დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 აგვისტო

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

საინტერესო დღეა. გრძნობთ, რომ ხართ მომხიბლავი, მშვენიერი. ეს ამაღლებული თვითშეფასება წაგადგებათ, ოღონდ არ გადააჭარბოთ – ხანდახან ციდან დედამიწაზე დაეშვით. გარეგნულად რამდენადმე გულცივ შთაბეჭდილებას ტოვებთ, ამიტომ მიაქციეთ ახლობლებს ყურადღება, რათა თქვენი ურთიერთობები არ დაზარალდეს.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

წარმატებული დღეა ბიზნესისთვის, ოღონდ არ იფიქროთ, რომ მის შედეგებს დაუყოვნებლივ მიიღებთ. მოგება იქნება, მაგრამ ამას დრო სჭირდება. აუცილებლად მიიღეთ მეგობრებისა და ახლობლების დახმარება, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ეს არაფერში გჭირდებათ. ეს მომავალში სარგებელს მოგიტანთ. თავი ხელში აიყვანეთ, თუ არასასიამოვნო ადამიანთან მოგიწიათ შეხვედრა, ან მოულოდნელი ამბავი შეიტყვეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

არცთუ მარტივი დღეა. გიწევთ დაგეგმილის გაუქმება, ჩნდება მოულოდნელი პრობლემების მთელი კასკადი, თან, რატომღაც, სწორედ თქვენ უნდა გაუმკლავდეთ ამას, ასევე, შეარიგოთ დაპირისპირებული მხარეები. ზოგადად, რაც დღეს ხდება, ვინმეს პირად ცხოვრებას უკავშირდება. არ იჩქაროთ და ზედმეტ ემოციებს ნუ გამოამჟღავნებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

კარგი დღეა თვითრეალიზაციისთვის. დაფიქრდით, რაში შეგიძლიათ გამოამჟღავნოთ თქვენი ტალანტი და გამოიყენოთ ძალები და უნარები. კარგი დღეა ფულთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეთ და დაზოგეთ თქვენი ენერგია იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახს თქვენი ყურადღება სჭირდება.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

დღეს ახლობლებთან ურთიერთგაგების მიღწევა გაგიჭირდებათ. გელოდებათ უხეშობა და თქვენი თვალსაზრისის მიუღებლობა. წვრილმანებზე კამათმა, შესაძლოა, დიდი სკანდალი გამოიწვიოს, ასე რომ, დაიოკეთ ემოციები, თუ გინდათ, რომ ურთიერთობები შეინარჩუნოთ, თან, დღის მეორე ნახევარში ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღეს თქვენი ძალები საკუთარი პრინციპების დაცვისკენ იქნება მიმართული. თქვენი ფანტაზია დღეს მთელი სიმძლავრით მოქმედებს, სასიცოცხლო ძალები სათანადო სიმაღლეზეა. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ საქმეები ცუდად მიდის, მაგრამ საბოლოო შედეგები გიჩვენებთ, რომ მოვლენებმა თქვენს წისქვილზე დაასხა წყალი. ქალ ქალწულებს, შესაძლოა, სიყვარულში იმედი გაუცრუვდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისთვის, ახლის შეცნობისთვის. შესაძლოა, ახლობლებმა თქვენი არცთუ წესიერი საქციელისკენ მიგითითონ – მზად იყავით, რომ კრიტიკა მშვიდად მიიღოთ, არ გაბრაზდეთ და ემოციებს კონფლიქტის წარმოშობის საბაბი არ მისცეთ. ეცადეთ, დღეს მეტი  ყურადღება დაუთმოთ მომავალ თაობას.

სუფრა - Sputnik საქართველო
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

მოტყუებებისა და ილუზორული იმედების დღეა, შესაძლოა, ჭორაობაში ჩაგითრიონ, ამიტომ ფრთხილად იყავით. მოერიდეთ ეგოისტებსა და აგრესორებს. ასევე, შესაძლოა, ვინმე შეეცადოს თქვენთვის ახალი რამე რელიგიური შეხედულებების თავს მოხვევას – არ მოუსმინოთ, თქვენ უკვე გაქვთ თქვენი საკუთარი პრინციპები. არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არ ჩაებათ კამათში.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის რთული დღეა. არ დახარჯოთ ძალები ტყუილუბრალოდ. მიმოიხედეთ გარშემო – იქნებ, საკუთარმა თავმა, იდეებმა, ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვამ ძალიან გაგიტაცათ და ვერ ამჩნევთ სანუკვარი მიზნის მიღწევისთვის რაღაც მნიშვნელოვანს? ურთიერთობების დროს შეინარჩუნეთ სიმშვიდე. საღამოს, შესაძლოა, ოდნავ შეუძლოდ იგრძნოთ თავი.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

თხის რქებისთვის წარუმატებელი დღეა. არ ღირს ახლის დაწყება, შორეული მომავლის დაგეგმვა, ყოფითი საკითხების გადაწყვეტა. დიდია ალბათობა, რომ მოგატყუონ, რამე მოგპარონ, ამიტომ ფრთხილად იყავით და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. არ გარისკოთ და გონივრულად იმოქმედეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უსიამოვნო მოვლენებზე ფიქრისგან გიხსნით.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ცრუ იმედებისა და დაუნდობელი მოტყუებების დღეა. ბევრი საფიქრალი გაქვთ, საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებთ. არ აჰყვეთ ცდუნებებს. თქვენი დღევანდელი მოქმედებები თავის ანაბეჭდს დატოვებს თქვენს მომავალზე. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, შეუძლოდ იგრძნოთ თავი. სამსახურში გაუგებრობებია მოსალოდნელი, მაგრამ სერიოზული – არა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღეს, შესაძლოა, მოულოდნელად მგზავრობა მოგიწიოთ. თქვენს მოქმედებებსა და ახალ წინადადებებს ხელმღვანელობა დააფასებს. რაც არ უნდა წარმატებულად დაიწყოს დღე, დღის მეორე ნახევარში საქმეებზე არ გაამახვილოთ ყურადღება, ხოლო პირად ცხოვრებაში ემოციები გააკონტროლეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0