დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 სექტემბერი

CC BY 2.0 / Damian Gadal / Aloneსანაპიროზე
სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ზედმეტი თავდაჯერებულობისა და იმპულსურობის გამო, შესაძლოა, დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ. შესაძლებელია, რომ დღეს მოულოდნელად საქმიანი წინადადება შემოგთავაზონ. უეცარი სიახლე თქვენს საქმეებში ქაოსს შეიტანს და დასახული გეგმების განხორციელებას შეუშლის ხელს. შეყვარებულებს შორის შესაძლებელია ჩხუბი, ხოლო ოჯახურ ურთიერთობებში - გაუგებრობები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

კუროებს საკმაოდ დაძაბული დღე გელოდებათ. მოსალოდნელია კონფლიქტები გარშემომყოფებთან. ისე, როგორც არასდროს, ამტანი და მომთმენი უნდა იყოთ. შესაძლოა, სწორედ დაუფიქრებელი გამონათქვამებისა და ზედმეტი ემოციურობის გამო გარედან თავდასხმების ობიექტი გახდეთ. თქვენი საქმიანობის შედეგებზე გავლენა შეიძლება იქონიოს პარტნიორების მხრიდან საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობამ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

ეს დღე ტყუპებისთვის ხასიათდება მელანქოლიით, უნაყოფო მოლოდინებითა და აუხდენელი ოცნებებით. მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება ან ემოციური სტრესი. უნდა მოერიდოთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას, ელექტროხელსაწყოებთან ურთიერთობებს. ნუ ეცდებით ექსპერიმენტების ჩატარებას, დღეს ვარსკვლავები გირჩევენ მხოლოდ იმ საქმეების გაკეთებას, რომლებშიც ყველაზე კარგად ერკვევით.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა დასვენების, დაფიქრების, გასული დღეების ანალიზის, ასევე, გასართობი ღონისძიებებისთვის. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, არ გადაიტვირთოთ თავი ზედმეტად, რადგან ეს, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს. დღეს მოსალოდნელია რამე ახალი ინფორმაციის გაგება, რომელიც შეიძლება ან უარყოფითი იყოს, ან დადებითი.

ვარსკვლავური სისტემა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშანი, როგორც სტიქიური უბედურება

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ლომებისთვის ეს დღე ოპტიმისტური იქნება, წარმატებული ბევრ საქმეში. მოსალოდნელია ჰარმონიული ურთიერთობები, ხელსაყრელი მოვლენები კარიერული ზრდისთვის. ახალი იდეები და წინადადებები თქვენი მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩება და საბოლოოდ კარგ შედეგებს მოიტანს. გულუხვობა და დიდსულოვნება თქვენ მხარე ბევრ მოკავშირეს გადმოიყვანს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

დაძაბული დღეა, არცთუ წარმატებული. მიუხედავად ბოლო ხანებში გაზრდილი საქმიანი აქტიურობისა, თქვენი მატერიალური მდგომარეობა ძველ დონეზე რჩება. შეხვედრები პარტნიორებთან და პირადი ურთიერთობები მხოლოდ იმედგაცრუებას ადა ცრუ იმედებს მოიტანს. არ არის გამორიცხული, რომ ემოციები გამძაფრდეს, ზოგადო მდგომარეობა გაუარესდეს და დღე პესიმიზმითა და შესაძლოა, დეპრესიითაც დასრულდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღეს არსებულ ვარსკვლავურ მდგომარეობას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები. ყველა საქმის წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენს ამტანობასა და ჯანსაღი აზროვნების უნარზე. ცხოვრება გამოცდას გიწყობთ ამპარტავნებაზე და ადამიანების მიმართ ყურადღების გამოჩენის უნარზე. იყავით თავშეკავებული ადამიანების მიმართ. რთული დღეები ყველას აქვს, მაგრამ მისი ღირსეულად გადატანა ყველას არ შეუძლია.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღე აქტიური ბრძოლისა და საკუთარი პრინციპების დაცვის ნიშნით ჩაივლის. დილით კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისთვის, კომერციული გარიგებებისა და ძვირფასი ნივთების შეძენისთვის. დღის მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია შეცდომების დაშვება, დაძაბული ვითარებები, რომლებიც დიდი ძალასა და ენერგიას მოითხოვს თქვენგან. ამ პრობლემებთან გასამკლავებლად კრიტიკულად შეხედეთ საკუთარ ქმედებებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გონივრულობასა და ძალების კონცენტრირების უნარს. შეგიძლიათ წარმატებით მოახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება. იღბალი თქვენი თანმდევი იქნება ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებში. პროფესიულ ასპარეზზე აჯობებს, თუ ძველ მეთოდებს გამოიყენებთ და არ გარისკავთ. არ არის საჭირო ასევე ნოვატორობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ემოციური თვალსაზრისით არაერთმნიშვნელოვანი დღეა. აისახება წინა დღეებში დაგროვებული დაძაბულობა, დაღლილობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობებს ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან, რათა აღკვეთოთ მათი მხრიდან ეჭვიანობისა და შურის გამოვლენა. თუ მოინდომებთ, საზოგადოებაში გაიბრწყინებთ თქვენი ენაკვიმატობით. კარგი დღეა საყიდლებზე წასვლისთვის.

ფრანები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს და რომელ სფეროში ელოდება წარმატება სექტემბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

პლანეტების განლაგება დღეს ხელსა შეუწყობს თქვენში ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. კარგი დღე ოჯახური კერის მოწყობისა და სახლის მოწესრიგებისთვის. ახლობლებთან ურთიერთობებში უსიამოვნებები მოსალოდნელი არ არის. საღამოს ოჯახის წევრები თქვენგან მტკიცე ნაბიჯებს მოითხოვენ - მოუწყვეთ მათ ოჯახური ზეიმი და გამოიჩინეთ მათ მიმართ ყურადღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე დღეა. თქვენი სულიერი მხარე გარე სამყაროზე სარკესავით აისახება. დააკვირდით მინიშნებებს და ეცადეთ, სწორად გააანალიზოთ ისინი. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალზე სხვაგვარი შეხედულება ჩამოგიყალიბდეთ. არ ისაუბროთ საკუთარ გეგმებზე, ასე მხოლოდ არაკეთილმოსურნეების ყურადღებას მიიქცევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0