დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 სექტემბერი

© photo: Sputnik / Fred Greenberg / გადასვლა მედიაბანკშიბორჯომი
ბორჯომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ძალიან კარგი დღეა. დღეს ჩვეულებრივზე მეტის უფლება შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს, ეს ზღვა სიამოვნებასა და სიხარულს მოგანიჭებთ. შეხვდებით სასიამოვნო ადამიანებს. იღბლიანი იქნება ახალი ნაცნობობაც - ხართ ძალზე მომხიბლავი. მიუხედავად ყველაფრისა, გონიერება არ დაივიწყოთ. თქვენი კარგი განწყობა და ყველასთვის სიხარულის მინიჭების სურვილი ზოგმა, შესაძლოა, სხვანაირად გაიგოს და სარგებლის მიღებას შეეცადოს.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

კარგი დღეა. გაგიმართლებთ, განსაკუთრებით მათ, ვინც შემოქმედებით სფეროში საქმიანობს. თქვენი შრომითი ენერგია და გარშემო საჭირო ადამიანების შემოკრების უნარი კარგ ნაყოფს გამოიღებს. კარგი დღეა რომანტიკული კავშირებისთვის - ხართ ძალზე მგრძნობიარე და სექსუალობის პიკზე. მოსალოდნელია მეგობრული შეხვედრა, რამაც, შესაძლოა, გაგაღიზიანოთ, მაგრამ ამ გაღიზიანებას გარეთ გამოსვლის საშუალებას ნუ მისცემთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღეს გაგიჭირდებათ ურთიერთგაგება ნათესავებთან და საქმიან პარტნიორებთან. წყენა, გაუგებრობები, სიჯიუტე და შესაძლოა, ურთიერთობებიც გაწყდეს. ასე რომ, დაიოკეთ ტემპერამენტი, მშვიდად მოისმინეთ, რა სურთ თქვენგან, თავი ხელში აიყვანეთ. თქვენი ფინანსები საფრთხის ქვეშაა, წარმოდგენა არ გაქვთ თქვენს საკუთარ რეალურ შესაძლებლობებზე. გააკონტროლეთ ხარჯები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

კარგი დღეა ბუნებაში დასვენებისთვის. მაგრამ არის ალბათობა, რომ მოულოდნელმა ინფორმაციამ ეს ჰარმონია ჩაგიშალოთ და საკუთარი საზღვრების დაცვა მოგიწიოთ. საღამოს დაფიქრდით, რას აკეთებთ და რას ამბობთ ახლობელ ადამიანებთან მიმართებით, სხვაგვარად შესაძლებელია კონფლიქტის გაღვივება როგორც ახლობლებთან, ისე საკუთარ თავთან.

გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ლომებისთვის დაძაბული დღეა, განწყობა ხშირად გეცვლებათ. ნუ გაღიზიანდებით, ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით, თუ ნერვები ისედაც დაძაბული გაქვთ. ასაკოვანმა მამაკაცმა ლომებმა ჯანმრთელობას უნდა მიხედონ. ახალგაზრდებმა კი, მამაკაცებმაც და ქალებმაც, რომლებსაც გარეგნობასთან დაკავშირებით ექსპერიმენტების ჩატარება უყვართ, სჯობს, არ იჩქარონ - ჯერ საამისო დრო არ დამდგარა

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

დღეს საქმიან სფეროში ყველაფრის მიმართ სერიოზული იყავით. არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღოთ ნაჩქარევად, არ შეცვალოთ მკვეთრად გეგმები, შედეგები, შესაძლოა, კატასტროფული მიიღოთ. თქვენი სასიცოცხლო ენერგია მაღალია, მაგრამ დღე წინააღმდეგობებითაა სავსე, ამიტომ ფორტუნამ თავად არ იცის, რას მოგიმზადებთ. მაგრამ, დიდი ალბათობით, დღის უმეტეს ნაწილს ოჯახური და პირადი პრობლემების განხილვას მოანდომებთ. ასევე, დღეს შესაძლებელია თანხის მირება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ვარსკვლავები და პლანეტები თქვენთვის მოგებიანად არიან განლაგებული. მოულოდნელად მხარს დაგიჭერენ ისინიც კი, ვისი მოკავშირეებად ჩაწერაც არასდროს წარმოგედგინათ. კვლავ გაქვთ ოჯახური პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც უამრავი დრო და ფული სჭირდება. აჯობებს, თუ ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გახვალთ. ეს ტონუსს აგიმაღლებთ თქვენცა და თქვენს ახლობლებსაც.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

დღეს ქალი მორიელების დღეა. თქვენი მომხიბვლელობა შესაშურია. ეს მოიტანს სასარგებლო ნაცნობობას საქმიან სფეროში. ამ ნაცნობებს შორის, შესაძლოა, მძლავრი მფარველიც აღმოჩნდეს. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ახლო ურთიერთობებში უსიამოვნებები ელოდება. რჩევა ერთგულ და ახლო მეგობრებს ჰკითხეთ. რაც არ უნდა მოხდეს დღის განმავლობაში, საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ. მთლიანობაში დღე წარმატებით ჩაივლის, პრობლემები საქმიან სფეროში მოგვარდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის კარგი დღეა. ხართ მომხიბლავი, ენერგიული, გამჭრიახი. ყველას დარწმუნება შეგიძლიათ საკუთარ პოზიციებში. და მაინც, გარიგებების დადებისას ფრთხილად იყავით. საქმიან პარტნიორთან შესაძლებელია კონფლიქტი გაუგებრობების გამო. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დღეს უნდა მიიღოთ, რამდენჯერმე აწონ-დაწონეთ. დღის მეორე ნახევარს, სავარაუდოდ, პირად საკითხებს მიუძღვნით.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ეცადეთ, მოერიდოთ გუნდურ მუშაობას, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხვალისთვის გადაიტანეთ. არ მიიღოთ რისკიანი გადაწყვეტილებები საქმიან სფეროში, ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ გაძლევთ. ენდეთ მხოლოდ კარგად ნაცნობ, დროთა განმავლობაში გამოცდილ ადამიანებს. დღის მეორე ნახევარში პროფესიული წარმატება გელოდებათ. პარტნიორთან ურთიერთობებში ჰარმონია დაისადგურებს.

ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო
როგორი სიყვარული შეუძლიათ ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

დღეს კარგი იქნება, თუ განვლილ ცხოვრებაზე დაფიქრდებით. შესაძლოა, რაღაც ახალს მიხვდეთ. დააკვირდით ყველაფერს, რაც დღეს ხდება - მიაქციეთ ყურადღება მინიშნებებს. მიხედეთ საოჯახო საქმეებს, გააკეთეთ ოჯახისთვის სასარგებლო რამ. არ მისცეთ ემოციებს გონებაზე გამარჯვების უფლება. მოერიდეთ ახლობელ ადამიანთან უხეშობას. იყავით მშვიდი და გაწონასწორებული.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღეს სწორედ რომ დადგა დრო, შეუდგეთ დაგეგმილი საქმიანი პროექტის განხორციელებას, რომლისთვისაც აქამდე ვერ მოიცალეთ. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ წარმატების გარანტი თქვენი ძალიან ახლობელი ადამიანები გახდებიან. მთლიანობაში ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გააფართოვოთ საქმიანობის სფერო და მიღებული გამოცდილება სწორად გაიაზროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0