დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 სექტემბერი

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, განსაკუთრებით - არაფორმალური შეხვედრებისთვის. ბევრს მოსწონხართ, ასევე ბევრს მოსწონს თქვენი იდეები. დახმარებას ბევრი შემოგთავაზებთ და მათ შორის ისინიც, ვინც მეტოქედ მიგაჩნიათ. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. ფულთან დაკავშირებულ საქმეებს სერიოზულად ეკიდებით. ეს შეცდომებისგან დაგიცავთ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

კარგი დღეა. ხელსაყრელია ძველი საქმეების დასასრულებლად, მომავლის გეგმების გარკვევისთვის. ასევე, არცთუ ცუდი დროა ურთიერთობებისთვის. პრობლემას შექმნის ის, რომ ხშირად დიდ ყურადღებას აქცევთ მცირე დეტალებს, რაც გარშემომყოფებისთვის ყოველთვის გასაგები არ არის. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ახალი იდეების რეალიზების დაწყება, შემოქმედებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

მიზნების მიღწევა იოლი არ არის, მაგრამ დაბრკოლებები არ შეგაშინებთ. მტკიცედ ხართ განწყობილი. მოსალოდნელია გაუგებრობები სამსახურში, ხანდახან უთანხმოებები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. ეცადეთ, შეამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან არის საფრთხე, რომ ტყუილი გითხრან, მათ შორის იმ ადამიანებმაც, რომლებსაც ენდობით. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ფულთან და ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში რთულ საქმეებთან შეჭიდება არ ღირს, ასევე, რთული საკითხების მარტო გადაწყვეტა. ილუზიები და დიდი მოლოდინები სწორ მოქმედებებში, სწორ არჩევანში გიშლით ხელს. მოგვიანებით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და გაუმკლავდებით პრობლემებს. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. ასევე სასიამოვნო იქნება რომანტიკული შეხვედრა.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

წინააღმდეგობებით სავსე, ნერვული დღეა. გიწევთ აჩქარება, რადგან არის საფრთხე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ვერ მოასწროთ. შეხვედრები დაძაბულად მიმდინარეობს. ემოციები ხანდახან სწორი ხაზის არჩევაში გიშლით ხელს. მაგრამ ხშირად გიმართლებთ კიდეც - გადაჭრით მნიშვნელოვან სამუშაო ამოცანებს. არ არის გამორიცხული უჩვეულო ნაცნობობა. კარგი შთაბეჭდილების მოხდენისთვის ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

მოთმინება გჭირდებათ. სწრაფად წარმატების მიღწევა დღეს ნაკლებად სავარაუდოა. მოსალოდნელია დაბრკოლებები. ზედმეტი სიჩქარე არაფერ კარგს არ მოიტანს, მაგრამ პრობლემების შექმნა შეუძლია. შესაძლებელია გარკვეული უთანხმოებები ადამიანებთან, რომლებთანაც არასდროს გიკამათიათ. არ ინერვიულოთ - სერიოზულ კონფლიქტამდე საქმე არ მივა. საღამოს უკვე ყველაფერი დაგავიწყდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დილით დაძაბულობაა მოსალოდნელი. ურთიერთობების თვალსაზრისით რთული პერიოდია. გიჭირთ თანამოსაუბრის მშვიდად მოსმენა, მათი სიტყვების ობიექტურად შეფასება. თანდათანობით ემოციური ფონი სტაბილური გახდება. ყურადღება გაამახვილეთ მნიშვნელოვან საქმეებზე და წარმატებების მიღწევის შანსი გაიზრდება. დღის მეორე ნახევარი ძალზე ნაყოფიერი იქნება.

ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის. გამოიყენეთ ეს დრო, რომ გაერკვიოთ ძველ საქმეებში, მოაწესრიგოთ ყველაფერი. მოგვიანებით ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ. იქნება ბევრი მოულოდნელი მოვლენა, რომლებზეც რეაგირებაა საჭირო. თქვენი ინტუიცია სათანადო სიმაღლეზეა. გაჩნდება ძველი, თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

დღის დასაწყისში მნიშვნელოვანია, რომ გაღიზიანებას გარეთ გამოსვლის ნება არ მისცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ჩხუბი გარშემო ყველასთან. მოგვიანებით ვითარება შეიცვლება და თქვენი თავშეუკავებლობა სანანებელი გაგიხდებათ. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. საქმეებს საკმაოდ წარმატებით ართმევთ თავს და ამასთან, ემოციური ფონიც სტაბილური გახდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

არ იჩქაროთ ახალი საქმის დაწყება: წარმატების მიღწევა მოსალოდნელი არ არის, სამაგიეროდ, დიდი ალბათობაა სირთულეებისა და უსიამოვნებებისა. ხანდახან თქვენს საქმეებში სხვები ერევიან, რაც ხელს გიშლით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ ემოციებს აჰყვებით, სიტუაცია უფრო გართულდება. ამ დღეს გართულებულია ცდუნებებთან გამკლავება, მნიშვნელოვანი ხარჯები, დაუფიქრებელი საყიდლები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რომელია თქვენთვის ხელსაყრელი თვე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

ყველაფერი კარგად მიდის. სერიოზული სანერვიულო, დიდი ალბათობით, არ გექნებათ. წარმატებას ხშირად იღბლის წყალობით აღწევთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია მოკავშირის სწორად შერჩევა. დაუკავშირდით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემების შექმნა შეუძლიათ. კარგად გადაწყდება ფინანსური საკითხები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

საკმაოდ დამღლელი და რთული დღე იქნება. სიამოვნებით გადაუნაწილებდით ვინმეს საკუთარ საზრუნავს, მაგრამ ასეთი გვერდით არავინ ჩანს. შეგიძლიათ, საქმეები პრიორიტეტების მიხედვით გადაანაწილოთ. ეს დღეს გაგიმარტივებთ. დღის ბოლოს, შესაძლოა, სასიამოვნო ინფორმაციები მიიღოთ საკუთარი თავისა და ახლობლების შესახებ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ყველა ახალი ამბავი
0