დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 აგვისტო

© Pixabay / kolibri5ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას
ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი ინფორმაციის შესასწავლად, ხანგრძლივი მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ურთიერთობებისა და ახალი სასიყვარულო გატაცებებისთვის. შესაძლებელია, რომ დღეს დაწყებული ნაცნობობა დროთა განმავლობაში დადებითად იმოქმედებს მატერიალურ მდგომარეობაზე. დღის ბოლო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანებთან.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როდის და რატომ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

კუროებისთვის არახელსაყრელი დღეა, რომელიც თქვენ ამტანობასა და ცხოვრებისეული პოზიციების სიმტკიცეზე შეგამოწმებთ. ეცადეთ, თავი აარიდოთ არაფრისმომცემ კამათს. ნეგატიური დღეა კომერციული საქმიანობისთვის. დღის მეორე ნახევარში უარყოფითი ტენდენციები შესუსტდება, მაგრამ თქვენს დროს მთლიანად წაიღებს ყოფითი პრობლემები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

არცთუ მარტივი დღეა, იქნება სირთულეები პროფესიულ და პირად ურთიერთობებში. პრობლემებია მოსალოდნელი პროფესიულ საქმიანობაში. ქალ ტყუპებს ვარსკვლავები ურჩევენ, ახალი ნაცნობობისას ფრთხილად იყვნენ, მამაკაცებს კი – ფრთხილად იყვნენ საქმიანობაში, არ იაქტიურონ და არ გარისკონ. ასევე, სიფრთხილეა საჭირო, რადგან არის ტრავმების მიღების ალბათობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

რთული, ორგვარი დატვირთვის მქონე დღეა. ემოციური და ფიზიკური შემადგენელი აღმასვლას განიცდის, მაგრამ მაინც არ უნდა იაქტიუროთ საქმეებში, რადგან არის საშიშროება, რომ შეცდომები დაუშვათ. ყველაზე არახელსაყრელი დღეა მომსახურების სფეროში დაკავებული კირჩხიბებისთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაციის მიღება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი გაცნობისას

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ლომებს საქმიან ურთიერთობებში კონფლიქტები გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც გეგმებს შეგაცვლევინებთ. ასევე, არ არის გამორიცხული ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება, ამიტომ მოერიდეთ ყველაფერს, რამაც თქვენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ხელსაყრელი დღეა პედაგოგიური საქმიანობის, სწავლის, შემოქმედებისთვის. კარგი დროა სხვადასხვა ყოფითი პრობლემის გადასაჭრელად. შესაძლოა, გაუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობა, ადრე დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულება. დღის მეორე ნახევარში, დიდი ალბათობით, გეგმების გადახედვა მოგიწევთ, ასევე, ურთიერთობების ზოგიერთ კოლეგასთან ან პარტნიორთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

არ არის გამორიცხული, რომ გარეგავლენებმა, ცილისწამებამ არაკეთილმოსურნეების მხრიდან თქვენს ოჯახში სიმშვიდე დაარღვიოს. სიახლეები და ახალი საოჯახო საზრუნავი თქვენგან ძალებსა და დროს მოითხოვს. ეცადეთ, დღეს გამორიცხოთ ახალი ნაცნობობა და არასასიამოვნო პიროვნებებთან ურთიერთობები. საქმეებში მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას დაეყრდენით, სხვისი რჩევები მხოლოდ შეცდომებამდე მიგიყვანთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

კარგი დღეა ოჯახური ურთიერთობებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. თქვენი ცხოვრების ემოციური და ფიზიკური შემადგენელი მაღალ დონეზეა. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. ხელსაყრელი დღეა ახლობლებთან ურთიერთობების მოგვარებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ბედის მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სასიცოცხლო ძალების მაღალი დონე აიძულებს აქტიურობას, თუმცა, არახელსაყრელი განლაგება ვარსკვლავებისა სასურველი შედეგების მიღწევას შეუშლის ხელს. ქალები კი ყურადღებით უნდა იყვნენ დოკუმენტებთან და მატერიალურ ფასეულობებთან მუშაობისას. თუ დღეს რამე პრობლემა გაჩნდება, სწორედ ამის გამო.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

კარგი დროა შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის, მოგზაურობისთვის. მოსალოდნელია წარმატებები კომერციულ საქმიანობაში, შემოსავლების დამატებითი წყაროების მოსაძებნად. ცხოვრების ემოციური და ფიზიკური შემადგენელი საკმაოდ მაღალია, ამ დღის პოზიტიური ტენდენციების გასამტკიცებლად, ეცადეთ, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ. საქმეებსა და ურთიერთობებში არასტანდარტული მოქმედებები საჭირო შედეგებს მოიტანს.

ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება აგვისტოში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

არ არის მარტივი დღე. ამჟამინდელი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში არაერთმნიშვნელოვანია. მოსალოდნელია ნეგატიური გავლენები პირად და საქმიან ცხოვრებაში, ძალზე საეჭვოა წარმატებები საქმიან სფეროში. თქვენი მხრიდან მაღალი ზნეობრივი თვისებების გამოვლენას ნეგატიური ტენდენციების გაქარწყლება შეუძლია.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

წინა დღეების საქმეები და ვალდებულებები დღეს თევზებისგან დროისა და ძალების მაქსიმუმს მოითხოვს. დღეს თქვენი ცხოვრების ემოციური და ფიზიკური შემადგენელი იკლებს. თავი უნდა შეიკავოთ აქტიური საქმიანობისგან, ფულის დაბანდებისგან. დიდი ალბათობით, მოგიწევთ ყოფით პრობლემებთან გამკლავება. მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, არის ტრავმების მიღების ალბათობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0