კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 16–22 სექტემბრის პერიოდში

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა, მთლიანობაში, კარგი და სტაბილური იქნება. გაეცანით ასტროლოგების რჩევებს ამ კვირის შესაძლებლობების შესახებ ცხოვრების ყველა სფეროში

ზოდიაქოს ბევრ ნიშანს 16–22 სექტემბერის პერიოდში როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან სფეროში სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში მიენდეთ ინტუიციას და გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ.

ვერძი

ვარსკვლავები და პლანეტები სტაბილური და პროგნოზირებადი არიან. ამ კვირაში ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტით შეგიძლიათ დაკავდეთ.

კვირის ბოლოს სამუშაოზე პრობლემებია მოსალოდნელი, მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს დიდ უსიამოვნებებს არ შეგიქმნით. შაბათი და კვირა სასიამოვნო იქნება. უქმეებზე საუკეთესო გამოსავალია დასვენება და რელაქსაცია, რათა ძალები აღიდგინოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კურო

იღბალი ამ კვირაში კუროების თანმდევი იქნება, განსაკუთრებით 18 და 19 სექტემბერს, როდესაც პლანეტები აღმშენებლობითი იქნებიან. ეს იქნება მშვენიერი დღეები, რომელიც შეგიძლიათ მიუძღვნათ სიყვარულსაცა და საქმეებსაც. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ და არ უნდა იზარმაცოთ.

ხელსაყრელი დღე იქნება კვირაც, ასე რომ, კვირა პოზიტიურ ნოტზე დამთავრდება. ამ დღეს კარგად უნდა დაისვენოთ და პოზიტიურად განეწყოთ. ეს შემდეგ კვირაში წარმატების გარანტი იქნება. არ დაიგროვოთ გულში წყენა, აპატიეთ ადამიანებს.

ტყუპი

ამ კვირაში ურთიერთობებში მცირეოდენი კრიზისია მოსალოდნელი. პლანეტებს დიდი ხანია, განლაგება არ შეუცვლიათ, ამიტომ, შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ცხოვრება ნაცრისფერი და მოსაწყენი გახდა, მაგრამ ეს ასე არ არის. სტაბილურობას თავისი პოზიტიური მხარე აქვს, რომლის შეფასება ზოდიაქოს ყველა ნიშანს არ შეუძლია. თქვენ დინამიკა და აქტიურობა გჭირდებათ, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.

ასტროლოგები გირჩევენ, მიხედოთ ყოფით საქმეებს, სამუშაოს, საოჯახო მეურნეობას, სახლის დალაგებას. მთავარია, არავინ შეგიშალოთ ხელი, საკუთარი თვალსაზრისი არ მოგახვიონ თავს და თქვენში ეჭვები არ გააღვივონ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის პოზიტიური ენერგეტიკის პიკი შუა კვირა გახდება. 18 და 19 სექტემბერს პლანეტები ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებიან. ამისთვის მეტი მუშაობა და ნაკლები დასვენება მოგიწევთ. სამაგიეროდ, დასვენებას უქმეებზე მოახერხებთ და ცხოვრებაში მეტ პოზიტივს შემოუშვებთ.

თვალი ადევნეთ მოვლენებს, რადგან პლანეტების განლაგება მეტყველებს, რომ მალე თქვენს ცხოვრებაში რაღაც საინტერესო უნდა მოხდეს. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ცვლილებები სიყვარულში ან სამუშაოზე.

ლომი

ეს შვიდი დღე არაერთმნიშვნელოვანი იქნება ლომებისთვის. გექნებათ შეგრძნება, თითქოს თქვენი ცხოვრება ერთ ადგილზე დგას და არ იძვრის, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა, პლანეტებისა და ვარსკვლავების მიერ შექმნილი, რომლებიც ენერგეტიკული უძრაობის მდგომარეობაში იმყოფებიან.

ასეთ სტაბილურ დროს სამსახურში იოლია გადაწყვეტა რთული საკითხებისა, რომლებიც მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, გაგიჩნდეთ ახალი იდეები, მაგრამ ასტროლოგების რჩევაა, რომ მათი რეალიზება მოგვიანებით დაიწყოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა

ქალწული

ამ კვირაში შეიძლება ბევრი ნიშვნელოვანი მოვლენა მოხდეს, რომლებიც ან პრობლემების, ან რამე სფეროში ტრიუმფის მოახლოებაზე მიგანიშნებენ. ბედნიერება დამალული იქნება სასიამოვნო წვრილმანებში, ამიტომ ხშირად უნდა მიაქციოთ მათ ყურადღება.

ეს კვირა თქვენთვის შეიძლება გარკვეული გარდამავალი მომენტი გახდეს, როდესაც ვითარება ისე არ განვითარდება, როგორც ელოდებოდით. ეს შეიძლება იყოს ახალი სიყვარული, ახალი სამსახური, სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა, მოგზაურობა, საბედისწერო შეხვედრა. ძველი ცხოვრებისეული ტვირთი უკან დარჩება და ახალი კარი გაიხსნება.

სასწორი

სასწორი ერთ–ერთი ყველაზე მომხიბლავი და ქარიზმატული ნიშანია. თქვენ ყველაზე მეტად სასიყვარულო სფეროში გაგიმართლებთ. პლანეტები ძალზე აღმშენებლობითი, ძლიერი და სტაბილური იქნებიან მთელი კვირის განმავლობაში. ვისაც ჰყავს პარტნიორი, ყურადღება ვალდებულებებზე უნდა გაამახვილოს, ხოლო ვინც სიყვარულს ეძებს, მეტი ადამიანი უნდა გაიცნოს.

ძალზე მნიშვნელოვანი სახლის ენერგეტიკა, ამიტომ აუცილებელია მისი მოწესრიგება, თან, კვირის დასაწყისშივე. თუ რამე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ, უნდა დაასრულოთ. მნიშვნელოვანი საქმეების გადადებას ასტროლოგები არ გირჩევენ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ქალები, რომელთაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი

მორიელები, შესაძლოა, სამსახურში დიდ კონკურნციას წააწყდეთ. მარტოხელებისთვის კონკურენცია მოსალოდნელია სიყვარულშიც. თქვენი მოწონებული ადამიანი სხვასაც მოეწონება, ამიტომ ჭკვიანური სტრატეგია უნდა შეარჩიოთ.

საკუთარ თავზე ბევრი საქმისა და ამოცანის აღება არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ვერაფერი მოასწროთ. სჯობს, მოითმინოთ და მიმდინარე საქმეებს მიხედოთ, რადგან სასურველის მიღწევამდე სულ ცოტა დარჩა. ამ კვირაში ძალზე არასასურველია საქმეების დაუსრულებლად მიტოვება.

მშვილდოსანი

გარემოს შეცვლა განწყობის ამაღლებასა და იღბლის მოზიდვაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, სახლში ავეჯი გადაადგილოთ, შეიძინოთ დეკორის ახალი ელემენტები, ან რემონტი დაიწყოთ. ნებისმიერ სირთულესთან შეძლებთ გამკლავებას, თუ გუნდთან ერთად იმუშავებთ.

ასტროლოგები აცხადებენ, რომ ზოგიერთ საქმეში მოთმინება და ლოდინის პოზიცია გჭირდებათ. ზოგიერთი პრობლემა თავისთავად გადაწყდება, მაგრამ მთლიანად სასწაულის იმედიც ნუ გექნებათ. რა გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, არ ღირს მათი ვინმესთვის განდობა.

ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
ქალური მაგია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

თხის რქა

დადგა დრო, რომ მოსაწყენი რუტინისგან დაისვენოთ. დასვენება ყველა თხის რქას ესაჭიროება, რადგან მათ გზაზე დილემის წინაშე დადგომა შეიძლება მოუწიოს. დაღლილ მდგომარეობაში პრობლემის გადაწყვეტა ნამდვილად არ ღირს. არჩევნის სწრაფად და ეფექტურად გაკეთებაში საღი გონება, თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ.

პირველ რიგში, საჭიროა წერტილის დასმა იმ საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად გაწუხებთ. ასტროლოგები არ გირჩევენ მნიშვნელოვანი საქმეების სამომავლოდ გადადებას.

მერწყული

მერწყულები უნდა იყოთ ქედუხრელი, თამამი და მიზანსწრაფული, რადგან ამ კვირაში, შესაძლოა, მრავალი ახალი ვალდებულება და პრობლემა გაჩნდეს. ზოგიერთი პრობლემა ძალზე მარტივი იქნება, ზოგიერთთან დაკავშირებით კი „ტვინის გაცხელება“ მოგიწევთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი

თუ შეატყობთ თავს გადაღლას, ასტროლოგები გირჩევენ, საღამოები სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობებს, გართობას დაუთმოთ. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, მოდუნდით, გამოიცვალეთ გარემო. ძალიან ნუ გადაიღლებით.

თევზები

თევზები ნეგატიური ენერგეტიკის მქონე ადამიანებს უნდა მოერიდოთ. ეს სტაბილური კვირა იქნება, ყველაფერში სიმშვიდე, ზომიერება და ბალანსი დაისადგურებს. არ ღირს არც ზედმეტი მუშაობა და არც სიზარმაცე და უსაქმურობა. სიყვარულში კომპრომისები ეძებეთ.

თქვენთვის ახლა ძალზე საჭიროა ზომიერება, რადგან ნერვები და სტრესი იღბლიანობას ანგრევს. თუ ვინმე ახლობელთაგან დახმარებას შემოგთავაზებთ, უარი არ თქვათ. იდეალური დროა თანამშრომლობისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0