დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 სექტემბერი

© Pixabay / EllenChanხავსმოდებული ხე
ხავსმოდებული ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ხელსაყრელია დღის დასაწყისი. შესაძლებელია ძველი პრობლემების მოგვარება, ახალი ამოცანების გადაწყვეტა. გეხმარებათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის უნარი. საქმიანი ურთიერთობები თანდათანობით, შესაძლოა, მეგობრულ ურთიერთობებში გადაიზარდოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნო შეხვედრები, საუბრები; გაგიჭირდებათ თავშეკავება.

ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

სასიამოვნო დღეა. შესაძლოა, თავბრუდამხვევი გამარჯვებები არ გქონდეთ, მაგრამ დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. კარგი დღეა მგზავრობის დაგეგმვისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მოულოდნელად შორეულ ქვეყანაში გამგზავრების აზრი გაგიჩნდეთ. მოსალოდნელია თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის გაგება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

მსუბუქი, ხელსაყრელი დღეა. ძალებს ტყუილად არ ხარჯავთ და მხოლოდ იმ საქმეს ეჭიდებით, რომელთან გამკლავებასაც შეძლებთ. მოაგვარებთ რაღაც ძველ პრობლემას და თავისუფლად ამოისუნთქავთ. შუადღისას მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი. კარგი დღეა იმ ადამიანებთან შესარიგებლად, ვისთანაც ნაჩხუბარი ხართ. პირად ურთიერთობებში არ მოგერიდოთ ინიციატივის გამოჩენა.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღის პირველ ნახევარში არ არის გამორიცხული გარკვეული სირთულეები, შემდეგ კი ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. ამიტომ რთულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არ იჩქაროთ, გაუგებრობებს ფილოსოფიურად მოეკიდეთ, პრობლემების გამო კი არ ინერვიულოთ - ისინი მალე წარსულს ჩაბარდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები.

გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო
ვის ელოდება წარსულ სიყვარულთან შეხვედრა ოქტომბერში - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ხართ ენერგიული, მტკიცე და არცთუ - გონიერი, ამიტომ შეიძლება ილაპარაკოთ და გააკეთოთ ის, რასაც მერე ინანებთ. კარგი დღეა მოქმედებისთვის, მაგრამ არა ისეთი საქმიანობისთვის, რომლებიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს. არ არის გამორიცხული უთანხმოებები სამუშაოზე, მაგრამ თქვენ საკუთარ თავზე კონტროლს არ კარგავთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. კარგია სხვადასხვა საქმიანობისთვის, მათ შორის, სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა, ასევე შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც გენატრებიან. იქნება შესაძლებლობა, რომ აღადგინოთ ძველი კავშირები, მოაგვაროთ ამჟამად დაძაბული ურთიერთობები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ბევრ რამეზე მწვავე რეაგირება გაქვთ, წონასწორობის დაკარგვა სულ უბრალო რამეზე შეგიძლიათ. ყველაზე რთულ მომენტებშიც არ იხევთ უკან და მდგომარეობიდან გამოსავალს პოულობთ. ამის წყალობით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. არ არის გამორიცხული, რომ დღის ბოლოს დიდი ხნის ოცნებას მიაღწიოთ. ზოგიერთი თქვენგანი თანამშრომლობაზე მოულოდნელ წინადადებას მიიღებს.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლები ხდებიან ყველაზე ხშირად პოპულარული

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

შესაძლებელია დაყოვნება საქმეებში, გაუგებრობები და სირთულეები. ეს დაწყებულის დროულად დასრულებას შეუშლის ხელს. რაც უფრო ნაკლები იმედი გექნებათ სხვების დახმარების, მით უფრო იოლად გაუმკლავდებით პრობლემებს. დღის მეორე ნახევარში ამ პრობლემების აღმოფხვრის მოულოდნელ, ძალზე ეფექტურ ხერხს მიაგნებთ. საღამო კარგია ურთიერთობებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

დღის დასაწყისი ძალზე იღბლიანი იქნება, შემდეგ კი ვითარება გართულდება და დაიძაბება. აქედან გამომდინარე, სჯობს, არ გადადოთ სერიოზული საქმეები და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ ისინი. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს ფუჭი საუბრებია. საღამოს შესაძლებელია თანხის მიღება, იღბლიანი შენაძენი. კარგი დროა მგზავრობის, გარემოს შეცვლისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

დღის დასაწყისი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენეთ. სულ რამდენიმე საათში შეძლებთ შესანიშნავი შედეგების მიღებას. ხართ ყურადღებიანი და შეცდომებს თითქმის არ უშვებთ. ხანდახან კოლეგებთან მცირე გაუგებრობები შეიძლება გაჩნდეს, რომელსაც მალევე მოაგვარებთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. გაჩნდება კონფლიქტების საშიშროება.

ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

ცუდი დღე ნამდვილად არ არის, მიესადაგება სამომავლო გეგმების დაწყობას, მიზნების მიღწევის გზებზე ფიქრს. მოქმედებებზე გადასვლა უფრო მოგვიანებით იქნება კარგი - ჯერჯერობით ენერგია გაკლიათ, ამიტომ, შესაძლოა, მალე დაიღალოთ. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. გაგახარებთ მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

დღის დასაწყისი საკმაოდ მშფოთვარე იქნება. ხანდახან კარგავთ სიტუაციაზე კონტროლს და ეს განერვიულებთ. მოგვიანებით ნათელი გახდება, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ და ამასთან, ენერგიაც გემატებათ. დღის ბოლოს მოსალოდნელია თანხის მიღება. კარგი დროა სამომავლო გეგმების დაწყობისთვის. საკუთარ შესაძლებლობებს სწორად აფასებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0