დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 სექტემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მოიწყვეთ დღეს სულის ზეიმი, მიმართეთ მთელი არსებით ბუნებას ან ხელოვნების შედევრებს. ძალების მოზღვავება ამით უზრუნველყოფილი იქნება, სასიცოცხლო ტონუსი ამაღლდება. საღამოს ოჯახში ორომტრიალის მაგვარი გელოდებათ - ბავშვები მიიჩნევენ, რომ უკვე დიდები არიან და აქეთ გაძლევენ რჩევებს, როგორ იცხოვროთ. თქვენგან მოთმინება და ამტანობაა საჭირო, სიტუაციის შემობრუნებას იოლად მოახერხებთ.

ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო
ყველაზე კაშკაშა და საბედისწერო ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

შეყვარებულების გულები უნისონში მხოლოდ რომანებში ძგერს, ცხოვრების პროზა კი იმგვარია, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს ტელევიზორთან უნდა ჯდომა, თქვენ კი სეირნობა. მგზნებარე მოვლენები, რომანტიკული თავგადასავლები ამ დღეს მღელვარესა და დასამახსოვრებელს გახდის. არ არის გამორიცხული სერიოზული ხარჯები, ვარსკვლავები არ გირჩევენ, ხელმომჭირნე და ძუნწი ადამიანის როლის თამაშს, ეს მოდური აღარ არის, ამიტომ იყავით ხელგაშლილი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

დღეს ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანეთ, შეიცოდეთ თქვენი ნერვული სისტემა. მიზეზის მოძებნა არ გაგიჭირდებათ. დღეს არ ღირს სახვალიოდ იმ საქმეების გადადება, რომლების გაკეთებაც დღეს შეიძლება. განსაკუთრებით ეს ეხება რომანტიკულ ურთიერთობებზე მიმართულ ძალისხმევას - იმოქმედეთ და ეს სამომავლოდ არ გადადოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი ხარჯები გელოდებათ, რაც დამატებითი ფინანსების ძებნას გაიძულებთ. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, რომ გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, რომელთან კავშირიც სარგებელს მოგიტანთ, ასევე მოაგვაროთ ახალი ურთიერთობები. დღეს საღამოს გრძნობებით ტკბობა და სიყვარულში მგზნებარე გამოტყდომა. არ გაუშვათ შანსი ხელიდან, სწორ გზას გული გიკარნახებთ.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 2-8 სექტემბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დღევანდელი დღის გარემოებები ვალების დაბრუნებას მოითხოვს, ასევე, შესაძლოა, მოგების გაყოფა მოგიწიოთ. თუ ვინმესთან გაქვთ პრეტენზია, სჯობს, ეს სასამართლოს გზით გადაწყვიტოთ. გახსოვდეთ, რომ ძუნწი ადამიანი ორჯერ იხდის. საღამოს კარგი იქნება, თუ სტუმრებს მოიწვევთ, ან თქვენ წახვალთ სტუმრად. საღამოს მარტო დარჩენა არასასურველია.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დიდია დღეს დაგეგმილის განხორციელების ალბათობა, მაგრამ ოჯახის წევრები და განსაკუთრებით, ბავშვები, თქვენგან დამატებით ყურადღებას მოითხოვენ. ყველაფერს ადვილად გადალახავთ, თუ ბუზს სპილოდ არ აქცევთ და არ გაიხსენებთ, თვითონ როგორ იქცეოდით ბავშვობაში. საყვარელ ადამიანთან კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად არასტანდარტული მიდგომა გჭირდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

რთული, მაგრამ ამავე დროს მოულოდნელი ნაცნობობითა და მაცდური პერსპექტივებით სავსე დღეა. ზოგიერთ თქვენგანს, შესაძლოა, პროფესიის გამოცვლის სურვილი გაუჩნდეს. ამ სურვილის რეალიზება რამე გატაცებაში ჯობია, ასე უფრო უსაფრთხოა. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი საოცრად მაღალია, მთავარია, სწორად გამოიყენოთ ის. წარმატება როგორც სამუშაო, ისე სასიყვარულო სფეროში გარანტირებულია.

მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

მორიელები საკუთარი ფანტაზიების ტყვეობაში აღმოჩნდებით, მაგრამ, ამავე დროს, ამ ფანტაზიებიდან რომელიმე შეიძლება ახდეს კიდეც. შესანიშნავი დღეა სიყვარულში გამოტყდომისთვის, თქვენი გრძნობები იმდენად ღრმაა, რომ ჯანსაღი აზრი ისვენებს. მაგრამ თქვენ წინაშე მდგარი საკითხები დეტალურ დამუშავებას მოითხოვს, ამიტომ ფიქრი მაინც მოგიწევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მშვილდოსანი

დღევანდელი დღის ასტროლოგიური პირობები მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. პრობლემები და საზრუნავი საკმარისი იქნება იმისთვის, მორალურადაც და ფიზიკურადაც დაიღალოთ. თუმცა, ასეთი ორომტრიალი ბევრ თქვენგანს მოეწონება კიდეც. თუ თქვენი ხელფასი არ გაკმაყოფილებთ, ხელმძრვანელობას პირობა არ წაუყენოთ და არ მოითხოვოთ დაწინაურება. ეცადეთ, სხვა სამუშაო ადგილი მოძებნოთ. განაახლეთ გარდერობი და ეწვიეთ სილამაზის სალონს - დროა, მომხიბვლელობა დაიბრუნოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

მოერიდეთ ჩხუბს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებულ დელიკატურობას მოითხოვს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან საუბარი. ამ დღეს საჭიროა ბევრი რამის პატიება და გაუმართლებს იმას, ვისაც ეს შეუძლია. ეცადეთ, დღეს ყველა ვალი დააბრუნოთ. საღამო კარგი დროა რომანტიკული და ინტიმური შეხვედრებისთვის.

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დროა, დაასრულოთ გაჭიანურებული საქმეები და ახალ გეგმებს მიხედოთ. საქმიან ასპარეზზე მომგებიანი შეთანხმებების დადებაა მოსალოდნელი. კორპორატიული საღამო ან რამე სადღესასწაულო ღონისძიება სასიამოვნო და მხიარული იქნება, მაგრამ ძვირი დაგიჯდებათ, ამიტომ აჯობებს, თუ თან ბევრ ფულს არ წაიღებთ. სასურველია, ვისაც გყავთ, საღამოზე მეორე ნახევარი წაიყვანოთ თან - პარტნიორი გახარებული იქნება, თქვენ კი ცდუნებებს აიცილებთ თავიდან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

დღეს არის შანსი, რომ კარგი ფული გამოიმუშაოთ, მაგრამ ცოტაოდენი მღელვარება მოგიწევთ. დღეს უნდა იფიქროთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. სერიოზული პრობლემების გადაჭრის გამო როგორც სამსახურში, ისე ოჯახში, შესაძლოა, გადაიღალოთ. საღამოს ყურადღებას ნუ მიაქცევთ მცირე წყენებს, ასევე, ნუ იქნებით გულგრილი ახლობლების მიმართ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0