დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 სექტემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

წარმატებული დღეა. დილა სულიერ წონასწორობას, ამაღლებულ შრომისუნარიანობას მოგიტანთ, ხოლო საკითხებისადმი არატიპური დამოკიდებულება დადებით შედეგებს მოგცემთ. დღეს შესაძლებელია დაგეგმილის განხორციელება. იღბალი თქვენ გვერდით იქნება სარისკო საქმეებში. პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა გელოდებათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

არცთუ ხელსაყრელი დროა საქმეებში ინიციატივის გამოჩენისა და სასურველი შედეგების მიღწევისთვის შეუპოვრობის გამოჩენისთვის. დღეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ჩატარებული სამუშაოს შედეგების შეჯამება. არ არის გამორიცხული, რომ უსიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ, რა გაიძულებთ, თქვენთვის უჩვეულო და უინტერესო საქმეები გააკეთოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

ფიზიკური მდგომარეობის მხრივ არცთუ ხელსაყრელი დღეა. სუსტი სქესის წარმომადგენლებს დღეს, შესაძლოა, დაღლილობისა და გაღიზიანების გრძნობა გაუჩნდეთ. ეცადეთ, ძალიან ემოციური რეაგირება არ გქონდეთ ადამიანების შენიშვნებზე. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ იმით რაც ამ დროისთვის არის, არ ღირს მეტის მიღწევის მცდელობა – დღეს, სამწუხაროდ, თქვენი გეგმების განხორციელების დრო არ არის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

არ არის გამორიცხული მცირეოდენი უსიამოვნებები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. შეზღუდეთ სპირტიანი სასმელების მიღება და ყურადღება მიაქციეთ საკვებს, ასევე, თავი აარიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვებს. შესაძლებელია კონფლიქტი ახლობლებთან. ეცადეთ, ემოციები შეიკავოთ ახლობელი ადამიანების მიმართ. მათ ახლა მეტი ყურადღება და სიყვარული სჭირდებათ.

ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დღეს მზად არ ხართ, რომ სხვების მოსაზრებებს ანგარიში გაუწიოთ, ხოლო აგრესიის გამოვლინებასა და ლიდერობისადმი სწრაფვას გარშემომყოფებთან ურთიერთობების გართულება შეუძლია. სხვების შეხედულებებში მხოლოდ მცდარი მოსაზრებების დანახვა, შესაძლოა, თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაში პრობლემების წყარო გახდეს, ასევე, გააფუჭოს ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის, ყველაფერი ხელს შეუწყობს თქვენი პირადი ავტორიტეტის ზრდასა და პოპულარობას. მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში ახალი მფარველებისა და პარტნიორების გამოჩენა, რომლებიც დასახული გეგმების რეალიზებაში დაგეხმარებიან. დღეს ხელსაყრელი იქნება ასევე სასიყვარულო სფეროში ურთიერთობებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

კარგი დღეა, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის მიღებასა და მის ანალიზთან, ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ეჭვების გადალახვასთან. დიდი ალბათობით, გაგიმართლებთ ფინანსურ საკითხებში, კარგი დღეა საყიდლებზე წასვლისთვის. მიუხედავად ამისა, მაინც მზად უნდა იყოთ კოლეგებისა და ხელმძღვანელების მხრიდან არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებისთვის, ასევე, მოშურნეების გამოჩენისთვის.

პატარძალი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში: „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ - არა"

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ხელსაყრელი, აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომელიც და გეხმარებათ საქმიანობის სხვადასხვა სფეროში საკუთარი უნარების გამოვლენაში. დღეს სათანადო სიმაღლეზე იქნება თქვენი ლიბერალიზმი, სასიცოცხლო პოტენციალი. კარგი დღეა სასამართლო საქმეებისთვის, პროფესიული საკითხების გადაწყვეტისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

წინა პლანზე გამოდის საქმიანი აქტიურობა, კრეატიულობა, რამაც კარგი შედეგები უნდა მოიტანოს. დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ცვლილებების საწყისი გახდება, გაზრდის წარმატებების შანსებს. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა. ბარსკვლავების განლაგება იმგვარია, რომ ქალ მშვილდოსნებს რომანტიკული გატაცების ძალიან ახლო ფინალი ელოდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღეს, მიუხედავად ყველაფრისა, შეძლებთ ყველა იმ ყველა ოცნების განხორციელებას, რომლებსაც ამ ბოლო ხანებში ძალიან უფრთხილდებოდით. შესანიშნავად შეძლებთ კომერციულ საქმიანობისთვის თავის გართმევას, წარმატება გელოდებათ ნებისმიერ საკითხში, მაგრამ ეცადეთ, გონივრულობა არ დაკარგოთ. ასევე შეძლებთ პირადი საკითხების გადაწყვეტას.

მამაკაცი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე უიღბლო ნიშნები, ანუ ვინ მიიჩნევს თავს უბედურად?

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

მერწყულებისთვის არახელსაყრელი დღეა ბევრ ასპექტში. მოუთმენლობამ პარტნიორეთან და კოლეგებთან ურთიერთობბები შეიძლება გაართულოსარ არის გამორიცხული, რომ ამ დღის შეცდომებმა და წარუმატებლობებმა სამუშაო ასპარეზზე სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოთ და იმედი გაგიცრუოთ. დღეს არ დაგეგმოთ ბიზნესთან დაკავშირებით ახალი საქმეები – მათ, დიდი ალბათობით, განხორციელება არ უწერია.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღევანდელი ვითარებები ხელს უწყობს შემოქმედებით უნარების ზრდას. თუ დიდი ყურადღებით მოეკიდებით საქმეებს, ეს დიდი წარმატებების მიღწევის შანსს მოგცემთ. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან. გელოდებათ საკმაოდ ამბიციური მისწრაფებების განხორციელება, ძველი გეგმები სერიოზულ სტიმულს მიიღებს რეალიზებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0