ყველაზე საშიში ხუთი დღე სექტემბერში

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროლოგები საუბრობენ 2019 წლის სექტემბერში ხუთ ყველაზე საშიშ დღეზე და იმაზე, თუ რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და როგორ ვიმოქმედოთ ამ დღეებში

სექტემბერში ბევრს ელოდება ძალების დაქვეითება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ თვეში ხუთ დღეს - ეს დღეები უნდა დავიმახსოვროთ და მომზადებული შევხვდეთ მას, რათა იმედი არ გაგვიცრუვდეს და პანიკაში ან დეპრესიაში არ ჩავვარდეთ.

4 სექტემბერი - მერყეობისა და საკუთარ თავში ჩაღრმავების დღე

მზარდი მთვარე 4 სექტემბერს მორიელის ნიშანში იქნება. ასეთი შერწყმა მძლავრი დისჰარმონიით ხასიათდება. ის მოიტანს დესტრუქციული ენერგიის ამოფრქვევას. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდება მთვარის ასპექტი პლუტონთან. საუბარია სექსტილზე, რომელიც, თუმცა კი პოზიტიურია, მაგრამ ასეთ ვითარებაში შეიძლება პრობლემები მოიტანოს.

მზის ჩასვლა შრი-ლანკაზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება სექტემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამგვარი განლაგება ადამიანებში სენტიმენტალობის, ძლიერი მოდუნების პროვოცირებას მოახდენს, რაც ნეგატიურად აისახება მუშაობაზე, პროდუქტიულობაზე. მოსალოდნელია დილემის წინაშე დადგომა, არჩევნის გაკეთების აუცილებლობა, შიშებისა და კომპლექსების გაჩენა. ადამიანებისგან მოითხოვება ცივი გონება, თავშეკავებულობა.

9 სექტემბერი - ენერგეტიკული ქაოსის დღე

მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანში - ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ იღბალზე მინდობა არ შეიძლება. დედამიწის სტიქიის ენერგია, რომელიც მთვარისა და პლანეტების უმრავლესობის აქტიურობით არის გაჯერებული, იმის ნიშანია, რომ გაუგებრობები და ქაოსია მოახლოებული. ამ დღეს, სჯობს, არ დანიშნოთ არანაირი მნიშვნელოვანი შეხვედრა როგორც საქმიანი, ისე სასიყვარულო. რაც არ უნდა ლამაზად გამოიყურებოდეთ და რაც უნდა მომხიბლავი ჩანდეთ, რთული იქნება გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა. ამ დღეს ძნელი იქნება ადამიანების ნდობა.

სასიყვარულო და მეგობრულ ურთიერთობებში შესაძლებელია ეჭვიანობის გაძლიერება, ამან კი, შესაძლოა ჩხუბი გამოიწვიოს. ასტროლოგები გვირჩევენ, ახლობლებს მეტი თავისუფლება მივცეთ და მათ პირად სივრცეში არ შევიჭრათ.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

16 სექტემბერი - ძალების დაკარგვის დრო

ეს დღე სექტემბერში ყველაზე საშიშია, რადგან ორშაბათს ემთხვევა. კვირის პირველ დღეს ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების დაქვეითება ყოველთვის ცუდია. ამის მიზეზი კლებადი მთვარის ვერძის ნიშანში ყოფნაა. ასეთი შერწყმა ყოველთვის ნეგატიურად აისახება ძალების აღდგენაზე. ეს ნიშნავს, რომ დასვენება არ მოიტანს საჭირო შედეგებს. ასტროლოგები გვირჩევენ, 16 სექტემბერს ძალა ტყუილუბრალოდ არ დავხარჯოთ და სწორად გავანაწილო პრიორიტეტები.

23 სექტემბერი - სიზარმაცის, აპათიისა და ნეგატივის დღე

მზის სასწორის ნიშანში გადასვლის გამო ეს დღე ბევრად უფრო დამანგრეველი გახდება. ბევრი ადამიანი იგრძნობს ნეგატიური ემოციების მოზღვავებას. ცეცხლს ნავთს დაასხამს ის ფაქტი, რომ ეს კვლავ ორშაბათი იქნება - კვირის პირველი დღეს ადამიანებს, შესაძლოა, ახალი უსიამოვნო მოვალეობები დაემატოს.

ასეთ დღეებში მთავარია, ნეგატივი ახლობლებზე არ გადავანთხიოთ. ამ დღეს ჩხუბი, შესაძლოა, მთელი ცხოვრება შავ ზოლად გაგვყვეს და შავ ლაქად დარჩეს მეგობრობასა თუ სიყვარულში.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ძალზე რთული იქნება ამ დღეს მუშაობა. დაეცემა პროდუქტიულობა არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ მთელი საწარმოებისა და კომპანიების. ხელმძღვანელებმა უნდა იფიქრონ, რომ პერსონალმა თავისი ვალდებულებები მკაცრი რეჟიმით დაიცვას და გეგმას არ გადაუხვიოს.

28 სექტემბერი - ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანში

ძალზე საშიში დღეა, რადგან ახალი მთვარე ქალწულის თანავარსკვლავედში ადამიანებს აურევს გონებას, აიძულებს მათ არასწორი მიმართულებით სვლას, გაუჩენს განგაშის შეგრძნებას. ასეთ დღეებში ცხოვრების ბევრ სფეროში რეგრესია მოსალოდნელი.

ამ დღეს აზრი არა აქვს მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას, ბევრი ფულის დახარჯვას, დაპირებების მიცემას. ურთიერთობებში, საქმეში, სამსახურში თავდაცვითი პოზიციის დაკავება და დამკვირვებლის როლის მორგება სჯობს. საჭიროა სათადარიგო გეგმის შემუშავება, ასევე, საკუთარი პრინციპების დაცვა, ტაქტიანობის შენარჩუნება.

ყველა ახალი ამბავი
0