ვის ელოდება წარსულ სიყვარულთან შეხვედრა ოქტომბერში - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

CC BY 2.0 / Flickr/ Arup Malakar / Love Fruitგული, სიყვარულის ნიშანი
გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისდა მიუხედავად, სურთ თუ არა წარსულ სიყვარულთან შეხვედრა, ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის ოქტომბერში ეს გარდაუვალი იქნება. რას ურჩევენ ასტროლოგები ამ ნიშნებს - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

წარსულის მიმართ ადამიანებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ - ვიღაც ცდილობს, დაივიწყოს და ფიქრითაც კი აღარ დაუბრუნდეს მოგონებებს, ზოგს კი წარსულის გახსენება გულზე მალამოდ ეფინება და მისი არსებობის განუყოფელი ნაწილი ხდება.

იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს წარსულთან, ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ოქტომბერში წარსულთან შეხვედრა მოუწევს. ვიღაცისთვის ეს „შეჯახება" სასიამოვნო იქნება, ვიღაცისთვის კი - ძალზე უსიამოვნო.

ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული>>

თევზები: ადამიანი, რომელიც თქვენთვის ძალზე ახლობელი იყო, მოულოდნელად დაგირეკავთ და ძველ გრძნობებს გაგახსენებთ. ის იმდენად ოსტატურად ითამაშებს თქვენს გულთან, რომ ზღვარზე დადგებით - მიიღოთ თუ არა მისი წინადადება. ვარსკვლავები სერიოზულად დაფიქრებას გირჩევენ, სანამ მის მკლავებში ამოყოფდეთ კვლავ თავს. გაიხსენეთ, რა მოხდა თქვენ შორის, განსაკუთრებით, დაშორების პერიოდში - ვისი ბრალი იყო განშორება, როგორ მოხდა. გახსოვდეთ, რომ ადამიანები არ იცვლებიან. ვინც ერთხელ უღალატა, ის, დიდი ალბათობით, კიდევ გააკეთებს ამას. მოკლედ, არჩევანი თქვენი გასაკეთებელია.

გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

ვერძი: სიყვარულმა ვერძებს დიდი ტკივილი მოგაყენათ და ჭრილობიდან სისხლი ხანდახან კიდევ მოედინება. ძნელია ცხოვრების გაგრძელება და ადამიანების ნდობა, როდესაც საყვარელმა ადამიანმა მიგატოვათ და არც კი დაგემშვიდობათ. როდესაც მოულოდნელად იმ ადამიანს შეხვდებით, რომელიც თქვენი ცხოვრების აზრი იყო, თავიდან ძალიან შეგეშინდებათ, ხოლო ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი ყველაფრის თავიდან დაწყებას შემოგთავაზებთ, უბრალოდ, შოკი იქნება. პირველი აზრი, რაც გაგიჩნდებათ, ეს გაქცევაა, რომ უსიამოვნებებს ამით აარიდოთ თავი. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს ერთი შანსი კიდევ მისცეთ. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მისი სინანული გულწრფელია. მხოლოდ განშორების შემდეგ მიხვდა, თუ რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის. ხანდახან შეიძლება წარსულის დაბრუნება და ჯობია კიდეც მარტოობით დატანჯვას.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

კურო: კუროები დადგებიან კითხვის წინაშე: წინ, წარსულისკენ, თუ უკან, მომავლისკენ? თქვენი ურთიერთობები მოგვარებულია, დიდი ხანია, ყველაფერი ზომიერად, სტაბილურად ვითარდება. არ არის მკვეთრი „შეზანზარებები", მოულოდნელი მოქმედებები... მაგრამ, თითქოს, არც სიყვარულია. ხანდახან ემოციების „ქარიშხალი", ვნებების „ზვირთები" და უბრალოდ, რომანტიკის ზღვა გჭირდებათ. პარტნიორი ნამდვილად ყველაფერში კარგია, იდეალურია, შეიძლება ითქვას, მაგრამ თქვენში ცეცხლოვან ემოციებს არ აღძრავს. იქნებ, საქმე ისაა, რომ წარსული ჯერ არ დაგვიწყებიათ ბოლომდე? ოდესღაც ძლიერ გიყვარდათ, მგზნებარედ, ამიტომ ამ გრძნობების „გამეორება" ახლა გიჭირთ. ზარი წარსულიდან დაგაფიქრებთ: ღირს კი მოსაწყენი, მაგრამ სტაბილური ურთიერთობების გაგრძელება, თუ ძველ „ცეცხლთან" აჯობებს დაბრუნება? ვარსკვლავები ამ შემთხვევაში მკაფიო პასუხს ვერ იძლევიან. ამის გარკვევას მხოლოდ თქვენ შეძლებთ, ისიც არჩევნის გაკეთების შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0