დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 სექტემბერი

© Sputnikკახეთი
კახეთი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

წარმატებების მიღწევა სრულიად შესაძლებელია, თუ გზაზე დაბრკოლებებს არჩეული კურსიდან გადახვევის საშუალებას არ მისცემთ. სანერვიულო არაფერი გაქვთ, დღე კარგად ჩაივლის. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელსაც, შეიძლება, რომანტიკული გაგრძელება მოჰყვეს. ხართ ძალზე მომხიბლავი, რასაც გარშემომყოფები სათანადოდ აღიქვამენ.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღე შესანიშნავად დაიწყება. მტკიცე განწყობა გაქვთ, უმკლავდებით იმასაც კი, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. თამამად შეუდექით ახალ საქმეებს, შესაძლებელია ახალი საქმიანი ურთიერთობების დაწყება. არ არის გამორიცხული, რომ ამან დროთა განმავლობაში რომანტიკული ხასიათი მიიღოს. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ყველაფერი გართულებულია. ნერვიულობთ და ხანდახან თვითონაც ვერ ხვდებით, რატომ. ჩვეულებრივზე ხშირად ჩნდება უთანხმოებები გარშემომყოფებთან, გეჩვენებათ, რომ ისინი სპეციალურად გაღიზიანებენ. ახალი საქმეები მიგიზიდავთ და სიამოვნებით შეუდგებით მათ გაკეთებას. შესაძლებლობა გექნებათ, შეიძინოთ რამე, ან ფული საინტერესო პროექტში ჩადოთ. ფინანსურ საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღეს დიდი გამარჯვებები არ არის მოსალოდნელი, მაგრამ დღე, მთლიანობაში, კარგად ჩაივლის. ხელსაყრელი პერიოდია დაგროვებულ საქმეებში გასარკვევად, რთული პროექტების დასამთავრებლად. დაუნანებლად მოიშორებთ ძველ, არასაჭირო ნივთებსა და ფიქრებს და ეს კარგია – მალე მრავალი საინტერესო რამ გელოდებათ. მოსალოდნელია თანხის მიღება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ყველაფერი კარგად მიდის, ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც დიდი ხანია, გეგმავდით. ასევე, შეგიძლიათ, სრულიად ახალ საქმეს მოჰკიდოთ ხელი. ინტუიცია ამას შეუცდომლად გიკარნახებთ. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები. კარგი დღეა იმისთვის, რომ ერთად ააწყოთ გეგმები და გააერთიანოთ ძალისხმევა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღის დასაწყისი საკმაოდ წარუმატებელია, ბევრი რამ გეგმის მიხედვით არ მიდის. გაღიზიანებთ გარშემომყოფების სიზანტე. ამის გამო საქმეების დროულად დასრულება გაგიჭირდებათ. თანდათანობით ნეგატიური ტენდენციების გავლენა შემცირდება და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარი კარგი ოჯახური საქმეებისთვის. შეგიძლიათ სახლისთვის რამის ყიდვა.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

დღის დასაწყისი იღბლიანი პერიოდია და ეს უნდა გამოიყენოთ. მოგვიანებით ბევრად არახელსაყრელი დრო დადგება გეგმების განსახორციელებლად. თანდათანობით იზრდება კონფლიქტების ალბათობა, რომლებიც, შესაძლოა, სულ უბრალო წვრილმანების გამო წარმოიშვას. გარშემომყოფებს უფრო და უფრო მეტი პრეტენზია უჩნდებათ თქვენ მიმართ. თქვენი თავშეკავებულობის გამო სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

გაზაფხული - Sputnik საქართველო
იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ყველაფერი კარგად მიდის, შფოთვის მიზეზი არ გაქვთ. ადვილად პოულობთ საერთო ენას ადამიანებთან, შესაძლებელია თანამშრომლობაზე შეთანხმება. მნიშვნელოვან საქმეებში წარმატება უცბად არ მოვა, მაგრამ საკმაოდ თავშეკავებული და მომთმენი ხართ. ეს ბევრი უსიამოვნების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეში ფხიზლად იყავით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

დღის დასაწყისი იღბლიანია. თუ დიდი გეგმები გაქვთ, უნდა იჩქაროთ – მოგვიანებით ნეგატიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება და გზაზე დაბრკოლებები შეიძლება გაჩნდეს. გაითვალისწინეთ, რომ საჭირო შედეგებს უფრო ადვილად მიაღწევთ, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ღია კონფლიქტებს მოერიდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

დღეს რამდენადმე უყურადღებო ხართ, ჩვეულებრივზე ხშირად ცდებით. არ იჩქაროთ – საკმარისი დრო გაქვთ იმისთვის, რომ საქმეები დაასრულოთ. დახმარებაზე უარი არ უთხრათ ძველ ნაცნობებს, მაგრამ ახლებთან ფრთხილად იყავით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნებები – შესაძლებელია რაღაც დაგავიწყდეთ, ან დაკარგოთ რამე მნიშვნელოვანი.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

წარმატების მიღწევა იოლი არ იქნება. სიმტკიცე მოიკოჭლებს, შესაძლოა, საკუთარ გეგმებზე უარი თქვათ, თუ რამე დაბრკოლებას გადააწყდებით გზაზე. რთულია კამათის თავიდან აცილება, რასაც ურთიერთობების გაფუჭება შეუძლია. ეცადეთ, არ ინერვიულოთ. მღელვარება და ნერვიულობა ცუდად აისახება თქვენს მდგომარეობაზე. შესაძლებელია ქრონიკული დაავადების გამწვავება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

არ ღირს მასშტაბურ და რთულ საქმეებთან შეჭიდება. დღეს მარტივი იქნება პატარა ამოცანების შესრულება. შეიძლება სახლის მოწესრიგება, არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლება. სჯობს, დამოუკიდებლად იმოქმედოთ – სხვებთან ურთიერთობები ბევრ ლაპარაკს და ნაკლებ საქმეს მოიტანს. წაგადგებათ გარემოს შეცვლა, ახალ ადგილებში გამგზავრება. ეს განწყობას აგიმაღლებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0