დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 სექტემბერი

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგეტიკა საკმაოდ დაბალ დონეზეა. პერიოდულად პრობლემები შეგახსენებთ თავს და ნაჩქარევი და დაუფიქრებელი მოქმედებებისკენ გიბიძგებთ. თავი შეიკავეთ ემოციებით ნაკარნახევი მოქმედებებისგან და ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. საუკეთესო გადაწყვეტილება დღეისთვის ადრე დასახული გეგმების შეჯამება იქნება.

წითელი მთვარე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც სავსემთვარეობა 14 სექტემბერს წარმატებას მოუტანს

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დასვენების, ახალი ცოდნის მიღებისა და ენერგეტიკული პოტენციალის აღდგენის დღეა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია პირადი ხასიათის პრობლემები, ხოლო ნებისმიერ უსიამოვნო ინფორმაციას დაძაბულობის ემოციურ აფეთქებამდე მიყვანა შეუძლია. ეცადეთ, დღე სუფთა ჰაერზე გაატაროთ, მოდუნდეთ. საღამოს არ არის გამორიცხული ურთიერთობების გართულება პატარა ნათესავებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღევანდელი დღის ასპექტები ხელს უწყობს ურთიერთობებს, გართობას, აქტიურ დასვენებას. ზოგიერთ თქვენგანს შემოქმედებითი აღმაფრენა ეწვევა. დღის მეორე ნახევარში უპრიანი იქნება სიფრთხილის გამოჩენა, განსაკუთრებით, თუ რემონტი ან სხვადასხვა სამუშაოს ჩატარება გაქვთ გადაწყვეტილი, რადგან მოსალოდნელია ტრავმები. ასევე, ყურადღება გმართებთ ფინანსებთან დაკავშირებით, რომ ხარჯები დაგეგმილს არ გადააჭარბოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

ძალზე ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების, საქმიანი კონტაქტების მოგვარებისა და ახალი ნაცნობობისთვის. სასიცოცხლო ენერგია და პირადი მომხიბვლელობა საკმაოდ მაღალ დონეზეა. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა ენერგიული ქმედებებისთვის ბიზნესში. შესაძლოა, გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან.

სავსემთვარეობა - Sputnik საქართველო
სავსემთვარეობა 14 სექტემბერს - როგორ იმოქმედებს, როგორ ვიმოქმედოთ

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

არაერთმნიშვნელოვანი დღეა, რომელიც, შესაძლოა, ძალზე დაძაბულიც აღმოჩნდეს. თქვენი ცხოვრების ემოციური და ფიზიკური შემადგენელი მცირდება, ამიტომ დღეს მოსალოდნელია სირთულეები პარტნიორებთან და ახლობლებთან ურთიერთობებში. დღეს ვარსკვლავების თანადგომის იმედი არ უნდა გქონდეთ. ეცადეთ, დრო მშვიდ ვითარებაში გაატაროთ, მოერიდოთ კონფლიქტებსა და უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღევანდელი პლანეტარული ასპექტი წარუმატებელია თქვენთვის. დიდი ალბათობით, მამაკაც ქალწულებს ელოდება მოვლენა, რომელიც პირად ცხოვრებაში ჩამოყალიბებული ვითარების ხელახლა გააზრების აუცილებლობის წინაშე დააყენებს მათ. შესაძლებელია ურთიერთოების გამწვავება ახლობელ ადამიანთან არაკეთილმოსურნეების ცილისწამების ან ტყუილის გამო. ქალი ქალწულები კი, შესაძლოა, წინა დღის საქციელის გამო თავდასხმებისა და ბოროტი ხუმრობების სამიზნე გახდნენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობაში ინიციატივის გამოჩენის, შემოქმედებითი შრომის, ფინანსური ოპერაციებისთვის. საქმიანობის სფეროს გაფართოებასა და ახალი პროექტებთან დაკავშირებული შეხვედრები და მგზავრობა სასურველ შედეგს მოიტანს. წარმატებული იქნება ადმინისტრაციულ სტრუქტურებში მიმართვა. დღევანდელი დღის პოტენციალი სულიერ გარდაქმნასა და ზნეობრივ სრულყოფილებასთან არის დაკავშირებული. ყურადღება მიაქციეთ გვერდით მდგომ ადამიანებს, მათ თქვენი ყურადღება ესაჭიროება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე დღეა. ძალზე საეჭვოა რამე ჩანაფიქრის განხორციელება. მამაკაცი მორიელები უნდა მოემზადონ დაბრკოლებებისთვის საქმეებში, ასევე, ურთიერთობებში არასასიკეთო გამოვლინებებისთვის. არ უნდა იმოქმედოთ ჯიუტად, განსაკუთრებით, თუ ახალი გეგმები დაუყოვნებლივ შედეგებს არ მოიტანს. ქალი მორიელებისთვის კი რჩევა ასეთია: არ ჩაერიოთ სხვის კამათში და არ დანიშნოთ შეხვედრები მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღევანდელი დღის იღბლიანი გარემოებები ხელს უწყობს სულიერ და შემოქმედებით ზრდას. კარგი დროა ოჯახში ურთიერთობების განვითარებისა და გამტკიცებისთვის, ცვლილებებისთვის პირად ცხოვრებაში, დაქორწინების გადაწყვეტილების მიღებისთვის. დიდი ალბათობით, შეძლებთ ოჯახში რამე მტკივნეული საკითხის მოგვარებას. თუ ბავშვი გყავთ, დაუთმეთ მას ცოტაოდენ მეტი დრო, სწორედ ახლა სჭირდება მას თქვენი დახმარება. მოვლენების ჯანსაღი შეფასება და კრეატიულობა ნებისმიერ არასტანდარტულ სიტუაციასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. დღის დასაწყისი ძალზე არახელსაყრელია ურთიერთობებისთვის ახლობლებთან და მეგობრებთან. მოერიდთ მკვეთრ გამონათქვამებს, საუბარს ემოციურ ტონებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია, შესაძლოა, ძალიან გამწვავდეს. დღეს აჯობებს, თუ მოერიდებით რომანტიკულ თავგადასავლებს, რადგან მომავალში ამას, დიდი ალბათობით, არასასურველი შედეგები მოჰყვება.

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

მერწყულებისთვის კარგი, მოვლენებით მდიდარი დღეა, რომელიც შედეგად სულიერ წინასწორობას, სიმშვიდეს, ასევე მატერიალური მდგომარეობის გამტკიცების ხერხების მიგნებას მოიტანს. დიდი ალბათობით, მოახერხებთ საქმიანობის სფეროს გაფართოებას, შემოსავლების გაზრდის წყაროს მიგნებას. მაგრამ არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ნაჩქარევად. მოერიდეთ არაკეთილმოსურნეების მხრიდან ჭორების სამიზნედ გახდომას. საღამოს მარტო ნუ გაისეირნებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღეს, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია უკუსვლა კომერციულ საქმიანობაში და შემოქმედებით სფეროში. მიღებული ინფორმაცია, რომელიც მოქმედებებისკენ გიბიძგებთ, შესაძლოა, ფინანსური დანაარგების წყარო აღმოჩნდეს. სჯობს, თუ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დღეს არ გადადგამთ. ყურადღებით დააკვირდით სიტუაციას და ენდეთ ინტუიციას. პარტნიორებთან და ახლობლებთან ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი და დაჟინებული.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0