დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 სექტემბერი

© Photo: Arabuli ArtHouse / fbბაცალიგო, ნაეკლესიავარი
ბაცალიგო, ნაეკლესიავარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღე სირთულეების გარეშე არ ჩაივლის. ეს სირთულეები წორედ მაშინ ჩნდება, როდესაც მოდუნება და დინებას გაყოლა გსურთ. ახლა დროის უქმად გატარების დრო არაა: რამე შედეგი რომ მიიღოთ, მოქმედებაა საჭირო. ადგილზე გაჩერება საშიშია – არაკეთილმოსურნეები მტკიცედ არიან განწყობილი, რომ რამე გავნონ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დილით ცოტა ნერვიულობა მოგიწევთ. ამ პერიოდში მოსალოდნელია შეცდომების დაშვება. რამდენიმე საქმის გაკეთება ერთდროულად მოგიწევთ, ეს კი ძალზე დამღლელია. დღის მეორე ნახევარი უკეთესად ჩაივლის. ყველაფერი კარგად გამოგივათ, კარგად გაერკვევით ახალ საქმეებში და გაიგებთ, როგორ მიაღწიოთ საჭირო შედეგებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღის პირველი ნახევარი კარგია ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. ჩნდება მრავალი კარგი იდეა, პოულობთ არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს, არ უშინდებით ტრადიციების დარღვევას და იქცევით ისე, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი ინება. კარგი იქნება დასვენება. მოერიდეთ სერიოზულ ფიზიკურ დატვრთვებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღის პირველი ნახევარი რთულად ჩაივლის: აწყდებით სირთულეებს, შესაძლოა, მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. გარშემომყოფები თქვენს საქმეებში ერევიან, რაც გაღიზიანებთ. სულ სხვაგვარად აეწყობა დღის მეორე ნახევარი. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, მოხდება უჩვეულო მოვლენები. ბევრ რამეს ისწავლით. ეს გამოცდილება მოგვიანებით გამოგადგება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მიზნებს თავიანთი მომხიბვლელობით აღწევენ

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

იფრთხილეთ. რთული დღეა და შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია. განსაკუთრებით პრობლემური იქნება დღე იმ ლომებისთვის, ვინც მიჩვეული არ არის საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას და დახმარებას გარედან ელოდება. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი სიმპათიის მოპოვებას საეჭვო ადამიანები შეეცადონ. ყურადღებას მოითხოვს ოჯახური საქმეები. შესაძლოა, მათი დახმარებისთვის საკუთარ გეგმებზე მოგიწიოთ უარის თქმა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ხელსაყრელი დღეა, მაღალია წარმატებების მიღწევის შანსები. თამამად შეგიძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება, მრავალი საინტერესო იდეა გაქვთ და ახლაა სწორედ მათი ცხოვრებაში რეალიზების შანსი. ჩვეული საქმეები დამღლელად გეჩვენებათ, მაგრამ გარშემომყოფები დაგეხმარებიან. არ არის გამორიცხული, რომ ფინანსური დახმარება შემოგთავაზონ, მაგრამ სანამ წინადადებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

მღელვარებისა და ნერვიულობისთვის განსაკუთრებული მიზეზები არ გაქვთ. ყველაფერი ნორმალურად მიდის, მაგრამ უფრო მეტი გსურთ. გრანდიოზულ გამარჯვებებზე ოცნებები, სავარაუდოდ, არ ახდება, მოგიწევთ მოკრძალებული წარმატებებით დაკმაყოფილება. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები. სავარაუდოდ, ახლობლების დახმარებისთვის საკუთარ შენაძენზე უარის თქმა მოგიწევთ.

Вспышки на Солнце - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თავიანთ მიზნებს ყოველთვის აღწევენ

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის, არასტანდარტული გადაწყვეტილებებისთვის. ყურადღებით აკვირდებით ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ამოწმებთ შემოსულ ინფორმაციებს. ეს გეხმარებათ შეცდმების თავიდან აცილებაში. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიების დაწყება. მისი განვითარების ტემპი თქვენზეა დამოკიდებული. არ შეუშინდეთ ინიციატივის გამოჩენის. ენდეთ ინტუიციას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა. კარგი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის, თანამშრომლობის, ერთობლივი მოქმედებების, გეგმების განხილვისთვის. შესაძლებლობა იქნება, რომ რამე საინტერესო საქმეს მოჰკიდოთ ხელი, რომლის წყალობით თქვენი შემოსავლები მალე გაიზრდება. ზოგისთვის ახალი და ზოგისთვის ძველი ჰობი რუტინისგან ფიქრების გადატანაში დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

რთული დღე იქნება, მაგრამ ყველაფერთან გამკლავებას შეძლებთ. ძალა და ენერგია, ასევე გამოცდილება საკმარისი გაქვთ, რომ ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმეები. კარგად უმკლავდებით საქმეებს, სადაც ყურადღება და გულისყურის მობილიზებაა საჭირო, მაგრამ ნაკლებად – როდესაც სხვადასხვა ადამიანთან აქტიური ურთიერთმოქმედებაა აუცილებელი.

გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

დღეს რთულად გამოგდით ის საქმეებიც კი, რასაც აქამდე უპრობლემოდ აკეთებდით. გაურკვევლობა გაღიზიანებთ, გსურთ პასუხების მიღება კითხვებზე, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. სჯობს, საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და არა სხვების. ეცადეთ, არ იჩქაროთ, არ გაბრაზდეთ სხვებზე. დროის სწორად განაწილება რთულია, ბევრი საქმე გაქვთ, ამიტომ ზოგიერთი სამომავლოდ გადადეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

ხშირად ხართ გაღიზიანებული, მოუთმენელი, ბევრი რამ მიგაქვთ გულთან ახლოს. გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები სპეციალურად გაბრაზებენ. მაგრამ საქმე უფრო არასტაბილური ემოციური ფონია, რომლის გამოც სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ. ხანდახან თვითონ გიჭირთ იმის გაგება, თუ რამ გამოგიყვანათ წონასწორობიდან. არავის გაანდოთ საკუთარი საიდუმლო და მნიშვნელოვანი საკითხები.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0