს მიეცემა საშუალება, გააკეთოს ის საქმე, რაც დიდი ხანია, აინტერესებს. იქნება იმ ადამიანების დახმარების შანსი, რომლებიც თავის დროზე თქვენ დაგეხმარნენ. საღამოს შესამჩნევად გაუმჯობესდება ურთიერთობები იმ ადამიანთან, რომელთანაც ბოლო დროს გარკვეული გაუგებრობები შეიქმნა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

დღეს ყველაფერში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მოერიდეთ ნებისმიერ საეჭვო წამოწყებას, ეცადეთ, ნაცადი მეთოდებით იმოქმედოთ, თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებთან ურთიერთობებმაც თქვენს რეპუტაციას შეიძლება ჩრდილი მიაყენოს. ეცადეთ, ბევრი არ ილაპარაკოთ - თქვენი სიტყვები, შესაძლოა, არასწორად გაიგონ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები გადაწყვეტა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0