როგორ დავგეგმოთ აგვისტოს პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

© Pixabay / Bluesnapნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის მიხედვით, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანშია მთვარე, ის სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანებზე. აგვისტოს პირველი დეკადის მთვარის კალენდარი საქმეების ყოველდღიურ დაგეგმვაში დაგეხმარებათ

მთვარის კალენდრის მიხედვით შესაძლებელია განისაზღვროს, რომელ დღეს რისი გაკეთება აჯობებს და რისი - არა. ამასთან, მთვარის ნეგატიური ენერგეტიკა დაავადებებსა და ცუდ განწყობას იწვევს, მაგრამ მთვარიდან გამომავალი უარყოფითი ტალღები ყოველთვის არაა ისეთი ძლიერი, რომ მასთან გამკლავება შეუძლებელი იყოს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულ დღეს რას მოვერიდოთ, რათა თავიდან ავირიდოთ ციური სხეული ნეგატიური ენერგეტიკის ზეგავლენა.

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
როგორ დავგეგმოთ აგვისტოს პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით - Sputnik საქართველო
ნახევარმთვარე

1-2 აგვისტო: ზაფხული ბოლო თვე ახალმთვარეობით იწყება, რომელიც ლომის ნიშანში მოხდება. იქნება საკმაოდ არახელსაყრელი დღე, ამიტომ საჭიროა, თავი შევიკავოთ ახალი წამოწყებებისა და სარისკო საქმეებისგან. ასტროლოგები გვირჩევენ, ძირითადი ყურადღება მნიშვნელოვან საქმეებზე გავამახვილოთ. 2 აგვისტოს მოიმატებს იღბლიანობა. ის მაქსიმალურად კარგი და ხელსაყრელი დღე იქნება.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

3-4 აგვისტო: მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანში უქმეებზე მოდის, რაც არცთუ კარგი შერწყმაა. ამ დროს გველოდება ემოციური ცვლილებები, განცდები და ნეგატიური გრძნობები, წარსულის ცუდი მოგონებების გახსენება. ასტროლოგები გვირჩევენ, ირგვლივ მხოლოდ დადებითი და ძალიან ახლობელი ადამიანები შემოვიკრიბოთ, რომლებიც არ მოახდენენ ჩვენს პროვოცირებას.

5-6 აგვისტო: მზარდი მთვარე სასწორის ნიშანში: შესანიშნავი დროა დასვენებისთვის. ვინც მუშაობს, ასტროლოგების რჩევაა, რომ ამ დღეს ჩვეული, მშვიდი, მარტივი საქმეები შეასრულონ. საღამო მშვიდ ვითარებაში გაატარეთ ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან ან ახლობლებთან ერთად.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

7-8 აგვისტო: მზარდი მთვარე მორიელის თანავარსკვლავედშია. ეს ნიშანი მთვარის ენერგეტიკაზე მზარდი ფაზის დროს უარყოფითად მოქმედებს. იღბალი მშვიდი და კეთილი ადამიანების მხარეს იდგება. რამე სახის კონფლიქტის არსებობისას საჭიროა კომპრომისის დაუყოვნებლივ მოძებნა და პრობლემების მშვიდად აღმოფხვრა.

9-10 აგვისტო: მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში შესანიშნავი შერწყმაა. პარასკევი და შაბათი ძალზე პოზიტიური, მნიშვნელოვანი მოვლენებით სავსე დღეები იქნება. ამ პერიოდში შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, გარემოს შეცვლა, მოგზაურობაში წასვლა, ფულის ხარჯვა გართობაზე და კაშკაშა ემოციების მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0