კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 2-8 სექტემბრის პერიოდში

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა მეტნაკლებად პოზიტიური იქნება ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის, თუმცა არის ზოგიერთი დღე, როდესაც სიფრთხილეა საჭირო.

შემოდგომის პირველი თვის პირველ კვირაში განწყობისა და ფსიქიკის გადაწყობა ხდება. გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, როგორი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა ამ კვირაში და როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს ნიშნებზე

ვერძი

თქვენთვის ნეგატიური ენერგიის წყარო მხოლოდ ირგვლივ მყოფი ადამიანები შეიძლება გახდნენ, რომლებიც თქვენში ეჭვებსა და შიშებს გააჩენენ. დანარჩენში სექტემბრის პირველი კვირა ვარსკვლავებისა და პლანეტების მშვიდი და ჰარმონიული ენერგეტიკის ეგიდით ჩაივლის, ამიტომ არ გაგიჭირდებათ საჭირო განწყობის შექმნა.

გელოდებათ შვიდი ზომიერი დღე, როდესაც შესაძლებელია ახალი საქმეების დაწყება, ოჯახზე ყურადღების კონცენტრირება. ბევრ თქვენგანს დიდი წარმატება ელოდება. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა, რუტინიდან თავის დაღწევა.

მზის ჩასვლა შრი-ლანკაზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება სექტემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კურო

3, 4 და 8 სექტემბერს არ გარისკოთ და ავანტიურაში არ ჩაებათ, ასევე, არ დაიწყოთ ახალი საქმეები. პლანეტების ენერგეტიკა ამ დღეებში ნეგატიური და დესტრუქციული იქნება, ამიტომ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს მიაქციეთ ყურადღება. დანარჩენ დღეებში შესაძლებელია დასვენება და იმის კეთება, რაც გაგახარებთ. მთავარია, ცხვირი არ ჩამოუშვათ და ნეგატიურ აზრებს არ აჰყვეთ.

სიყვარულის სფეროში დროა, რომ სიტყვებიდან მოქმედებაზე გადახვიდეთ, ხოლო სამუშაოზე ასტროლოგები გირჩევენ, ცივი გონება შეინარჩუნოთ. დრო დადგა, იმ საქმეს მიხედოთ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის. ცოტაოდენი ეგოიზმი არ გაწყენთ. მოსალოდნელია ეჭვიანობის „შემოტევები“, მაგრამ სჯობს, მეორე ნახევრის პროვოცირება არ მოახდინოთ.

ტყუპი

ტყუპებს მოტივაცია გჭირდებათ. ვარსკვლავების ენერგეტიკა ამაში დაგეხმარებათ. 3–დან 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მოსალოდნელია დადებითი მომენტები თქვენს საქმეებში – როგორც სამუშაოზე, ისე ამურულ საკითხებში. იდეალური დროა საყიდლებზე წასვლისთვის, გარემოს გამოცვლისთვის.

დაგჭირდებათ მეტი სიმტკიცე, საკუთარი თავის რწმენა და გამბედაობა. ასტროლოგები გირჩევენ, დაუგეგმავად შეცვალოთ რამე ცხოვრებაში, მაგრამ ისე, რომ სიფრთხილის გრძნობა არ დაკარგოთ, რადგან პლანეტების ზედმეტმა აქტიურობამ, შესაძლოა, პრობლემები გამოიწვიოს.

ფრანები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს და რომელ სფეროში ელოდება წარმატება სექტემბერში

კირჩხიბი

თქვენი ცხოვრების ძირითადი და მნიშველოვანი სფერო ფინანსები გახდება. ასტროლოგები გირჩევენ, ებრძოლოთ მავნე ჩვევებს, თვისებებს, რომლებიც სიღარიბის ტყვეობაში მყოფ ადამიანებს ახასიათებს. ნეგატიური ფიქრები და შიშები უნდა განდევნოთ და ოპტიმიზმის ტალღა შეინარჩუნოთ.

სასიყვარულო სფეროში შესაძლოა, დილემა გაჩნდეს, რომელსაც მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაუმკლავდეთ. გადაწყვეტილებების მიღებისას შეგიძლიათ, ინტუიციას დაეყრდნოთ. სამშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას აჯობებს, თუ მნიშვნელოვან საკითხებს არ გადაწყვეტთ. ასევე მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება.

ლომი

ლომებს კვირის ბოლოს, შესაძლოა, აპათია დაგეუფლოთ, მაგრამ დაღლილობის მოხსნაში და გონების გაწმენდაში პოზიტიური აზროვნება დაგეხმარებათ. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ სწორად შეაფასოთ ნებისმიერი ვითარება, გამახვილებული იქნება თქვენი ყურადღება, მეხსიერება, ამიტომ გაუგებრობების თავიდან აცილება არ გაგიჭირდებათ.

მთავარია, არავის მისცეთ ფუჭი დაპირება, ვალდებულებების შესრულებას კი კვირის დასაწყისშივე შეუდგეთ. დროა, სხვა ადამიანებზეც დაფიქრდეთ. ლომებს გამარჯვება გელოდებათ ყველა სფეროში, მაგრამ წარმატებების მისაღწევად შრომა მოგიწევთ.

ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
ახალმთვარეობა 30 აგვისტოს: რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე

ქალწული

პრაქტიკულად მთელი კვირა ვარსკვლავები ძალზე აქტიური და აღმშენებლობითი იქნებიან, მხოლოდ ორშაბათსა და კვირას არის საჭირო ცოტაოდენი სიფრთხილე. დანარჩენ დღეებში იღბალი ცხოვრების ყველა ასპექტში თქვენ გვერდით იდგება.

ასტროლოგები გირჩევენ, საქმეებში იაქტიუროთ. ფიზიკური შრომა და სავარჯიშოები აგრესიისა და განცდებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. წაგადგებათ სეირნობა სუფთა ჰაერზე, რომანტიკა, საოჯახო საქმეები, საყიდლებზე წასვლა. ასევე, ფიზიკურ აქტიურობასთან ერთად საჭიროა დასვენება, კარგი იქნება, თუ სადმე გაემგზავრებით.

სასწორი

ამ კვირაში საკუთარ თავში რაღაც ახალს აღმოაჩენთ, სრულიად უჩვეულო დადებით თვისებას. ვარსკვლავები რამდენადმე ნეგატიურად არიან განწყობილი, ამიტომ გარისკვა არ ღირს. სჯობს, მუხლჩაუხრელ შრომას ენდოთ. კვირის ყველაზე არაჩვეულებრივი დღეა შაბათი – გელოდებათ საჩუქრები.

დიდი პრობლემები შეიძლება მოიტანონ უარყოფითი ენერგეტიკის მქონე ადამიანებმა. ამას გარდა, ახლობლებმა და უბრალო ნაცნობებმაც კი თავიანთი სიტყვებით, შესაძლოა, თქვენი თავდაჯერებულობა შეარყიონ. მაგრამ ამას უნდა შეეწინააღმდეგოთ და საკუთარი წარმატების რწმენა შეინარჩუნოთ.

მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

მორიელი

ვარსკვლავები ძალზე სტაბილური არიან, მაგრამ ამის გამო, შესაძლოა, სიზარმაცე მოგეძალოთ. მაგრამ ასევე არ ღირს ძალიან აქტიურობაც და რაც მთავარია, ჩხუბსა და კონფლიქტებში ჩართვა. ამ დროს უმჯობესია, დამკვირვებლის როლი მოირგოთ. პრობლემების კატალიზატორი შეიძლება გახდეს რისკები და ავანტიურა, ასე რომ, სჯობს, მათ მოერიდოთ.

ამ კვირაში „უჩინარი“ უნდა გახდეთ, რომ ზედმეტი პრობლემები არ მიიზიდოთ. განწყობაზე დადებითად აისახება იმიჯის შეცვლა, ფიზიკური აქტივობა, მგზავრობა. ასეთ პერიოდებში კარგია, თუ პრობლემებს თავს აარიდებთ.

მშვილდოსანი

ამ კვირაში თუ მოახერხებთ ახალ ტალღაზე აწყობას, გაასუფთავებთ ცნობიერებას ნეგატიური პროგრამებისა და შიშებისგან, არის შანსი, რომ საბოლოოდ გათავისუფლდეთ ძველი პრობლემებისა და განცდებისგან. თვითანალიზი ცუდი არაა, მაგრამ თუ ამ პერიოდში ზედმეტად გაგიტაცებთ თვითკრიტიკა, ამან, შესაძლოა, თქვენი თავდაჯერებულობა შეარყიოს.

პლანეტები და ვარსკვლავები აამაღლებენ თქვენს ქარიზმას, მომხიბვლელობას, ამიტომ უფრო ადვილი იქნება სიყვარულის ძებნა. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ საყვარელ ადამიანს, საოჯახო საქმეებს. პრობლემების გადაჭრისას ასტროლოგები გირჩევენ, თანამიმდევრული და ფრთხილი იყოთ. ყველაფერს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით.

პეპელა - Sputnik საქართველო
სიყვარულის პლანეტა ქალწულის თანავარსკვლავედში: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

თხის რქა

ამ კვირაში ყურადღებიანი უნდა იყოთ ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ ირგვლივ ხდება. პრობლემებისგან გიხსნით ინტუიცია, წინათგრძნობა, პირადი გამოცდილება. გარშემომყოფების რჩევებმა თქვენს იღბალსა და წარმატებებზე, შესაძლოა, დესტრუქციული გავლენა მოახდინოს.

თუ იღბალმა მიგატოვათ, ერთადერთი ხსნა და გზა მის დასაბრუნებლად პოზიტიური აზროვნებაა. არავის აჩვენოთ, რომ უკმაყოფილო ხართ – ყველამ უნდა იფიქროს, რომ ყველაფერი წესრიგშია. სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ შრომისმოყვარეობა, სიფრთხილე და გაბედულება.

მერწყული

ვარსკვლავების არცთუ პოზიტიური გავლენა თქვენს მოტივაციაზე უარყოფითად აისახება. მაგრამ მდგომარეობის გამოსწორებაში დადებითი აზროვნება დაგეხმარებათ. ხშირად უთხარით საკუთარ თავს სასიამოვნო სიტყვები, გაამხნევეთ. ეს მერყეობისა და შიშებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

კვირის მთავარი თემა სიყვარული გახდება, ამიტომ ყუურადღების ფოკუსირება სწორედ ამ სფეროზე უნდა მოახდინოთ. თუ ბედნიერებას ვერ ჰპოვებთ, შეიძლება მოქმედებების გეგმის შეცვლა და საყვარელი ადამიანის რამე სხვა გზით ძიება. შესანიშნავი იქნება, თუ ოპტიმიზმს „მოიმარჯვებთ“ – ყველა იფიქრებს, რომ მერწყულები თავისუფალი ხართ ნეგატიური აზრებისგან და სწორ შთაბეჭდილებას მოახდენთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე.

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

თევზები

არცთუ წარმატებული კვირაა თევზებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, ფრთხილად გათვალოთ თითოეული ნაბიჯი – მხოლოდ ასე შეძლებთ ბალანსის შენარჩუნებას. ინტელექტუალურ და სამუშაო სფეროში, ასევე, საოჯახო საქმეებში შესაძლებელია საქმეების გართულება, გაუგებრობები. განსაკუთრებით საფრთხილო დღეებია 3–4 სექტემბერი და უქმეები.

დანარჩენ დღეებში კარგი იქნება, თუ საკუთარ თავზე იმუშავებთ. ფრთხილად იყავით გამონათქვამებში, ემოციებში. გარშემომყოფებმა, შესაძლოა, სწორად ვერ გაგიგონ და ამის გამო ახალი პრობლემები დაგემატოთ. ამ კვირაში გჭირდებათ გონივრულობა, სიფრთხილე. გარშემომყოფებს საკუთარ გრძნობებს ნუ აჩვენებთ.

ყველა ახალი ამბავი
0