დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 სექტემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ბოლო დროს რთული დღეები გქონდათ. დღეს შედარებით კარგი დღეა მოსალოდნელი როგორც პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, ისე პროფესიულ სარბიელზე. შეგიძლიათ, დასვენებაზე იფიქროთ - უფლება გაქვთ, საკუთარი თავი დააჯილდოვოთ იმ სულიერი სიმტკიცისთვის, რაც ბოლო დღეებში გამოიჩინეთ.

დროს შემორჩენილი სიყვარული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს სამი პრინციპული ნიშანი: ისინი ყოფილებთან მეგობრობაზე უარს ამბობენ

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

შემოქმედებით აზროვნებასა და ინოვაციურ მიდგომას პროფესიულ საქმიანობაში ნებისმიერი მდგომარეობის გადარჩენა და თქვენი დახმარება შეუძლია წარმოუდგენელი წარმატებების მიღწევაში. დღეს თავისუფლად შეგიძლიათ წინსვლა, შეადგინოთ მოქმედებების გეგმა, რომელსაც გარშემომყოფები, პირველი წარმატებების შემდეგ, დიდ შეფასებას მისცემენ და თქვენს ნიჭს სათანადოდ დააფასებენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

პლანეტების დღევანდელი დღის განლაგება იმგვარია, რომ სჯობს, ყველა საქმე გვერდზე გადადოთ. დიდია ალბათობა, რომ ორი დაპირისპირებული მხარის კონფლიქტში ჩაგითრიონ, რაც მთლიანად წაიღებს თქვენს ყურადღებასა და ენერგიას. ამ პერიოდში თქვენ სხვა საქმეების არჩევა ნამდვილად შეგიძლიათ, მაგალითად, მიხედეთ სახლსა და სხვადასხვა ყოფით საზრუნავს, ან, უბრალოდ, მეგობრებთან ერთად სასიამოვნო შეხვედრა მოაწყვეთ ზედმეტი ვალდებულებების გარეშე.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ძალზე ხელსაყრელი დღეა თქვენთვის, თითქმის გამორიცხულია პრობლემები. შესაძლოა, თქვენ ახლო გარემოცვაში ვინმემ თქვენ მიმართ ნაზი გრძნობები სპონტანურად გამოხატოს, რაც ძალიან გაგაოცებთ. ასევე, შემოგთავაზონ დახმარება თქვენი რომელიმე პროექტის განხორციელებაში. მთავარია, მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეთ. თავაზიანობა - დღეს ეს ყველაფერია, რაც მოგეთხოვებათ.

ბედნიერება - Sputnik საქართველო
ბედნიერი იქნება თუ არა თქვენი შვილი - ამას მისი დაბადების საათი გეტყვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ეს დღე ლომებისთვის მშვიდად ჩაივლის. არ არის მოსალოდნელი რაიმე გაუგებრობა ან უსიამოვნება. თქვენი ნებისმიერი მოქმედება სარგებელს მოიტანს. მაგრამ, მიუხედავად ციური სხეულების პოზიტიური დამოკიდებულებისა, დღეს არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და საქმეებში ზედმეტი აქტიურობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღეს თქვენთვის დამახასიათებელი იქნება ფუჭი საუბრები და ძირითადი თემების ირგვლივ ტრიალი. იმედგაცრუება გელოდებათ თანამოაზრეების გადმობირებაში. შესაძლოა, ბოლო დროს ახლობლების დახმარების დიდი იმედი გქონდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველას თავისი საქმე აქვს, რომელიც მათთვის უფრო მნიშვნელოვანია და დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

დღეს ირგვლივ მყოფი ადამიანები დიდი სიამოვნებით გამოგყვებიან, ასე რომ, თქვენთვის მთავარია, იცოდეთ, საით მიდიხართ. ხართ ოპტიმისტურად განწყობილი, ვერ შეგაშინებთ ვერანაირი დაბრკოლებები. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, დაუგეგმავი საქმიანი მოლაპარეკებები. ზოგიერთ თქვენგანს მოგზაურობა მოუწევს, რაც მათზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. გაქვთ მრავალი იდეა, ხართ ოპტიმისტურად განწყობილი. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ძალზე მიმნდობი იქნებით. შესაძლებელია ზოგიერთი საკითხის მოგვარება, რომლებიც დიდი ხანია, რაც გაწუხებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

დღის დასაწყისში სირთულეები შეიძლება გაჩნდეს. ამას ისიც ემატება, რომ ადამიანები უცნაურ რჩევებს გაძლევენ, ხან დახმარებას გთავაზობენ საქმეში, როდესაც ეს დახმარება არ გჭირდებათ. ეცადეთ ამაზე მშვიდი რეაქცია გქონდეთ და არ გაღიზიანდეთ. დღის მეორე ნახევარში ყველაფერი უფრო მარტივად წარიმართება. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

ღრუბლებში ფრენთ და ხშირად სასურველს რეალობად აღიქვამთ. ცვლილებებისკენ პირველი ნაბიჯი ის გახდება, რომ რეალურად შეაფასოთ ვითარება და საკუთარი შესაძლებლობები. შორს დაიჭირეთ თავი იმისგან, ვინც ქარაფშუტულად იქცევა და ყოველთვის იღბლის იმედი აქვს. ეცადეთ პირობა არავის მისცეთ, განსაკუთრებით საქმესთან დაკავშირებით.

გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

დღეს ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ, გამოიყენოთ ყველა კავშირი და ნაცნობობა, რომ წარმატებებს მიაღწიოთ საქმეებში. დღევანდელი დღე, მთლიანობაში, თქვენთვის ძალზე ხელსაყრელია, მაგრამ მოქმედებაა საჭირო. დღეს რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობა მოგეცემათ, ამიტომ ყურადღებით იყავით. თქვენი შეუპოვრობა კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს გარშემომყოფებზე. შესაძლოა, ახალი მეგობრები შეიძინოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღის დასაწყისი რთული იქნება. არახელსაყრელ ვითარებებთან ბრძოლა ბევრ ძალასა და ენერგიას გართმევთ. სიტუაცია ხელში უნდა აიყვანოთ. დაგეხმარებიან ძველი ნაცნობები. თანდათანობით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. არ არის გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები. ხართ მომხიბლავი და თქვენთან ურთიერთობა ბევრს მოსწონს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0