კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 23–29 სექტემბრის პერიოდში

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში პლანეტები ზოდიაქოს ყველა ნიშანზე დადებითად არ იმოქმედებენ, მაგრამ მთავარია ის, რომ ციური სხეულები თქვენს სწორ გზაზე დაყენებასა და სწორი მიმართულების ჩვენებას ყოველთვის ცდილობენ, ამიტომ მოუსმინეთ ასტროლოგების რჩევებს და გაითვალისწინეთ ისინი

ამ კვირაში მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ სამყაროს მინიშნებებს. აუცილებელია სახლის დასუფთავება, ზედმეტი და უსარგებლო ნივთების გადაყრა, ასევე, ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლება.

ვერძი

ორშაბათიდან პლანეტები არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რის გამოც ნეგატიურ ენერგიას გამოასხივებენ. ასტროლოგები გირჩევენ, დაზოგოთ ძალები, რადგან ეს კვირა, შესაძლოა, ძალზე არაპროგნოზირებადი და დამღლელი აღმოჩნდეს, ამასთან, საშიშიც. ხშირ–ხშირად დაისვენეთ და ძალიან არ დაიღალოთ.

დროს შემორჩენილი სიყვარული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს სამი პრინციპული ნიშანი: ისინი ყოფილებთან მეგობრობაზე უარს ამბობენ

პლანეტების არახელსაყრელი მდგომარეობა სასიყვარულო სფეროში პრობლემებს მოიტანს. შესაძლოა, საყვარელ ადამიანში იმედი გაგიცრუვდეთ. მთავარია, ემოციები შეიკავოთ რთულ მომენტებში. ზოგადად, ადამიანეთან ურთიერთობებში, სჯობს, არ იყოთ იმპულსური, რადგან ასეთ მომენტებში ნეგატივს სერიოზული კონფლიქტების გამოწვევა შეუძლია.

კურო

ყველაზე წარუმატებელი დღეები 25 და 26 სექტემბერი გელოდებათ. ამ დროს ვარსკვლავები და პლანეტები მძლავრ დისონანსში შევლენ, რისი შედეგიც ცხოვრების ყველა სფეროში გახდება საგრძნობი. რთულ მომენტებში სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო. გარშემომყოფების მიმართ თანაგრძნობით განეწყვეთ, დაეხმარეთ მათ რთულ მომენტებში.

ფინანსებსა და სამუშაოს კვირის პირველი ორი დღე დაუთმეთ. ორშაბათსა და სამშაბათს ახალი შესაძლებლობები და წარმატებები გელოდებათ. დანარჩენ დღეებში გამოიჩინეთ სიფრთხილე, თანაგრძნობა.

ტყუპი

პლანეტები ამ კვირაში თქვენ მხარეს იქნებიან, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ თქვენს დაცვას უარყოფითი ემოციებისა და გარშემომყოფების ნეგატიური ენერგიისგან. წაგადგებათ ფიზიკური დატვირთვები, სეირნობა. ასტროლოგები გირჩევენ, არავის გაანდოთ თქვენი გეგმები, მათ შორის, არც ახლობლებსა და მეგობრებს.

ბედნიერება - Sputnik საქართველო
ბედნიერი იქნება თუ არა თქვენი შვილი - ამას მისი დაბადების საათი გეტყვით

ექსპერტების მკაცრი რეკომენდაციაა, სახლი კარგად მოაწესრიგოთ. ეს ყველა საქმეში კარგი ენერგეტიკული ფონისა და იღბლის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, ასევე, სახლის სუფთა და მოწესრიგებული ატმოსფერო საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს.

კირჩხიბი

ამ კვირაში, შესაძლოა, დადებითი განწყობა ყოველთვის არ გქონდეთ, განსაკუთრებით, 24 და 26 სექტემბერს. 23, 24 და 29 სექტემბერს კი პირიქით, ძალზე პროდუქტიული, სასიამოვნო მომენტებით სავსე დღეები იქნება. შეძლებთ მოტივაციის მიღებას და ფინანსურ და სასიყვარულო სფეროებში წარმატებების მიღწევას.

კარგი იქნება, თუ ამ კვირაში ბევრ სიკეთეს გააკეთებთ ახლობელი ადამიანებისთვის, კოლეგებისთვის და უცხოებისთვისაც. სამყარო ამ სიკეთეს ორმაგად დაგიბრუნებთ. ცუდი განწყობისგან გათავისუფლებაში საყვარელი საქმეები დაგეხმარებათ. ეჭვები და სკეპტიციზმი უკუაგდეთ. ახლა შიშებისა და მერყეობის დრო არ არის.

ლომი

პოზიტიური ენერგეტიკული ტალღები თქვენთვის ძალისა და იღბლის წყარო გახდება, თუმცა, ზოგიერთი მნიშვნელოვანი პლანეტის გავლენა ორშაბათიდან შესუსტდება. ამის გამო ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსურ საკითხებში, ებრძოლოთ მერყეობასა და ეჭვებს.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ვარსკვლავები ამ კვირაში მაინცდამაინც არ გეხმარებიან, მაგრამ არც დაბრკოლებებს გიქმნიან. შეგიძლიათ ნებისმიერი სასურველი მიმართულებით მოძრაობა. კარგი იქნება ახალი წამოწყებები სამუშაოზე, ბიზნესში. სიყვარულში ახალ საფეხურზე შეიძლება გადასვლა, მაგალითად, ერთად ცხოვრების დაწყების ან დაქორწინების შეთავაზება.

ქალწული

გადაღლილობის გამო კვირა არცთუ მარტივი იქნება. ამ პერიოდში ვარსკვლავები და პლანეტები ძალებით არ დაგმუხტავენ, ამიტომ საკუთარი დრო და ენერგია სწორად უნდა გაანაწილოთ. თუ შესაძლებელია, შვებულება აიღეთ და დაისვენეთ.

თუ შვებულების აღება შეუძლებელია, ასტროლოგები გირჩევენ, შეიცვალოთ გარემო, უქმეებზე გახვიდეთ ქალაქგარეთ, ხოლო საღამოობით, სამსახურის შემდეგ დაისვენოთ ისე, როგორც ამას გული გიკარნახებთ. ასევე, ასტროლოგების რჩევაა, სახლი და სამუშაო ადგილი სუფთა მდგომარეობაში გქონდეთ.

სასწორი

სასწორებისთვის ეს კვირა ძალზე ხელსაყრელი იქნება. ერთადერთი, რაც შეიძლება დაგაკლდეთ, ეს მოტივაციაა. სიზარმაცის, აპათიის გამო, შესაძლოა, ბევრი შესაძლებლობა გაგისხლტეთ ხელიდან. გჭირდებათ მეტი აქტიურობა და ენერგიულობა.

გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

იდეალური დროა შემოქმედებითი ზრდისთვის გარემოს შეცვლისთვის. წაგადგებათ გარეგნობის შეცვლა, გარდერობის განახლება, ახალი ნაცნობობა. ფინანსურ საქმეებში ცოტა მეტი დაკვირვება და ხელმომჭირნეობა გჭირდებათ.

მორიელი

ამ კვირაში მეტად გულწრფელი და გულკეთილი უნდა იყოთ, მხარი დაუჭიროთ ახლობლებს რთულ მომენტებში. ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ სტერეოტიპულ აზროვნებას. ის, შესაძლოა, ბარიერი გახდეს ბედნიერი ურთიერთობებისკენ მიმავალ გზაზე.

ყველაზე მეტად გაგიმართლებთ სამშაბათსა და შაბათს, როდესაც პლანეტები უფრო გააქტიურდებიან. არაკეთილისმყოფელები კვირის დასაწყისში გააქტიურდებიან და უსიამოვნებებს მოგიტანენ. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ერთგულ ადამიანებთან ურთიერთობა და უცხოებისთვის საკუთარი გეგმებისა და საიდუმლოებების დამალვა.

მშვილდოსანი

ამ კვირაში თქვენთვის საშიში იქნება ისეთი გრძნობები, როგორიცაა მრისხანება, სევდა, შიში, ასევე, სტრესული ვითარებები, მარტოობა. ხშირად იქონიეთ ურთიერთობები მეგობრებთან, ნათესავებთან და გაუზიარეთ მათი თქვენი გრძნობები.

შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო
ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს

ფინანსურ სფეროში ცივი გონება დაგჭირდებათ. იყავით ხელმომჭირნე. შესაძლებელია ახალი მოტივაციის მიღება. წარმატებებისგან თქვენი დაშორება ნოსტალგიასა და ზედმეტ თვითანალიზს შეუძლია. არ ღირს წარსულზე დარდი და ნაღვლიანი მოგონებების გახსენება. სჯობს, მომავლისკენ მიაპყროთ მზერა.

თხის რქა

ამ კვირაში, შესაძლოა, უარყოფითი აზრები მოგეძალოთ. ამის მიზეზი ვირუსული პროგრამებია, რაც შიშებსა და ეჭვებს წარმოშობს. ანუ, თქვენი განწყობა უარყოფითია, ფიქრები ასეთია, რომ ვერაფერს შეძლებთ, არაფერი გამოგივათ, კვლავ მარტო ხართ და ა. შ. მოგემატებათ თვითანალიზისკენ სწრაფვა, რაც ასეთი პროგრამების მოქმედებას გაამძაფრებს.

კარგი საშუალება ისეთი განწყობისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია, უბრალო სიმტკიცე გახდება. ასტროლოგები გირჩევენ, ეცადოთ, დაუგეგმავი ცვლილებები შეიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში. ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ და ძალას მოგცემთ, რომ წარმატების გზას შეუდგეთ.

მერწყული

დროა, ყურადღების კონცენტრირება სანუკვარი სურვილების შესრულებაზე მოახდინოთ. შესაძლოა, გარკვეული დილემების წინაშე დადგეთ, რომლებიც დაუყოვნებლივ გადასაწყვეტი გახდება. ასტროლოგები გირჩევენ, შეინარჩუნოთ თვითკონტროლი და გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე მიუწვდომელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: მათი გულის დაპყრობა ძალზე რთულია

სჯობს, ყველაფერ ზედმეტს მოერიდოთ: არ დახარჯოთ ზედმეტი ფული, არ ენდოთ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს, არ ენდოთ მხოლოდ იღბალს. უნდა იყოთ ძალზე დაკვირვებული. ამ შემთხვევაში შეძლებთ მოვლენებში კარგი შესაძლებლობების დანახვას, რაც მომავალში წარმატებებთან მიგიყვანთ.

თევზები

კვირის პირველი ორი დღე თქვენთვის ყველაზე პოზიტიური და პროდუქტიული იქნება, მაგრამ ამ დღეებშიც უნდა მოერიდოთ მატყუარა ადამიანებთან ურთიერთობებს. ასეთი კავშირები უსიამოვნო ადამიანებთან ნეგატიური მოვლენების კატალიზატორი გახდება. შესაძლებელია ღალატი, ჩხუბი და კონფლიქტები, დაპირისპირებები არაფრის გამო.

მიუხედავად ამისა, თქვენი ქარიზმა რამდენჯერმე გაიზრდება, რაც თქვენი წარმატებების მთავარი მიზეზი გახდება სასიყვარულო და საქმიან ფრონტებზე. ასტროლოგები გირჩევენ, მარტივად შეხედოთ საყვარელი ადამიანების ნაკლოვანებებს. ურთიერთობების გამტკიცებისთვის უქმეებზე მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0