დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 სექტემბერი

CC BY 2.0 / Damian Gadal / Aloneზღვის სანაპირო
ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

საკმაოდ დაძაბული დღეა. უამრავი საქმე მოითხოვს თქვენს ყურადღებას და გიჭირთ გარკვევა, რომელი საქმეა ყველაზე პრიორიტეტული. მწვავედ რეაგირებთ შენიშვნებზე. სერიოზულ კონფლიქტებს მაინც აიცილებთ თავიდან, თუ საკუთარ ემოციებს არ აჩვენებთ გარშემომყოფებს. დღის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
როგორი დედამთილები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში ადვილია შეცდომის დაშვება სიტუაციის შეფასებისას, შესაძლოა, სასურველი სინამდვილედ მიიღოთ, გააკეთოთ არასწორი დასკვნები. დღის მეორე ნახევარი უფრო ხელსაყრელი იქნება საქმიანი და პირადი ურთიერთოებისთვის. გაგახარებთ შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. შესაძლოა, სასარგებლო რჩევებიც მიიღოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღის დასაწყისი ხელსაყრელი დროა ახალი საქმეების დასაწყებად. კარგად გაქვთ გაცნობიერებული, რისი მიღწევა გსურთ, რაზეა ყურადღების გამახვილება საჭირო. ადვილად ერკვევით რთულ საკითხებში, აკეთებთ სწორ დასკვნებს. დღის მეორე ნახევარში აჯობებს, თუ დატვირთვას შეამცირებთ, რომ შეუძლოდ არ შეიქმნათ. ურთიერთობებში ყურადღებით იყავით, ყველას არ ენდოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი გექნებათ, მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება. შეცდომების დაშვების ალბათობა, ფაქტობრივად, არ არის, მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. გაითვალისწინეთ, რომ გარშემომყოფები დიდი ინტერესით გაკვირდებიან. შესაძლებელია მოულოდნელი შემთხვევები, უცნაური მოვლენები, რომლებმაც, შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ, მაგრამ გვერდით მყოფნი დაგეხმარებიან რთული სიტუაციიდან გამოსვლაში.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი სიტყვა

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ხელსაყრელი დღეა. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ წუწუნი თქვენი საქმე არაა: რასაც აკეთებთ, მართლა გაინტერესებთ. შესაძლებლობა გექნებათ, დაამყაროთ სასარგებლო კონტაქტები. ბევრზე ახდენთ დადებით შთაბეჭდილებას. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მგზავრობისთვის. განწყობა გაუმჯობესდება, გაჩნდება თამამი გეგმები, უჩვეულო იდეები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

მსუბუქი და იღბლიანი დღეა. სწრაფად იპოვით მოკავშირეებს, თანაშემწეებს, რომლებსაც შეგიძლიათ, ყველაფერში ენდოთ. მოსალოდნელია ხანგრძლივი ნაყოფიერი თანამშრომლობის დაწყება. კარგად ჩაივლის მგზავრობა, რომელიც არა მხოლოდ ახალ შთაბეჭდილებებს, არამედ ახალ ნაცნობობასაც მოგიტანთ. დღეს დაწყებული ურთიერთობები სწრაფად განვითარდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

წარმატებული დღეა. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და ამით უნდა ისარგებლოთ, შეეჭიდოთ ახალ საქმეებს, დაიწყოთ მუშაობა მასშტაბურ პროექტებზე. კარგი იქნება, თუ გვერდით ადამიანებს დაიყენებთ და ერთად იმუშავებთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემების გადაწყვეტა, მომგებიანი შოპინგი.

მზის ჩასვლა შრი-ლანკაზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება სექტემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

დღე დაძაბულად დაიწყება. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ბევრი კამათი, უსიამოვნო საუბარი, რაღაც პრეტენზიები ძველი ნაცნობების მხრიდან. მოგიწევთ ძალისხმევის გამოჩენა სიტუაციის გამოსასწორებლად. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და გაჩნდება ადრე დასახული მიზნების განხორციელების შანსი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

არცთუ მარტივი დღეა. გაჩნდება ბევრი ახალი საქმე და ამოცანა, გიწევთ გეგმების სწრაფად და გზადაგზა შეცვლა. ხანდახან განერვიულდებით კიდეც, მაგრამ მშვიდი სახის შენარჩუნებას მაინც მოახერხებთ. თქვენი თვითკონტროლი გარშემომყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს, მათ შორის შეიძლება გავლენიანი ადამიანებიც იყვნენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

რთული დღეა, მაგრამ არცთუ ისე არასაიმედო. თუ გზაზე დაბრკოლებები გაჩნდა, არ დაიბნეთ, არ გაგიკვირდეთ, მათი გადალახვის გზები აუცილებლად გამოჩნდება. რაღაც იღბლიანი დამთხვევის წყალობით შეძლებთ მკვდარი წერტილიდან დაძვრას რთულ საქმეში. ამისთვის ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახს.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

ბევრი რამ გამოგდით კარგად, ექსპერიმენტები წარმატებულია, ხოლო არაერთმნიშვნელოვან საქმეებში სწრაფად პოულობთ მიზნისკენ მიმავალ გზას. შესაძლოა, შეიცვალოს გრძელვადიანი გეგმები, აშკარა გახდება, რომ ჩანაფიქრის განხორციელებამდე რამდენიმე პრობლემა უნდა გადაჭრათ, შეისწავლოთ ვითარება და სათანადოდ შეაფასოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ რამე მნიშვნელოვან საქმეზე იფიქროთ, მაგალითად, სამომავლო გეგმებზე. ხართ მაქსიმალურად გულწრფელი, რაც გარშემომყოფებთან ურთიერთობებში პრობლემების არიდებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია დაუგეგმავი ვიზიტები. შეიძლება სახლისთვის რამე ნივთის ყიდვა. ასევე, არ არის გამორიცხული საჩუქრების მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ყველა ახალი ამბავი
0