დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 აგვისტო

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, ძველი მეგობრების ნახვა მოგინდეთ უცაბედად, ან ძველი შეყვარებული გაგახსენდეთ და მისი დაბრუნება მოინდომოთ. არ აჰყვეთ ამ ცდუნებას. არავის დაურეკოთ, არავის შეხვდეთ. ამ სურვილს თქვენი ოჯახური ცხოვრების დაღუპვის გამოწვევა შეუძლია, ან, სულ მცირე, ეჭვიანობისა და კონფლიქტის თქვენს მეორე ნახევართან.

რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე - Sputnik საქართველო
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

კარგი დღეა მოგზაურობის, გართობისა და საერთოდ ნებისმიერი რამისთვის, რაც ჩვეულ და უკვე მოყირჭებულ გარემოს შეგაცვლევინებთ. საქმეებში წინსვლაა მოსალოდნელი; შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები და ნაცნობობა. დრო დაუთმეთ ოჯახს, რადგან მწიფდება რაღაც კონფლიქტი და სჯობს, ეს სიტუაცია დროზე გაანეიტრალოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღეს უჩვეულო სასიცოცხლო აღმასვლა გელოდებათ. ხართ ენერგიით სავსე. ყველაფერი გამოგდით იოლად, თამაშ-თამაშში. დღის მეორე ნახევარი კიდევ უფრო კარგი დროა. ქალ ტყუპებს ელოდება სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც, შესაძლოა, რომანტიკულ ისტორიაში გადაიზარდოს. რაც შეეხება საყიდლებს, დღეს, რაც არ უნდა გსურდეთ, არაფერი შეიძინოთ - ფულს, უბრალოდ, ქარს გაატანთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ეცადეთ, გუნდურ მუშაობას მოერიდოთ, ასევე, გადადოთ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. მატერიალური მდგომარეობა ისედაც არამყარია და დანაკარგი უფრო სავარაუდოა, ვიდრე შემოსავალი. ასევე, პრობლემებია მოსალოდნელი კარიერაში. უსიამოვნებების მიზეზი თქვენი მოშურნეები იქნებიან. ენდეთ მხოლოდ მათ, ვისაც კარგად იცნობთ.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

თქვენი სასიცოცხლო ენერგია იზრდება; მაღალია პირადი თუ საქმიანი, ასევე, ეროტიკული მომხიბვლელობა, ასე რომ, დღეს სწორედ ის დროა, როცა გეგმები უნდა განახორციელოთ, ჩანაფიქრი რეალობად აქციოთ. რომანტიკული ურთიერთობები და ფლირტი სასიამოვნო იქნება თქვენთვისაც და პარტნიორისთვისაც. ყურადღებით იყავით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ემოციური დაძაბულობის დღეა. უსიამოვნებები მიზეზი შეუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება იქნება. მოსალოდნელია მწვავე კონფლიქტი ოჯახში, ამიტომ ეცადეთ, ის თავიდან აირიდოთ. დრო დაუთმეთ გასეირნებას, ფიზიკურ აქტიურობას. გადაწყვეტილებები მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მიიღეთ. შესაძლებელია უსიამოვნებები ბავშვებთან დაკავშირებით, რაც დამატებით ხარჯებს გამოიწვევს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ნერვული და დაძაბული დღეა. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები ხდება და ეს კალაპოტიდან გაგდებთ, რადგან ახლა ყველაფერი ისე გაწყობთ, როგორც არის. . ყველაზე მტკივნეულია ურთიერთობები საქმიან პარტნიორებთან. ახლოს არ მიუშვათ ადამიანები, რომელთა პატიოსნებაში ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი. დღეს ძალზე მგრძნობიარე ხართ, ამიტომ ყველა წვრილმანს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, გაუფრთხილდით ნერვებსა და ჯანმრთელობას.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

კარგი დღეა. თავს ჩვეულებრივზე მეტის შესაძლებლობას მისცემთ, რაც უსაზღვრო სიამოვნებასა და სიხარულს მოგიტანთ. შეხვდებით სასიამოვნო ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ კარგ ამბებს გეუბნებიან. წარმატებულია ახალი ნაცნობობა. გრძნობთ, რომ ძალზე მომხიბლავი ხართ. მაგრამ მაინც არ დაკარგოთ გონივრულობა, რადგან თქვენმა კარგმა განწყობამ, შესაძლოა, ზოგიერთი გააღიზიანოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

კარგი დღეა. გაგიმართლებთ, განსაკუთრებით შემოქმედ მშვილდოსნებს. თქვენი შრომა სათანადო შედეგებს მოიტანს. კარგი დროა რომანტიკული კავშირისთვის - ხართ ძალზე მგრძნობიარე და სექსუალობის პიკზე იმყოფებით. შესაძლებელია მეგობრებთან შეხვედრა, მაგრამ გაგაღიზიანებთ ის, რომ თქვენი და თქვენი მეგობრების შეხედულებები არ ემთხვევა. არ გამოამჟღავნოთ გაღიზიანება, ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

თხის რქებს დღეს ძალიან გაგიჭირდებათ ურთიერთგაგების მიღწევა ნათესავებთან და საქმიან პარტნიორებთან. ეს ქმნის საფრთხეს, რომ ურთიერთობები დაიძაბოს და გაწყდეს კიდეც. ასე რომ, დააცხრეთ თქვენი ვნებები, კარგად დააზუსტეთ, რა სურთ თქვენგან, რას მოელიან და თავი ხელში აიყვანეთ. თქვენი ფინანსები საფრთხის ქვეშაა - რეალურად შეხედეთ თქვენს შესაძლებლობებს.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

კარგი დღეა ბუნებაში დასვენებისთვის, სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის; თუმცა, არის დიდი ალბათობა, რომ მოულოდნელმა და უსიამოვნო ინფორმაციამ გაიძულოთ, მთელი ძალებით დაიცვათ საკუთარი საზღვრები. საღამოს დაუფიქრდით სიტყვებსა და საქციელს ახლობელი ადამიანების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტია მოსალოდნელი.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დაძაბული დღეა, განწყობა ხშირად გეცვლებათ. არ გაღიზიანდეთ, იყავით ფრთხილად. ასაკოვანი მამაკაცები ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ, არ დაიტვირთონ თავი. ახალგაზრდებმა კი, ქალებმაცა და მამაკაცებმაც, რომლებსაც ექსპერიმენტების ჩატარება უყვართ საკუთარ გარეგნობაზე, უნდა დააოკონ ექსტრავაგანტული და კრეატიული მისწრაფებები - დღეს ამისთვის საუკეთესო დრო არაა.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0