დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 სექტემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს თქვენს აქტიურობას კოლეგები, სავარაუდოდ, ვერ გაიგებენ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითქმის არ არსებობს, რომ ვინმე შევიწროვდეს და თავისი ადგილი დათმოს. დღეს თქვენი მტერი საკუთარ თავში ეჭვების შეტანაა. აწიეთ ტავი და ამაყად გაიარეთ. საღამოს არ ღირს რომანტიკული შეხვედრის დანიშვნა, სჯობს, ოჯახის საქმეებს მიხედოთ, ან დრო ახლობლებთან გაატაროთ.

ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო
ყველაზე კაშკაშა და საბედისწერო ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

კეთილი დამოკიდებულება და ყურადღების გამოჩენა გარშემომყოფების მიმართ თქვენ წინაშე ნებისმიერ კარს გააღებს. ეცადეთ, ეს თვისებები დღევანდელი დღის ორომტრიალში არ დაკარგოთ. თამამად შეხვდით საქმიან პარტნიორებს, გამოიჩინეთ ინიციატივა. არ ჩათვალოთ, რომ ძალიან სარისკოა, რადგან რისკის გარეშე გამარჯვებაც არ მოდის. სჯობს, ალკოჰოლური სასმელებისგან დღეს თავი შეიკავოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

მთლიანობაში თქვენთვის კარგი დღეა. წვრილმანებზე რომ დრო უქმად არ დახარჯოთ, სჯობს, დღე დილითვე დაგეგმოთ. დღეს შეგიძლიათ ყველაზე უჩვეულო საკითხებს მიხედოთ, უმრავლეს შემთხვევებში წარმატება გელოდებათ. დღის მეორე ნახევარში, დიდი ალბათობით, ყოფითი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის, ზოგადად, ფინანსური საქმიანობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დღეს გეგმებისა და პროექტების განხილვა, სჯობს, სერიოზულად არ აღიქვათ, თუმცა, პარტნიორული ურთიერთობები პერსპექტივაში წარმატებას გპირდებათ. დღის წესრიგში დიდი მოგება და სასიამოვნო სიურპრიზები, და თუ ძალისხმევასაც გამოიჩენთ, ბევრის მიღწევა შეიძლება. მოსალოდნელია თანხის მიღება, გარშემომყოფები თქვენ მიმართ დიდი სიმპათიით იქნებიან გამსჭვალული.

მზის ჩასვლა შრი-ლანკაზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება სექტემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

ერთფეროვნება და რუტინული საქმეები ძალიან მოსაწყენია. დათრგუნულ მდგომარეობას დეპრესიის გამოწვევა შეუძლია. ეს რომ არ მოხდეს, გზას გაუდექით. თუნდაც ხანმოკლე მივლინება ან მოგზაურობა სტრესული ვითარებისგან გიხსნით. როცა დაბრუნდებით, მოქუფრული ცა გამოანათებს, თქვენს საყვარელ ადამიანსაც მოენატრებით. საღამოს ყოფაში ნუ გადაეშვებით, არამედ ეცადეთ, რომანტიკული განწყობა შეინარჩუნოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

შესაძლოა, ხელმძღვანელობამ დღეს თქვენი სიმტკიცეზე გამოცდა მოინდომოს. მზად იყავით, რომ ადეკვატური რეაგირება გქონდეთ ამაზე. შეგიძლიათ, ყველაფერს თავად გაართვათ თავი, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ შრომა მთელ გუნდზე გადაანაწილოთ. საღამოს საკუთარ თავს საჩუქარი მოუმზადეთ, წადით რესტორანში, ან სტუმრად ეწვიეთ ვინმეს. მეგობრული ატმოსფერო განწყობას გაგიუმჯობესებთ და გაგახარებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

რომანტიკულმა ურთიერთობებმა დღეს, შესაძლოა, ფიასკო განიცადოს. ბედი სიყვარულს გამოცდას უწყობს. შესაძლოა, პარტნიორთან ურთიერთობებზე ფიქრის შემდეგ იმედგაცრუება გეწვიოთ. დაივიწყეთ ძველი წყენები და იფიქრეთ ახალ გეგმებზე. საღამოს გამონახეთ დრო გულითადი საუბრისთვის. თქვენი გულწრფელობა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

თუნდაც ფიქრობდეთ, რომ მართალი ხართ, დღეს ხელმძღვანელობას არ შეეკამათოთ, მას თავისი დასკვნები უკვე გაკეთებული აქვს. სამაგიეროდ, დღეს სიყვარულში გაგიმართლებთ. შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. პაემანი საუკეთესოდ ჩაივლის. ასევე კარგი იქნება, თუ შეეხმიანებით მშობლებს, ნათესავებს, დაუთმობთ მათ ყურადღებასა და დროს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა გონებრივი შრომისთვის. საინტერესო აზრები აუცილებლად ჩაინიშნეთ. მოგვიანებით, როდესაც დაწერილს გააანალიზებთ, შესაძლოა, მოულოდნელი დასკვნები გააკეთოთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ხართ ძალზე მჭევრმეტყველი. თქვენი ორატორული ნიჭის წყალობით გარშემომყოფების ყურამდე ყველა აზრს მიიტანთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღეს განსაკუთრებით ეჭვიანი ხართ, ოტელო თქვენთან შედარებით ანგელოსია. თუმცა, ამ ეჭვიანობამ, შესაძლოა, ცხოვრებისეული გამოცდილება შეგძინოთ. ახლა თქვენთვის ყველაზე აქტუალურია სიყვარული. გამოჩნდა ძალზე საინტერესო ადამიანი, რომელიც თქვენ მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. დღეს მასთან შეხვედრაზე უარი არ თქვათ, ურთიერთობა ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო იქნება.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღევანდელმა ვითარებამ, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ორიენტირები შეცვალოს. დღეს ხელიდან არ უნდა გაუშვათ იღბალი და არ შეაშინოთ ის საკუთარი შეუპოვრობით. შეხვედრები მნიშვნელოვან ადამიანებთან მეგობრულ ატმოსფეროში ჩაივლის. საღამოს გააანალიზეთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან. თუ რამე სათანადოდ არ არის, იცოდეთ, რომ ამაში დამნაშავე ორივე მხარეა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

პოზიტიური ენერგიით სავსე დღეა. არის დიდი ალბათობა, რომ დიდი თანხა გამოიმუშაოთ, ხოლო რა გზას შეარჩევთ, ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. კომერციული უნარები პროფესიულ საქმიანობაშიც გამოგადგებათ. ყურადღებით იყავით და არ დაგავიწყდეთ გადასახადების დროულად გადახდა. თუ საღამოს ხალხმრავალ ღონისძიებაზე მოხვდებით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები თქვენ მიმართ გულგრილი ნამდვილად არ დარჩებიან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0