დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 სექტემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

კარგი დღეა იმისთვის, რომ რამე სასარგებლო საქმე გააკეთოთ საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს რამე უჩვეულო ექსპერიმენტი, თამამ იდეებს გარშემომყოფები მხარს დაუჭერენ. ერთადერთი საფრთხე ისაა, რომ საკუთარ ძალებს გადაჭარბებით ასრულებთ და რისკავთ იქ, სადაც ამის გარეშეც გახვალთ ფონს. მოსალოდნელია პირადი პრობლემების მოულოდნელი გადაწყვეტა.

გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო
ვის ელოდება წარსულ სიყვარულთან შეხვედრა ოქტომბერში - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

თქვენ წინაშე უამრავი ახალი შესაძლებლობა ჩნდება და გიჭირთ არჩევა, რომელი გამოიყენოთ. რჩევა სანდო ადამიანებს ჰკითხეთ. არ არის გამორიცხული უჩვეულო ნაცნობობა, შეხვედრები, რომლებიც დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ. დიდი ალბათობით, მხიარული დღე გელოდებათ. თქვენი იუმორის გრძნობა ბევრზე მოახდენს წარუშლელ შთაბეჭდილებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად. გაქვთ შესაშური საქმიანი ალღო, იცით, როგორ მიაღწიოთ მიზანს და ამიტომ ძალებს უაზროდ არ კარგავთ. საჭირო დროს საჭირო ადგილზე ხართ. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა, მოულოდნელი შეხვედრები შორი გზიდან ჩამოსულ ადამიანებთან. ეს თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებებს მოახდენს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. დიდი ალბათობით, მომგებიანი აღმოჩნდება გარიგებების დადება. იღბლიანი იქნება საყიდლებზე წასვლა. არ არის გამორიცხული, რომ მოგეცეთ სამუშაოს შეცვლის ან ახალ პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დაწყების საშუალება. მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ პირად ურთიერთობებში.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 23–29 სექტემბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

სასარგებლო საქმეების გაკეთებისთვის ხელსაყრელი დღეა. შეიძლება საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა, საუკეთესო შედეგის მიღება მცირე ძალისხმევის გამოყენებით. მოასწრებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე დაგეგმილი გაქვთ, თუ არ შეუშინდებით ექსპერიმენტებს, გარისკვას. ენდეთ საკუთარ გამოცდილებასა და ჯანსაღ აზრს და არა სხვის რჩევებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღე ბევრ კარგ რამეს მოიტანს, მაგრამ საკუთარი გამარჯვებებით მაინცდამაინც გახარებული არ იქნებით. დღეს მიდრეკილება გაქვთ, რომ საკუთარი თავი არასაკმარისად შეაფასოთ, ინანოთ, რომ ყველაფერი იდეალურად არ გააკეთეთ. ამასთან, სხვის შეცდომებს ვერ ხედავთ და მხოლოდ თავის თავს ადანაშაულებთ. ეცადეთ, ყველაფერს უფრო პოზიტიურად შეხედოთ - ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღეს ყველა კითხვაზე პასუხის მიღებას ვერ შეძლებთ, ასე რომ, მოთმინებით აღიჭურვეთ. ეს სამსახურში ძალიან გამოგადგებათ. საქმიანი ურთიერთობები შეიძლება დაძაბულად წარიმართოს, გარშემომყოფების მხრიდან პრეტენზიებია მოსალოდნელია. ეცადეთ, ყველაფერზე მაქსიმალურად მშვიდი რეაგირება გქონდეთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო შეხვედრები გელოდებათ.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

დღე კარგად აეწყობა, მაგრამ დასახული მიზნების მისაღწევად ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. ნუ გექნებათ იოლი გამარჯვებების იმედი. მოსალოდნელია უჩვეულო წინადადებები. კარგად დაფიქრდით, სანამ ვინმეს წინადადებაზე პასუხს გასცემთ: არის ალბათობა, რომ რამე საეჭვო პროექტში ჩაგითრიონ. ეცადეთ, საკუთარი საიდუმლოებები არავის გაუზიაროთ. დღის მეორე ნახევარში მოიმატებს შემოქმედებითი პოტენციალი, გაჩნდება ახალი იდეები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

ყველაფერი წარმატებულად ეწყობა, ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელია. ერთადერთი აუცილებლობაა ის, რომ დამოუკიდებლად იმოქმედოთ და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. ვინმესთვის რჩევის კითხვას აზრი არა აქვს, ეს უფრო დაგაბნევთ და არჩეული კურსიდან გადაგახვევინებთ. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით, ნუ გაფლანგავთ ქარაფშუტულად.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

დღე რთულად დაიწყება. სიტუაცია ჩვეულებრივზე ხშირად გამოდის კონტროლიდან, ხანდახან არ იცით, რა გააკეთოთ. შეიძლება ძველი ნაცნობებისთვის რჩევის კითხვა. თანდათანობით ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. ბევრ საკითხს ნათელი მოეფინება. დღის მეორე ნახევარში მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ თავს. წარმატებებს სწრაფად მიაღწევთ.

მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

ბევრი რამ რთულად გამოდის, მაგრამ უკან არ იხევთ. ეს დაჟინებულობა ნაყოფს დღის მეორე ნახევარში მოიტანს, ხოლო მანამდე, უბრალოდ, უნდა დაელოდოთ, ოღონდ მშვიდად. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები. იცით, როდის უნდა იყოთ ხელმომჭირნე და როდის - არა, როდესაც საქმე სერიოზულ საკითხს ეხება. ასეთი დამოკიდებულება გაამართლებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

არ ინერვიულოთ. შესაძლოა, თვითონვე შეიქმნათ პრობლემები, თუ ემოციებს არ მოთოკავთ. თავშეკავებულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან ურთიერთობებისას, რომლებმაც თქვენ შესახებ ბევრი იციან და თქვენ ცხოვრებაზე შეუძლიათ გავლენის მოხდენა. ეცადეთ, არ ილაპარაკოთ იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც არა გაქვთ გადამოწმებული. კარგი დღეა საყიდლებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ყველა ახალი ამბავი
0