დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:  4 აგვისტო

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღის დასაწყისი რთული იქნება. ამ დროისთვის, სჯობს, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები. ბევრი რამ ისე არ ჩაივლის, როგორც გსურთ, ამას თან ერთვის გარშემომყოფების დაუკითხავი რჩევები. მაგრამ მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება მუშაობისა და ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია, საქმიანი კონტაქტები რომანტიკულ ურთიერთობებში გადაიზარდოს.

ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება აგვისტოში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

თქვენზე ნებისმიერი საქმის დავალდებულება, რაც არ შედის თქვენს მოვალეობებში, არაფერს მოიტანს. საკუთარი ვალდებულებების მიმართ კი მეტად პასუხისმგებლობით ხართ განწყობილი. დღეს ძალზე მომატებულია თქვენი დიპლომატიური ნიჭი, ამიტომ ეს ვითარება ვერაფერს დაგაკლებთ. თუ პროვოკაციებს არ აჰყვებით, დღე მშვიდად ჩაივლის. პრობლემების გადადება სუფთა სინდისით სამომავლოდ შეგიძლიათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

დღეს, შესაძლოა, გრანდიოზული იდეა გაგიჩნდეთ სახლში დიდი გადაწყობა–გადაადგილების მხრივ. იდეა, იქნებ, კარგიცაა, მაგრამ მისი ხორცშესხმა რეალობაში კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. დღეს რეალობას ძალზე ჩამოშორებული ხართ და შესაძლოა, შემოქმედებით „წვაში“ სახლის საყრდენი კედელი მოანგრიოთ ან სამშენებლო სხვა რამე მნიშვნელოვანი ნორმა დაარღვიოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღეს თქვენი ყველა ფიქრი და გეგმა უჩვეულოდ ღრმა და კაშკაშა იქნება, თუმცა, ამ იდეებს, დიდი ალბათობით, განხორციელება არ უწერია. მაგრამ ხანდახან ოცნებაც აუცილებელია. დღევანდელი დღე უამრავ ბედნიერ წუთს აჩუქებს განსაკუთრებით იმ კირჩხიბებს, ვისაც შემოქმედებითი ფანტაზიები აქვს განვითარებული. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა და საინტერესო საუბრები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როდის და რატომ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

საკმაოდ მშვიდი დღეა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა. სინამდვილეში, ერთი სული გაქვთ, ყველაფერს თავი დაანებოთ, გაექცეთ ფინანსურ თუ ურთიერთობების პრობლემებს. ხანდახან ყველაფერზე თვალის დახუჭვის პოლიტიკა სასარგებლოა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამით პრობლემები არსად გაქრება და მათი გადაჭრა მაინც მოგიწევთ – დღეს თუ არა, ხვალ, ზეგ...

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღეს თქვენს სულში წინააღმდეგობების ცეცხლი თუ არა, პატარა ალი მაინც იგიზგიზებს. ერთი მხრივ, სურვილი გაქვთ, თავშეკავებული იყოთ, ხოლო მეორე მხრივ, ეს არ გამოდის. თუ გსურთ, რომ ამ ცეცხლმა არ დაგწვათ, ემოციები უნდა გამოუშვათ. თქვით სათქმელი პირდაპირ და არ ეცადოთ სიტუაციის „მიფუჩეჩებას“, გულში ემოციების დატოვებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღეს ვარსკვლავები გიბიძგებენ, რომ დინებას გაჰყვეთ ისე, რომ ყურადღება არ მიაქციოთ სხვადასხვა პრობლემასა და გაუგებრობას. სურვილი გექნებათ, საქმეებს გაერიდოთ. ასეთ ბედნიერ უშფოთველობაში იქნებით საღამომდე და მაშინ აღმოაჩენთ, რომ პრობლემები არსად წასულა, თავისით არ მოგვარებულა და მაინც მოგიწევთ მათი გადაჭრა.

ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღეს ემოციებისა და სურვილების შეკავება გაგიჭირდებათ. თავის ჩარგვა ქვიშაში და გრძნობების გაკონტროლება, დიდი ალბათობით, არ გამოგივათ. ამ დროს, ასტროლოგების რჩევა იქნება, რომ თქვენს გრძნობებს რამე უსაფრთხო „მეხამრიდი“ მოუძებნოთ, რომ არ „აფეთქდეთ“. ამ დროს საინტერესო სამუშაოს შესრულებაც წაგადგებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

დღეს თქვენი რომანტიზმი უჩვეულოდ შერწყმება პრაქტიკულობასა და გონივრულობას. როგორ ღრუბლებშიც არ უნდა ცურავდეთ, ტვინის რომელიღაც კუნჭულში აუცილებლად იჯდება ყურადღებიანი „ბუღალტერი“ უზარმაზარი საკანცელარიო ანგარიშებით, რომელიც არ მოგცემთ უფლებას, ოცნებებში წასულმა რამე დიდი სისულელე ჩაიდინოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

დღეს შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ გაამდიდროთ და გაამრავალფეროვნოთ შინაგანი სამყარო. კარგი იქნება, თუ დროს დაუთმობთ საინტერესო პიროვნებებთან ურთიერთობებს, გაიცნობთ ახალ ადამიანებს. ეს წაგადგებათ, რადგან სამუშაოსა და აქტიური მოქმედებებისთვის განწყობილი არ ხართ. ასე რომ, დახარჯეთ დრო საუბრებში.

ახალგაზრდები პარკში - Sputnik საქართველო
რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

დღეს საკუთარ თავში ჩაღრმავების, თვითანალიზის სურვილი მოგეძალებათ. ხშირად მოგივათ აზრი, რომ ესა თუ ის საქმე ასე არ უნდა გაგეკეთებინათ, შეცდომა დაუშვით, ხშირად გაიმეორებთ: „ახია ჩემზე“. მაგრამ ასეთ ვერდიქტს ნუ გამოუტანთ თავს. უბრალოდ, გააკეთეთ დასკვნები და სამომავლოდ გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვათ – სულ ესაა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

დღეს თქვენში აქტიური თეორეტიკოსი გაიღვიძებს, მაგრამ პრაქტიკოსის გაღვიძებას, როგორც ჩანს, ვერ შეძლებთ. არის რისკი, რომ მთელი დღე უსასრულო ფიქრებში გაატაროთ – რა, როგორ და რანაირი თანმიმდევრობით გააკეთოთ საქმეები. ეს აზრები ძალიან კარგია იმისთვის, რომ ის რეალობაში განახორციელოთ, მაგრამ რადგან პრაქტიკოსს სძინავს...

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0