კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 9-15 სექტემბერის პერიოდში

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იწყება ახალი კვირა, რომელიც ზოგს პრობლემებს, ზოგს კი გამარჯვებებს მოუტანს. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპით, რა ელოდება ამ კვირაში ზოდიაქოს თქვენს ნიშანს

ამ კვირაში ყველაზე მეტად ზოდიაქოს რომანტიკულ ნიშნებს გაუმართლებს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ მთელი კვირა ხელსაყრელი დრო იქნება მეორე ნახევრის საძებნელად. ასევე არის შანსი, რომ მოგვარდეს და ახალ დონეზე გადავიდეს უკვე არსებული ურთიერთობები. სამუშაო სფეროში ვითარება ნაკლებად პროგნოზირებადია.

ვერძი

ვერძებს, შესაძლოა, მიზნისკენ სწრაფვის სურვილი გაგიქრეთ. გახდებით უფრო მგრძნობიარე, ნერვული. ეს განსაკუთრებით ეხება შაბათს, როდესაც პლანეტები და ვარსკვლავები ძალიან აქტიური და არაპროგნოზირებადი იქნებიან. ასეთ პირობებში აჯობებს, თუ არა ლოგიკის, არამედ ინტუიციის კარნახით იმოქმედებთ.

მზის ჩასვლა შრი-ლანკაზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება სექტემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

არ დაივიწყოთ დასვენება. რაღაც უსიამოვნო მოვლენებმა, შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დადგა. ყველაფრის გადალახვას შეძლებთ, უბრალოდ, ცოტა მოთმინება გჭირდებათ.

კურო

კუროებს შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, გაზარდოთ შემოსავლები, წარმატებებს მიაღწიოთ სამუშაოსა და ბიზნესში. წარმატებების შანსი განსაკუთრებით მაღალი იქნება პარასკევსა და შაბათს. შაბათს ასტროლოგები საყიდლებზე წასვლას გირჩევენ, ასევე, სამომავლო გეგმების დაწყობას.

მთლიანობაში, მშვიდი და ზომიერი კვირა გელოდებათ, რომელიც სავსე იქნება სასიამოვნო მომენტებით, ახალი შესაძლებლობებით, პოზიტივითა და წარმატებებით. უსიამოვნებებია მოსალოდნელი ორშაბათს, მაგრამ ეს ნორმის ფარგლებში იქნება და პრობლემებს მალე მოაგვარებთ.

ტყუპი

ტყუპებს ამ კვირაში ბევრი წარმატება გელოდებათ. 9-13 სექტემბერს პლანეტები ძალზე აღმშენებლობითი და პოზიტიური იქნებიან. ეს მოგცემთ საშუალებას, სათანადოდ იმუშაოთ, გამოიცვალოთ გარემო, იპოვოთ ახალი გასართობი. უქმეებზე ვარსკვლავების ენერგეტიკა უფრო ზომიერი იქნება, ამიტომ, სჯობს, დრო მეტ დასვენებას დაუთმოთ.

პეპელა - Sputnik საქართველო
შემოდგომის „ბედის ნებიერები": ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ შემოდგომაზე გაუმართლებს

თუ გზაზე რაღაც პრობლემები შეგხვდათ, არ შეშინდეთ - მათ მალე მოაგვარებთ. ახალი მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია, რომ თავს კომფორტის ზონიდან გასვლა აიძულოთ. მთავარია, ამ კვირაში კარგად, დეტალურად მოიფიქროთ მომავალი კვირის გეგმა.

კირჩხიბი

მცირეოდენი საფრთხე მოგელით ადამიანებისგან, რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილი. უნდა ისწავლოთ უარყოფითი ენერგეტიკის მქონე ადამიანებისგან თავის დაცვა. პლანეტები და ვარსკვლავები თქვენი მტრების გააქტიურებას შეუწყობენ ხელს. ომის მოგების საუკეთესო საშუალებაა მისი დაწყების თავიდან აცილება. ყველა პროვოკაციას სიმშვიდით უნდა უპასუხოთ.

სიტუაცია პარასკევს დასტაბილურდება. დამშვიდდებიან არაკეთილმოსურნეებიც, ისინი მიხვდებიან, რომ მათ მოქმედებებს შედეგები არ მოაქვს. ფინანსურ და სასიყვარულო სფეროებში სერიოზული ცვლილებები გელოდებათ. არასდროსაა ზედმეტი თვითანალიზი, განსაკუთრებით ისეთ პერიოდებში, როგორიც ახლაა.

ლომი

კვირა ფინანსური კუთხით საკმაოდ პროდუქტიული და წარმატებული იქნება. ნებისმიერი ნეგატივის დაძლევაში ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები

დროა, შინაგანად შეიცვალოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველთვის მართალია. ხანდახან არჩევნის გაკეთებაა საჭირო, რომლის შედეგად ვიღაც ნაწყენი დარჩება. ამ კვირაში ყველასთვის კარგ ადამიანად დარჩენა ვერ მოხერხდება. უნდა შეეგუოთ იმას, ზოგიერთი ადამიანი თქვენზე ნაწყენი დარჩება.

ქალწული

კვირის საუკეთესო დღეები ქალწულებისთვის 9 და 13 სექტემბერი გახდება. ამ დღეებში შესაძლებელია დიდი და სასიამოვნო ცვლილებები საქმიან სფეროში, მოიმატებს იღბლიანობა, ამაღლდება მოტივაცია და ენთუზიაზმი.

კარგი კვირაა ფინანსური ოპერაციებისთვის. შეიძლება ვალის გაცემა და აღება, ძვირადღირებული ნივთების შეძენა, შემოსავლის ახალი წყაროების ძებნა. გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიიღოთ, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი და ცივი გონება. სასიყვარულო სფეროში გაუმართლებს მათ, ვინც საყვარელ ადამიანს აქტიურად ეძებს.

სასწორი

ამ კვირაში ახლობლებსა და მეგობრებზე უფრო მეტს იფიქრებთ, ვიდრე საკუთარ თავზე. სხვისი პრობლემების მოზიდვა ცუდად აისახება თქვენს იღბალსა და წარმატებაზე, ამიტომ აჯობებს, თუ პირველ რიგში საკუთარ თავზე იფიქრებთ და შემდეგ სხვებზე - ზომიერ ეგოიზმში ცუდი არაფერია.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როდის და რატომ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები

ვარსკვლავები თქვენს მგრძნობელობას გაზრდიან, განსაკუთრებით პარასკევს, 13 სექტემბერს. უქმეებზე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, რადგან ვარსკვლავები კვლავ პოზიტიური გახდებიან. 14 და 15 სექტემბერს დაკავდით სასიამოვნო საქმეებით, დაისვენეთ სათანადოდ. კარგი დროა, რომ განაახლოთ გარდერობი, შეიცვალოთ იმიჯი.

მორიელი

არცთუ მარტივი კვირა გელოდებათ. მნიშვნელოვანია, რომ დილა პოზიტიურად დაიწყოთ, ეს თავს უფრო ბედნიერად გაგრძნობინებთ და წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ. ასტროლოგების რჩევაა, რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ ყველა საკითხში, რათა შემდეგ შეცდომების გამოსწორებაზე არ დახარჯოთ დრო.

მოერიდეთ რისკებს და არ დახარჯოთ ზედმეტად ფული - ეს რჩევა ყველა მორიელს ეხება. არ ჩაებათ ავანტიურაში და არ დაკავდეთ იმ საქმეებით, რომლებიც არ მოგწონთ. ყოველი სამუშაო დღის შემდეგ სრულფასოვნად დაისვენეთ, ამიტომ საღამოობით არაფერი დაგეგმოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები და პლანეტები ახლა კარგ განლაგებაში იმყოფებიან. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია ფინანსური საქმეებისა და მუშაობისთვის. მოსალოდნელია თანხის მიღება. ფინანსური ტრიუმფის მისაღწევად მეტი მუშაობა მოგიწევთ, არ დაიხიოთ უკან.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

ასეთივე გეგმა უნდა გქონდეთ სიყვარულის სფეროშიც. მცირეოდენ ეჭვსა და შიშს წარუმატებლობა და ნეგატიური დაპროგრამება მოაქვს, ამიტომ სჯობს, გწამდეთ საკუთარი თავისა და გამარჯვების. არ მოუსმინოთ გარშემომყოფებს, რომლებსაც თქვენი ქარიზმისა და მომხიბვლელობის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლიათ.

თხის რქა

თხის რქებს ამ კვირაში წარმატებები გელოდებათ. ყველაზე ხელსაყრელი დღეა ორშაბათი. ამ დღეს ბევრი საინტერესო რამ შეიძლება მოხდეს. ბევრი რამ გახდება ახალი გამარჯვებისა და პოზიტიური ცვლილების საფუძველი ცხოვრების ყველა სფეროში.

ყველაზე დიდი საფრთხე გელით საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანებისგან. მათ არ შეუძლიათ სიყვარულისა და პატივისცემის გამომჟღავნება გარშემომყოფების მიმართ, ამიტომ მათგან დახმარებას რთულ მომენტებში ტყუილად ნუ დაელოდებით. გუნდში იმ ადამიანებთან ერთად გაერთიანდით, რომლებიც აფასებენ სხვის ინტერესებს და შეუძლიათ თანაგრძნობის, სითბოს გამოხატვა.

მერწყული

მერწყულებს ამ კვირაში განწყობის ხშირი ცვლა გელოდებათ. ეს განსაკუთრებით გაძლიერდება შაბათს, როდესაც პლანეტები განსაკუთრებით აქტიური იქნებიან. ეს უქმეებზე შინაგან დისკომფორტს მოიტანს. ამის გამო გაგიჭირდებათ ახალი ნაცნობობის გაბმა, ურთიერთობები. სჯობს, დაისვენოთ განმარტოებით, ან ძალიან ახლობელ ადამიანებთან.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ

ამ კვირაში აქტუალური გახდება ენერგეტიკული ვამპირებისგან თავდაცვა, რადგან მათი გავლენა თქვენზე გაიზრდება. ტოქსიკური ადამიანები და მანიპულატორები უკვე ორშაბათს გააქტიურდებიან. დიალოგში ისინი თქვენს მოვალეობის გრძნობებს შეეხებიან. სჯობს, ყველაფერზე დამოუკიდებელი მოსაზრება გქონდეთ, რომ მათ ანკესზე არ წამოეგოთ.

თევზები

ამ კვირაში ყველა საქმე ზომიერებასა და სიფრთხილეს მოითხოვს. სიჩქარე და რისკი არაფერ კარგს არ მოიტანს. ასევე, ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით მოსალოდნელია თქვენთვის ჩვეული რაღაც ცხოვრებისეული შეცდომების დაშვება; ასევე, გამოიკვეთება თქვენი ნეგატიური თვისებები. გაგიჭირდებათ კრიტიკის აღქმა.

ასტროლოგები გირჩევენ, ხშირად მიაქციოთ ყურადღება წვრილმანებს, თავი აარიდოთ გულგრილობასა და დაუკვირვებლობას. ნებისმიერ საქმეს საფუძვლიანად მოეკიდეთ და ამავე დროს, სიფრთხილით. კვირის დასაწყისში გარკვეული აპათია და სიზარმაცის შემოტევაა მოსალოდნელი, მაგრამ ეს კვირის ბოლოს უკვე გაივლის. უქმეები ხელსაყრელი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0