დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 სექტემბერი

© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ეცადეთ, არავისთან იკამათოთ. საქმეებში წარმატებების გარანტი ხაზგასმული მეგობრობა იქნება. ახლობლებთან არ დაიწყოთ სადავო საკითხების განხილვა, რომელთა გამო ადრე უთანხმოებები გქონდათ. ისაუბრეთ სასიამოვნო თემებზე. გარშემომყოფები ხშირად გაძლევენ რჩევებს, მაგრამ ყველას არ მოუსმინოთ. ფულთან დაკავშირებით ცოტა ქარაფშუტულად იქცევით, ამიტომ იფრთხილეთ.

დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო
ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუმართლებს ოქტომბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

ძნელია კარგი განწყობის შენარჩუნება; ემოციები ძლიერი და წინააღმდეგობრივია, ამიტომ გიჭირთ საკუთარი თავის გაკონტროლება. ასევე განერვიულებთ დაბრკოლებები საქმეებში, რასაც სხვა დროს მშვიდად შეხვდებოდით. მღელვარება და აჩქარება შეცდომებს გამოიწვევს, ამიტომ აიყვანეთ თავი ხელში. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წარმატებები საქმეებში. გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს ნიჭს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ შრომა და ბრძოლა არ გაშინებთ, პირიქით: რაც უფრო რთულია მიზნის მიღწევა, მით უფრო მეტი ენთუზიაზმით ივსებით. ეს სასურველ შედეგს გამოიღებს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თანხის მიღება, მაგრამ არც ხარჯებია გამორიცხული. ამ პერიოდში მრავალი ახალი შთაბეჭდილება გელოდებათ, რაც დაკავშირებული იქნება მგზავრობასთან ან ახალი საქმის წამოწყებასთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღის დასაწყისში უამრავი განცდა გელოდებათ, რაც სიმშვიდეს დაგაკარგვინებთ. ხართ სენტიმენტალური, მგრძნობიარე, ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ, გარშემომყოფებს თქვენთან ურთიერთობა უჭირთ. დღის მეორე ნახევარი უფრო იოლად და წარმატებულად ჩაივლის, ბევრ რამეს კარგად გაუძღვებით, ეჭვები გაიფანტება და ოპტიმიზმი დაგიბრუნდებათ.

ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ყველაფერს გეგმის მიხედვით აკეთებთ. ეს გარშემომყოფებს ცოტა აკვირვებს, მაგრამ შედეგს შესანიშნავს აღწევთ. შრომისმოყვარეობის წყალობით მეტოქეებს უკან ჩამოიტოვებთ. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ თქვენც გჭირდებათ დასვენება, განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარში. ზედმეტ დატვირთვას ჯანმრთელობის პრობლემების მოტანა შეუძლია. ამასთან, გაიზრდება ტრავმების მიღების საშიშროება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ყველაფერი საკმაოდ რთულად და არაერთმნიშვნელოვნად ეწყობა, მაგრამ ყველა სირთულეს გაუმკლავდებით, გადალახავთ დაბრკოლებებს. ხშირად გეხმარებათ ძველი გამოცდილება. მოსალოდნელია თანხის მიღება. უმნიშვნელო გადაწყვეტილებაც კი აუჩქარებლად მიიღეთ, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ყველაფერი რთულადაა. ახლა წვრილმანებსაც კი დიდ ყურადღებას აქცევთ, ამიტომ ნებისმიერი პრობლემა გადაუჭრელად გეჩვენებათ. არ არის გამორიცხული ჩხუბი და ურთიერთპრეტენზიები ახლობლებთან. საბედნიეროდ, ურთიერთობებს ვერაფერი გააფუჭებს დიდი ხნით. საღამოს ემოციური ფონი სტაბილური გახდება. ამასთან, მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაციების მიღება. გექნებათ კარგად დასვენების შესაძლებლობა.

გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო
ვის ელოდება წარსულ სიყვარულთან შეხვედრა ოქტომბერში - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

კარგი განწყობის შენარჩუნება არცთუ იოლია, მაგრამ მაინც ეცადეთ, რომ ცხვირი არ ჩამოუშვათ და მოვლენებს ძალიან პირქუში თვალით არ შეხედოთ. სინამდვილეში, დღე არც ისე ცუდია, როგორც ერთი შეხედვით გეჩვენებათ, ყურადღებით იყავით და შეამჩნიეთ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც თქვენ თვალწინ გაიხსნება. იყავით თავდაჯერებული. საკუთარი თავის რწმენა წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

დღე კარგად დაიწყება. შეგიძლიათ მშვიდად აკეთოთ თქვენთვის საინტერესო საქმე, გქონდეთ ურთიერთობები სასიამოვნო ადამიანებთან. ნაკლებად სავარაუდოა თავბრუდამხვევი წარმატებები, მაგრამ წვრილმანი გამარჯვებები - სრულიად შესაძლებელი. დღის მეორე ნახევარი თქვენგან სიმტკიცეს მოითხოვს. მოგიწევთ ბრძოლა, ბარიერების გადალახვა. მთავარია, რომ მცირე გამარჯვებებს არ დასჯერდეთ - მეტის მიღწევა შეგიძლიათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

ბევრი რამის გაკეთება გაგიჭირდებათ. ხართ უყურადღებო, ხშირად გეფანტებათ გონება, ამიტომ არის რისკი, რომ რამე გამოგრჩეთ მხედველობიდან. ამას, დიდი ალბათობით სერიოზული შედეგები არ მოჰყვება, მაგრამ უსიამოვნო მომენტები ნამდვილად იქნება. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ადამიანებთან კონტაქტი არ გიჭირთ. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა, დასამახსოვრებელი შეხვედრები.

პარალელური სამყაროები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში შემოქმედება და განვითარება მოაქვთ

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

არ იჩქაროთ. დღის დასაწყისი საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ შემდეგ ვითარება სასიკეთოდ შეიცვლება. აქედან გამომდინარე, დილით ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმეებს. მოსალოდნელია მცირეოდენი უთანხმოებები ახლობლებთან. საბედნიეროდ, საღამოს ყველაფრის მოგვარებას შეძლებთ. ამ პერიოდში მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა. ახალი შთაბეჭდილებები გაგახარებთ და სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

მშვიდი დღეა. კარგი დროა ახალი რამის სწავლისთვის, ინფორმაციის შეგროვების, მისი გაანალიზებისა და დასკვნების გამოტანისთვის. მტკიცე გადაწყვეტილებების მხრივ საქმე სხვაგვარადაა: სჯობს, არ იჩქაროთ. სავარაუდოდ, დახმარება დაგჭირდებათ. ეცადეთ, თავი აარიდოთ ზედმეტ დატვირთვას, გაუფრთხილდით თავს. სასიცოცხლო პოტენციალი დაქვეითებულია.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0