დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 აგვისტო

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

წინა პლანზე დღეს თავდაცვა და ადრე მიღწეული პოზიციების გამყარება გამოდის. დიდი ალბათობით, დღეს საკუთარი ავტორიტეტისა და ცხოვრებისეული პრინციპების დაცვა მოგიწევთ. საჭიროა თავდაჯერებულად და ენერგიულად მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები თქვენთვის არასახარბიელოდ განვითარდება. კარგი დროა ბიზნესისთვის, შეთანხმებების დადებისთვის, ურთიერთობებისთვის, ასევე, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან კონტაქტისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ურანი რეტროგრადული გახდა: როგორ იმოქმედებს გენიოსებისა და შეშლილების პლანეტა ადამიანებზე

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

არახელსაყრელი დღეა პროფესიულ სფეროში აქტიურობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალის დაბალი დონე უარყოფითად მოქმედებს თქვენს შრომისუნარიანობასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარზე. ეცადეთ, დღის განრიგი დილიდანვე დაგეგმოთ, არ არის გამორიცხული მცირე გაუგებრობები საქმიან პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, განსაკუთრებით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, ოჯახური ურთიერთობებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

სასიამოვნო და იღბლიანი დღეა. წარმატებას მოიტანს სხვადასხვა ინსტანციაში მიმართვა. დღეს გაძლიერდება თქვენი ინტუიცია, სხვების დარწმუნების უნარი, რაც დადებითად აისახება თქვენი საქმიანი კონტაქტების განვითარებაზე. ვარსკვლავები ხელს შეუწყობენ წინა კვირის გეგმების განხორციელებას. შეუპოვრობა და ოპტიმიზმი პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. ასევე, მოსალოდნელია, რომ ოჯახური ერთ-ერთი პრობლემა სწორედ დღეს გადაჭრათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დღის პირველი ნახევარი კარგი დროა სახელმწიფო დაწესებულებებში, ხელმძღვანელობასთან მიმართვისთვის, სხვადასხვა სახის კოლექტიური ღონისძიებებისთვის. საქმეებს შესაბამისი ნაყოფი მოჰყვება. კარგი პერიოდია ადრე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად და პერსპექტივაზე გათვლილი გადაწყვეტილებების მისაღებად. მოსალოდნელია სასიამოვნო ცნობების მიღება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დღეს ლომებმა თქვენი შემოქმედებითი უნარი და ფანტაზია უნდა აჩვენოთ, საქმეების მიმართ შაბლონურ დამოკიდებულებაზე კი უარი თქვათ. დგება კარგი პერიოდი პირად ცხოვრებაში და ასევე, საქმიან ურთიერთობებში პრობლემების მოგვარებისთვის. შეძლებთ საკუთარი ნიჭიერების, უნარების ჩვენებას, საზოგადოებაში გაბრწყინებას და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების მიქცევას. კარგი დღეა ქორწინებისთვის, გართობისა და აქტიური დასვენებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

კარგი დღეა, მომატებულია სასიცოცხლო პოტენციალი და პირადი მომხიბვლელობა და მაგნეტიზმი. შესაძლოა, რამე მოულოდნელმა სასიამოვნო ინფორმაციამ დღის განრიგი შეგაცვლევინოთ. გადაწყვეტილებები აუჩქარებლად და დაფიქრებით მიიღეთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, დაეყრდენით პარტნიორებისა და მეგობრულად განწყობილი ადამიანების მხარდაჭერას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

რთული და საკმაოდ ნერვული დღეა, იქნება მოვლენების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გაგრძელება. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ცვლილებები, რომლებსაც შეუძლია ფინანსური დანაკარგების წინაშე დაგაყენოთ. საქმიანობაში საჭირო შედეგებს, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევთ. არ არის გამორიცხული პრობლემები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღეს უმაღლეს დონეზეა თქვენი ცხოვრების ემოციური და ფიზიკური შემადგენელი. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ძალიან მაღალია მისი წარმატებით დასრულების ალბათობა. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული მორიელებისთვის. ბევრ თქვენგანს ელოდება სასიამოვნო რომანტიკული თავგადასავალი, შეხვედრები ძველ მეგობრებთან და პირადი ხასიათის პრობლემების გადაჭრა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

კარგი, სასიამოვნო მოვლენებით სავსე დღე გელოდებათ. ეს, განსაკუთრებით, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ეხება. ერთადერთი, რაც საჭიროა, ესაა, რომ არ გაუშვათ თქვენი შანსი და იყოთ შეუპოვარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. დიდი ალბათობაა იმისა, რომ საქმიანობის სხვა სფეროში გადაერთოთ და განვითარების ახალ დონეზე გადახვიდეთ. ქალი მშვილდოსნები შეძლებენ გასული პერიოდების გამოცდილების გააზრებას და უახლოესი მომავლისთვის გეგმების დაწყობას. დღეს ყველა კირჩხიბი უნდა მოერიდოს ნეგატიურ ემოციებს ახლობლებთან ურთიერთობებისას.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

არცთუ მარტივი, ორაზროვანი დღეა. თქვენი ემოციური და ფიზიკური შემადგენელი ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა, მოულოდნელი პრობლემები უარყოფითად იმოქმედებს თქვენი ცხოვრების საქმიან სფეროზე. იხელმძღვანელეთ ჯანსაღი აზრით, დაეყრდენით საკუთარ გამოცდილებას, გამოიჩინეთ ინიციატივა, შეუპოვრობა და ეძებეთ საკუთარი პოზიციების გამტკიცების ხერხები. ეს ნებისმიერ საქმეში წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

მერწყულებისთვის არახელსაყრელი დღეა, გართულებულია პირადი ცხოვრება, მეგობრებთან და გარშემომყოფებთან ურთიერთობები. მოსალოდნელია განწყობის ხშირი და მკვეთრი ცვლა. შესაძლოა, ვინმე არაკეთილისმყოფელი შეეცადოს თქვენთვის ზიანის მოყენებას, ამან კი გაიძულოთ პარტნიორის მიმართ მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება. აუცილებლად უნდა შეიკავოთ თავი რამე რადიკალური გადაწყვეტილების მიღებისგან. საქმეების წარმოებასა და ურთიერთობებში ენდეთ ინტუიციასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

საკმაოდ ნერვული და არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო ძალები, ემოციური პოტენციალი დაქვეითებულია, ამასთან საოჯახო საზრუნავი და ყოფითი პრობლემები სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები, თან, ნებისმიერი დაავადება, დიდი ალბათობით, ხანგრძლივად გაგრძელდება. ასევე, შესაძლებელია კონფლიქტები ნათესავებთან, ბავშვებთან - აქ კი დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ საკუთარი ავტორიტეტი დაიცვათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0