დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 აგვისტო

CC BY 2.0 / Matthias Ripp / Beach Lifeცხოვრება ზღვის ნაპირზე
ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

საქმიან სფეროში ძალზე სერიოზული უნდა იყოთ. არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღოთ ნაუცბადევად, არ შეცვალოთ გეგმები მკვეთრად, რადგან, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მიიღოთ. სასიცოცხლო ენერგია მაღალია, მაგრამ წინააღმდეგობებით სავსე დღეა. დიდი ალბათობით დღის განმავლობაში საოჯახო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. მოსალოდნელია თანხის მიღება.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
ოთხი იდეალური, ერთმანეთისთვის შექმნილი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

პლანეტები თქვენთვის მომგებიანად არიან განლაგებული. გამოგიჩნდებიან ახალი მოკავშირეები. ოჯახთან დაკავშირებული პრობლემები უამრავ დროსა და ფულს მოითხოვს. კარგი იქნება, თუ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გახვალთ და დროს ერთად გაატარებთ. ეს კარგ განწყობას დაგიბრუნებთ და ყველა საზრუნავს უკანა პლანზე გადაწევს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ტყუპი ქალებისთვის საოცარი დღეა. თქვენი მომხიბვლელობა უსაზღვროა. ეს ბიზნესში სასარგებლო ნაცნობობას მოგიტანთ. შესაძლოა, ამ ნაცნობებს შორის მძლავრი მფარველიც მონახოთ. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ურთიერთობებში უსიამოვნებები ელოდება. რჩევა ახლობლებს ჰკითხეთ, როგორ მოიქცეთ, მაგრამ არც არ უნდა მოხდეს, თვითკონტროლი არ დაკარგოთ. ამ შემთხვევაში დღე კარგად ჩაივლის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის კარგი დღეა. ხართ მომხიბლავი, ენერგიული, გამჭრიახი. ნებისმიერის დარწმუნება შეგიძლიათ. და მაინც, ფრთხილად იყავით გარიგებების დადებისას. საქმიან პარტნიორთან გაუგებრობები და კონფლიქტია მოსალოდნელი. კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნახევრამდე მოასწრებთ საქმეებს, რადგან, შესაძლოა, თქვენი დახმარება სახლში დასჭირდეთ, ან პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ახალი გეგმა გაჩნდეს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი მთავარი დადებითი თვისება

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ეცადეთ, გუნდურ მუშაობას მოერიდოთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხვალისთვის გადადოთ. არ მიიღოთ სარისკო გადაწყვეტილებები საქმიან სფეროში, ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა გარისკვის საშუალებას არ გაძლევთ. ენდეთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხანია იცნობთ. დღის მეორე ნახევარში პროფესიული წარმატებაა მოსალოდნელი. პირადი პარტნიორული ურთიერთობები ჰარმონიული იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

დაფიქრდით განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე, შესაძლოა, რაღაც ახალი გააცნობიეროთ. ყველაფერი, რაც დღეს ხდება, შემთხვევითი არაა - დაუკვირდით მინიშნებებს. მიხედეთ საოჯახო საქმეებს, გააკეთეთ რამე სასარგებლო ოჯახისთვის. წარუმატებლობებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ და არ მისცეთ ემოციებს გონების დაბინდვის საშუალება. ცხელ გულზე, შესაძლოა, ახლობელ ადამიანს აწყენინოთ, რაც კარგ არაფერს მოიტანს. იყავით მშვიდი და ბრძენი.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

დღეიდან თქვენს ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა კარგია მუშაობის დაწყება საქმიან პროექტზე, რაც აქამდე ვერ მოახერხეთ. ყურადსაღებია ის, რომ თქვენი წარმატების გარანტი თქვენი ახლო გარემოცვა გახდება. მთლიანობაში, ხელსაყრელი დღეა, რომელიც საქმიანობის სფეროს გაფართოებისა და ადრე დაგროვებული გამოცდილების სწორად გააზრების საშუალებას იძლევა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი სიტყვა

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

საკმაოდ დაძაბული დღეა. შესაძლოა, გაუგებრობა მოხდეს ხელმძღვანელობასთან და დაქვემდებარებულ პირებთან. გააკეთეთ ის, რაც საჭიროა. ამ დღეს არაფერი დაგეგმოთ. თქვენს ახალ იდეებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, ხოლო დახარჯულმა ძალისხმევამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ახლობლებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია, სექსუალობა და მომხიბვლელობა სათანადო სიმაღლეზეა. შეგიძლიათ, ბრწყინვალედ შეასხათ ხორცი იმას, რაც მანამდე ჩაიფიქრეთ. ბევრს მიაღწევთ, თუ დაფიქრდებით და შეუპოვრობას გამოიჩენთ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა სასიხარულო იქნება. კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის, ქალაქგარეთ გასვლისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

იყავით მტკიცე და ინიციატივიანი. დღეს ნებისმიერი სამუშაო თქვენია. იდეების რეალიზება ადვილი არ იქნება, მაგრამ მაინც ყველაფერს შეძლებთ, რადგან თვითშეფასება სათანადო დონეზეა. ოჯახში მოსალოდნელია სერიოზული შენაძენი, არ არის გამორიცხული მცირე რემონტი. ფრთხილად იყავით - არის ტრავმების მიღების ან ავად გახდომის ალბათობა.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

დღეს თუ იმის გაკეთება მოგიწევთ, რაც ნამდვილად მოგწონთ, არ შეცვალოთ თქვენი გეგმები, ასე განაგრძეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც იდეალურ აწმყოზე წარმოდგენა თქვენ თვალწინ მიმდინარეს შეეჯახება, სერიოზული დაფიქრება მოგიწევთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რომ თქვენს გულში ამ სამყაროში ყოფნისგან სიყვარული, სიხარული და ტკბობა შემოიჭრას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ციური სხეულების ძალზე სახარბიელო განლაგების გათვალისწინებით, დღეს ორმაგი ძალებით უნდა შეეჭიდოთ მიმდინარე გეგმებს, გაითვალისწინოთ ფინანსური საჭიროებები. თუ საჭირო გახდება, გეგმებში სათანადო შესწორებები უნდა შეიტანოთ. არ გაუშვათ ეს პერიოდი ხელიდან, რადგან დღევანდელი დღე თქვენი ხელსაყრელი მომავლის გარანტია.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0