დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 აგვისტო

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს ფუჭ საუბარსა და საქმის ირგვლივ ტრიალში გაატარებთ უმეტეს დროს, თქვენ მხარეს თანამოაზრეების გადმობირების საკითხში იმედგაცრუება გელოდებათ. როგორც ჩანს, ბოლო დროს ახლობლების დახმარების დიდი იმედი გქონდათ, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველას თავისი გეგმა აქვს, საქმე, რომელსაც უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

ფული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ფინანსურად სექტემბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

გარშემომყოფები დღეს დიდი სიამოვნებით გამოგყვებიან, ასე რომ, მთავარია, იცოდეთ, საით მიდიხართ. თქვენ გარშემომყოფების ნდობა და მათ გონებაზე ძალაუფლება მოთმინებითა და სიჯიუტით დაიმსახურეთ. ამიტომ, თუ თქვენში ეს ნაპერწკალი არ განელებულა და კარგად წარმოგიდგენიათ მიზანი, საითაც უნდა წახვიდეთ, გამოიყენეთ ეს პერიოდი და ერთიანი ძალისხმევით შეუდექით გზას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

იქნება ეს საქმიანი თუ პირადი ურთიერთობები, მშვენივრად გაქვთ გაცნობიერებული, რომ ამ ურთიერთობებმა უკვე დიდი ხანია, თავისი თავი ამოწურა და ის განახლებას, ძველი დოგმებისგან გათავისუფლებას საჭიროებს. არ შეუშინდეთ ცვლილებებს, ისინი ახალ შეგრძნებებს მოგიტანთ. დაიწყეთ ცხოვრება ახალი ფურცლიდან. ახალი კარის გასაღებად ხშირად ძველი კარის დახურვაა საჭირო.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღეს ბიზნესთან ან ერთობლივი ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში მოვლენების ხელსაყრელად განვითარებაა მოსალოდნელი. ამასთან, ვითარება ისე ეწყობა, რომ საზრუნავი მოგეხსნებათ. როგორც კი იმ აზრამდე მიხვალთ, რომ საქმეების წარმატებით წარმართვისთვის თანამიმდევრული მოქმედება გჭირდებათ, მაშინვე ბედი ახლობელი ადამიანის ან საქმიანი პარტნიორის სახით სიურპრიზს გამოგიგზავნით, რომელსაც საქმე უკვე მოგვარებული აქვს.

პეპელა - Sputnik საქართველო
სიყვარულის პლანეტა ქალწულის თანავარსკვლავედში: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

თქვენ მიერ გუშინ წამოყენებული იდეა არც ისე ცუდია, როგორც თქვენ გარშემომყოფებს მოეჩვენა. უბრალოდ, მათ ამის აღქმისთვის დრო სჭირდებოდათ. უნდა განაგრძოთ არჩეული მიმართულებით სვლა და თუ საჭირო გახდება, კოლეგებსა თუ მეგობრებს თქვენი ზრახვების შესახებ კიდევ ერთხელ უთხრათ, აუხსნათ, რომ მათ თქვენი წინადადების არსი კარგად გაიაზრონ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღეს ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ, გამოიყენოთ ყველა კავშირი, ნაცნობობა თუ თანამოაზრეების დახმარება, რომ წარმატებებს მიაღწიოთ საქმეებში. ასეა თუ ისე, დღევანდელი დღის ამაღლებული ენერგეტიკა მოგცემთ საშუალებას, რომ სწორად განსაზღვროთ, ვინ გამოგადგებათ ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად. მთლიანობაში, დღე ძალზე ხელსაყრელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გულხელდაკრეფილი არ იქნებით და იმოქმედებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

თუნდაც ფიქრობდეთ, რომ დღეს შემოთავაზებული ერთობლივი საქმიანობა, საწარმო ან ინვესტიციები ბიზნესში ახლობელ ადამიანთან არ ღირს დროისა და ძალების დაკარგვად, თამამად დაიხიეთ უკან და კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ან უფრო კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილებას ხვალისთვის გადადებთ. თუ თქვენი ეჭვები არ გაქრება, მაშინ გადაწყვეტილებას უფრო იოლად მიიღებთ და თქვენს ძალებს სხვა მიმართულებით მიმართავთ.

ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი და საინტერესო ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

წარმატების მიღწევა სრულიად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გზაზე დაბრკოლებების გაჩენისას ხელებს არ ჩამოუშვებთ და არჩეული გზით განაგრძობთ სვლას. დღეს თქვენთვის მთავარია, დარწმუნდეთ კიდევ ერთხელ იმაში, რომ გარშემომყოფებს მკაფიო წარმოდგენა აქვთ თქვენი გეგმების მასშტაბებზე და საკუთარ ამოცანებზე ამ გეგმებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

სჯობს, სამომავლოდ არაფერი საქმე არ გადადოთ, რადგან დღის პირველი ნახევარი უფრო ხელსაყრელია თქვენთვის, ვიდრე დღის მეორე ნახევარი. საღამოს დაისვენეთ, ან ისეთ საქმეებს მიხედეთ, რომლებიც უმნიშვნელოა და არ დაგღლით. ასევე საღამოს მოსალოდნელია სიურპრიზები, შეხვედრები, რომლებიც, შესაძლოა, დიდხანს დაგამახსოვრდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

როგორც ჩანს საკმაოდ რთული მარათონის მარშრუტის შუა გზაზე ხართ. თქვენს ინტერესებშია, რომ ცოტა ხანს შეჩერდეთ და გაერკვიოთ სხვადასხვა საკითხში. საბოლოოდ. ასეთი ტაქტიკა, რომელიც არავის ინტერესებს არ დააზარალებს, დაგეხმარებათ ძალების ბალანსისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ამ დღეს ფინანსურ მდგომარეობაზე დაფიქრება გმართებთ. შესაძლოა, ყველა გეგმის განხორციელებისთვის ფული არ გეყოთ.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ტოპ-ხუთეული

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

მიუხედავად იმისა, რომ სირთულეები იქნება, დღე მაინც კარგად ჩაივლის. ეცადეთ, არ გარისკოთ: მიზნის მიღწევის ალბათობა უფრო მაღალი იქნება, თუ ფრთხილად იმოქმედებთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სერიოზული საუბრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ახლობელი ადამიანების ნდობა არ დაკარგოთ - ამაზე ბევრი რამ იქნება მომავალში დამოკიდებული.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

იმედის შენარჩუნება აუცილებელია მიუხედავად იმისა, რომ ამაში ხელს გიშლით ოჯახური თუ ფინანსური ვითარებები. ეს პრობლემები თქვენთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტში გადაწყდება, ამიტომ ნერვიულობა არ ღირს. იქნებით საკმაოდ საქმიანი და აქტიური, გადალახავთ სირთულეებს, თუმცა, დაგჭირდებათ საკუთარი მოქმედებების სისწორეში დარწმუნება და ასევე, წარმატების იმედი.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0