დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 სექტემბერი

CC0 / Pixabay / სახლები გორაკზე
სახლები გორაკზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

კარგი დღეა პიკნიკის, ლაშქრობისთვის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის, შემოქმედებისა და მეცნიერული საქმიანობისთვის. დღეს შემთხვევითი ნაცნობობა, შესაძლოა, მტკიცე რომანში გადაიზარდოს. შესაძლოა, კარგი სიახლე გაიგოთ, რომელიც ცხოვრები ახალ გზაზე გაგიყვანთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, შესაძლებელია მსუბუქი დეპრესია.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღეს შეძლებთ, ობიექტურად შეაფასოთ წინა საქმიანობის შედეგები. დღევანდელი დღის მოვლენები შეიძლება თქვენ სასარგებლოდ შემობრუნდეს. მთავარია, გწამდეთ საკუთარი თავის, გამარჯვების და ამ შემთხვევაში წინ ვერაფერი აღუდგება შესანიშნავ შედეგებს პროფესიულ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში. ასაკოვანმა კუროებმა ჯანმრთელობას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ძალზე მაღალია მამაკაცი ტყუპების სასიცოცხლო ძალები. შესაძლებლობების პიკზეა ინტუიცია, სექსუალური მომხიბვლელობა, ლიდერის თვისებები, თუმცა, ფრთხილად იყავით, შესაძლოა, თქვენს გზაზე მოშურნეების ქმედებებით გამოწვეული დაბრკოლებები გაჩნდეს. გაიძლიერეთ პოზიციები და თქვენ მხარეს გადმოიბირეთ ადამიანები. ქალი ტყუპები ურთიერთობებისგან დღეს მხოლოდ უარყოფით შედეგებს მიიღებენ, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ხანდახან მარტო დარჩენაც კარგია.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

არაერთმნიშვნელოვანი და წინააღმდეგობებით აღსავსე დღეა. დილიდან შეიძლება მომგებიანი კონტრაქტების დადება, წარმატებული მოლაპარაკებების გამართვა. დღეს განსაკუთრებით დამაჯერებელი ხართ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ გადაჭრათ გადაუდებელი საკითხები თქვენს პარტნიორებთან. დღის მეორე ნახევარში ძალები შემცირდება, მოსალოდნელია უსიამოვნო სიტუაციები. სჯობს, დაისვენოთ, თან, მარტომ.

ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

დღეს დიდი გამარჯვება გელოდებათ, მაგრამ ამის გამო ნუ გაამპარტავნდებით, გადაჭარბებით ნუ შეაფასებთ თქვენი და თქვენი თანაგუნდელების შესაძლებლობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წვრილ–წვრილი უსიამოვნებების ჭაობში ჩაეფლობით. პირადი ურთიერთობები ზედმეტი თავდაჯერებულობის და ასევე, არასაკმარისი სიმტკიცის გამო შეიძლება დაზარალდეს. მოსალოდნელია უსიამოვნებები ოჯახში, ამიტომ აჯობებს, თუ საღამოს სახლში არ გაჩერდებით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ძალზე საინტერესო დღეა. გრძნობთ საკუთარ მომხიბვლელობას. ეს მომატებული თვითშეფასება მხოლოდ წაგადგებათ, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და ხანდახან ზეციდან მიწასაც გადმოხედეთ. გარეგნულად რამდენადმე ცივი იერი გაქვთ. ეს ახლობლებმა, შესაძლოა, არასწორად გაიგონ და იფიქრონ, რომ მათი მოსმენა არ გსურთ. ამის გამო თქვენი ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს. გამოიჩინეთ ყურადღება თქვენთვის საყვარელი ადამიანების მიმართ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

წარმატებული დღეა ბიზნესისთვის. მიღებული წინადადებები საქმიან გარიგებაზე შეგიძლიათ, თამამად მიიღოთ. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ყველაფერი დაუყოვნებლივი შედეგით დასრულდება – ნაყოფს მოგვიანებით მიიღებთ. აუცილებლად მიიღეთ ახლობლების დახმარება. იფრთხილეთ: შესაძლოა, დაპირისპირება მოგიხდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანთან, ან მოულოდნელმა ინფორმაციამ გაგანერვიულოთ. თავი ხელში აიყვანეთ.

მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შეუძლიათ ღალატის პატიება

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

არცთუ მარტივი დღეა. გიხდებათ დაგეგმილის შეცვლა, მოულოდნელად ჩნდება პრობლემები, რომლებიც, რატომღაც, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ყველაფერი, რისი გაკეთებაც დღეს გიხდებათ, თქვენი ან თქვენი ახლობლების პირად ცხოვრებას უკავშირდება, ასე რომ, არ იჩქაროთ, არ გამოიჩინოთ ზედმეტი ემოციები, სხვაგვარად სიტუაცია ძალიან დაიძაბება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

კარგი დღეა თვითრეალიზაციისთვის. კარგად დაფიქრდით, რა საქმეს მოახმართ ძალებსა და უნარებს. სიმტკიცე გამოიჩინეთ თანხებთან დაკავშირებულ საქმეებში. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ და ეს კარგ ნაყოფს მოიტანს მომავალში, მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეთ. ოჯახსაც დაუთმეთ ყურადღება, მოაწესრიგეთ სახლი. ღამით კარგად დაისვენეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღეს გაგიჭირდებათ ახლობლებთან ურთიერთგაგების მიღწევა. მათი მხრიდან გელოდებათ სიუხეშე და თქვენი თვალსაზრისის მიღების სურვილის არქონა. წვრილმანის გამო შეკამათებას შეიძლება ნამდვილი ცუნამი მოჰყვეს, ასე რომ, დაიცხრეთ ემოციები და მეტი სიყვარული და მოთმინება გამოიჩინეთ. საღამოს უკვე დაგავიწყდებათ დილის „ქარიშხალი“ და დროს სიყვარულში, სინაზესა და თანხმობაში გაატარებთ. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანს. ეს ორივეს გჭირდებათ.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლები ხდებიან ყველაზე ხშირად პოპულარული

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღეს მთელი ძალების მიმართვა საკუთარი პრინციპების დაცვაზე მოგიწევთ. თქვენი ფანტაზია მთელი სიმძლავრით ამუშავდება, სასიცოცხლო ძალები სათანადო სიმაღლეზეა. დღეს რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი საბოლოოდ თქვენ სასარგებლოდ შემობრუნდება, თუმცა, ქალ მერწყულებს, შესაძლოა, სიყვარულში იმედი სასტიკად გაგიცრუვდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

საუკეთესო დღეა ახლის შეცნობისთვის, განათლებისთვის. შესაძლოა, ახლობლებმა თქვენს არცთუ წესიერ საქციელზე მიგითითონ – მზად იყავით, რომ კრიტიკა მშვიდად მიიღოთ. არ გაბრაზდეთ, არ მისცეთ ემოციებს უფლება, რომ კონფლიქტურ ვითარებამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, დღეს მეტი ყურადღება დაუთმოთ მოზარდ თაობას. ბავშვებთან ურთიერთობები ახალ ძალებს მოგანიჭებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0