დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 სექტემბერი

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დილითვე გადაწყვიტეთ. სწორედ ამ დროს იქნება მარტივი სიტუაციაში გარკვევა, საკუთარი ძალების შეფასება. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად იწყებთ ოცნებას და საქმეების რეალურ მდგომარეობას ნაკლებ ყურადღებას აქცევთ. მოსალოდნელია უთანხმოებები სამუშაოზე. ეცადეთ, საკუთარი თვალსაზრისი მაქსიმალურად მშვიდად შეაფასოთ, შეინარჩუნეთ საკუთარ თავზე კონტროლი.

მზის ჩასვლა შრი-ლანკაზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება სექტემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღის დასაწყისში რთული იქნება უთანხმოებების თავიდან არიდება; გამწვავდება ძველი კონფლიქტები, გადაწვეტილებების მიღება გართულდება. თანდათანობით ვითარება ნაკლებად დაძაბული იქნება და მოიმატებს ყურადღების კონცენტრირებულობა. შესაძლოა, იპოვოთ ფინანსური საკითხების წარმატებით გადაწყვეტის გზა. ინტუიცია გეხმარებათ საქმეების გადაწყვეტაში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

არცთუ მარტივი დღეა. სირთულეები ჩვეულებრივზე ხშირად ჩნდება, მაგრამ მათ გაუმკლავდებით. რთულ მომენტებში გშველით კრეატიულობა, სხვადასხვა იდეა. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა. ყურადღებას მოგაქცევენ ადამიანები, რომლებსაც აქამდე საკუთარი თავის მეტი არავინ აინტერესებდათ. კარგი  დღეა მგზავრობისთვის. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ის, ერთი მხრივ, ხსნის ახალ შესაძლებლობებს, გაძლევთ წარმატებების შანსს; მეორე მხრივ კი ხშირად გეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ მცირე უსიამოვნებებს, ნერვიულობთ. ეს წინსვლაში გიშლით ხელს, დროს უქმად კარგავთ. მხარს დაგიჭერენ ახლობლები. მათი წყალობით დაიბრუნებთ სიმშვიდესა და ოპტიმიზმს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი სიტყვა

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

საკმაოდ რთული დღე იქნება. ბევრი რამ არ მიდის გეგმის მიხედვით, რაც განერვიულებთ. ხშირად გახსენებენ შეცდომებს, რომელთა გამოსწორება უკვე გვიანია. არაკეთილმოსურნეებს რაღაც აქვთ ჩაფიქრებული, ამიტომ ყურადღებით იყავით. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ გაარკვიოთ, როდის დადგება მტკიცე მოქმედებების დრო. ახლობლებთან მცირე უთანხმოებებია მოსალოდნელი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გაფუჭება ეჭვიანობას შეუძლია. სჯობს, თქვენი ეჭვები გულში არ ჩაიტოვოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ბევრი რამ არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. შესაძლოა, სირთულეებს წააწყდეთ იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებით. დაგეხმარებიან ძველი ნაცნობები, მეგობრები. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია დაუგეგმავი შეხვედრები. მოგვიანებით მოსალოდნელია უსიამოვნო საუბრები. ეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

მშვიდი დღეა. შეგიძლიათ, ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. შეამჩნევთ იმას, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდით; შეძლებთ შეცდომების თავიდან აცილებას. შესაძლებელია სამომავლო გეგმების დაწყობა, მაგრამ მათი რეალიზების დაწყება არ იჩქაროთ. დაელოდეთ უფრო ხელსაყრელ დროს, რომელიც მალე დადგება.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დღის პირველი ნახევარია ხელსაყრელი. თქვენ კარგად გესმით, რისი მიღწევა გსურთ და მიზნისკენ პირდაპირ მიიწევთ. მეტოქეებს უკან ჩამოიტოვებთ. მოგვიანებით აჯობებს, თუ ცოტა შეისვენებთ. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული, რომ შეუძლოდ გახდეთ, ამიტომ მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას. ბევრი რამ მიგაქვთ გულთან ახლოს, ამიტომ ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა. გექნებათ პრობლემების გადაწყვეტის, საქმეების მოწესრიგების შანსი. არ არის გამორიცხული საინტერესო წინადადებების მიღება, რაც კარიერულ კიბეზე ასვლაში და ფინანსური პოზიციების გამყარებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. საერთო ენას გამონახავთ სხვადასხვა ადამიანთან, მოახდენთ საუკეთესო შთაბეჭდილებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

დღეს კარგი იქნება, თუ სხვის მოსაზრებას მოუსმენთ, თუნდაც ამას არ ეთანხმებოდეთ. კამათის საბაბი უამრავი გაქვთ. ეცადეთ, მშვიდად მოუსმინოთ ოპონენტებს, კარგად გაიაზროთ და შემდე გამოთქვათ თქვენი აზრი. ხანდახან საკუთარი სიმართლის დამტკიცება საქმით ჯობია და არა სიტყვით. არ გარისკოთ იქ, სადაც საკითხის შესახებ ცოტა იცით, ჯერ კარგად შეისწავლეთ სიტუაცია. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები ხანდახან ტყუილს ამბობენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

დღე მშფოთვარედ იწყება. ახლობელს, შესაძლოა, პრობლემები გაუჩნდეს, რომლებთან გამკლავება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. მოგიწევთ გეგმების შეცვლა. დაუგეგმავი შეხვედრა აგაღელვებთ და არცთუ სასიამოვნო მოგონებებს გააღვიძებს თქვენში. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიხარულო სიახლეების გაგება, საჩუქრის მიღება ან სასიამოვნო მგზავრობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

ნერვული, დაძაბული დღეა. ბევრი რამ ისე არ მიდის, როგორც დაგეგმეთ. გიწევთ გეგმების გზადაგზა გადაწყობა, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. გაჩნდება სრულიად ახალი საქმეები, რომლებიც ნელ–ნელა გაგიტაცებთ. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ. მათთან საუბარი განწყობას აგიმაღლებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ყველა ახალი ამბავი
0