დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი

© photo: Sputnik / Alexander Lyskin / გადასვლა მედიაბანკშიდაისი ტბაზე
დაისი ტბაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

სიფრთხილე და წინდახედულება ნამდვილად არ გაწყენთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით, დღის პირველ ნახევარში: ამ პერიოდში, შესაძლოა, სპეციალურად შეგიყვანონ შეცდომაში, თქვენი პროვოცირება მოახდინონ. ნუ აჰყვებით ემოციებს. მოსალოდნელია მცირე თანხის მიღება, მაგრამ არ იყიდოთ ძვირად ღირებული ნივთები კრედიტით და არ აიღოთ საკუთარ თავზე არანაირი ფინანსური ვალდებულება.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღის პირველი ნახევარი წარმატებულია. შესაძლებელია დიდი წარმატებების მიღწევა. დღის მეორე ნახევარში კი უნდა დაისვენოთ, შეამციროთ აქტიურობა. პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესუსტდება. სურვილი გექნებათ მარტო დარჩენის, ფიქრებსა და გრძნობებში გარკვევის. შესაძლოა, სწორედ ამ დროს მიხვდეთ, როგორ უნდა იმოქმედოთ, როგორ გადაჭრათ პრობლემა, რომელიც დიდი ხანია, მოსვენებას გიკარგავთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საკითხის გადაჭრისთვის. შესაძლებელია წარმატების მიღწევა სრულიად ახალ სფეროში - სწრაფად გაერკვევით საქმეში. მოსალოდნელია საქმიანი წინადადებები. იქნება კარიერული წინსვლის შანსი. კარგად აწყობთ ურთიერთობებს ახლობლებთან. გექნებათ საშუალება, გაახაროთ ახლობლები, ნათესავები, გადაჭრათ რაღაც ოჯახური პრობლემები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ეცადეთ, წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. ამ დღის პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. შესაძლოა, მოგიწიოთ ყოველდღიური, მოსაწყენი საქმეების გაკეთება, გქონდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არ გესიმპათიურებათ. მაგრამ თქვენი შრომა ფუჭად არ ჩაივლის - გაქვთ ბრწყინვალე შედეგების მიღების შანსი. შესაძლებელია მოულოდნელი მგზავრობა მოგიწიოთ, რაც თქვენს განწყობას აამაღლებს.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დღე კარგად ჩაივლის. შესაძლოა, თავბრუდამხვევ წარმატებებს ვერ მიაღწიოთ, მაგრამ, მთლიანობაში, მოვლენების განვითარებით კმაყოფილი იქნებით. ზოგჯერ მტკიცე ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარი კარგია სწავლისთვის, განათლებისთვის. ამ პერიოდში ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად ითვისებთ. არ არის გამორიცხული იღბლიანი შეხვედრები, საინტერესო წინადადებები თანამშრომლობაზე.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

არ შეუშინდეთ ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებას. გაქვთ გამარჯვების შანსი. დაგეხმარებიან მეგობრები, ახალი გაცნობილი ადამიანები. გეყოლებიან ძლიერი მოკავშირეები. შუადღისას კარგი დროა ძველი პროფესიული უთანხმოებების მოსაგვარებლად. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით დღე ნეიტრალურია. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, შესაძლებელია უკეთესობისკენ ცვლილებები.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღის პირველი ნახევარი იღბლიანად ჩაივლის. გექნებათ ძველი საქმეების დასრულების, პრობლემების გადაჭრისა და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მიღების შესაძლებლობა. მოსალოდნელია თანხის მიღება. დღის მეორე ნახევარში დასვენება გესაჭიროებათ. ამ დროისთვის არასასურველია მგზავრობის დაგეგმვა, ასევე, იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებთანაც საერთო ენის გამონახვა გიჭირთ.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

არ არის საჭირო აჩქარება, რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება. იმოქმედეთ თანამიმდევრულად და მიაღწევთ საამაყო შედეგებს. მიმართეთ ადამიანებს რჩევებისთვის, მაგრამ თქვენი საიდუმლო და მომავლის გეგმები არავის გაანდოთ. კარგი დღეა სრულიად ახალი საქმის დასაწყებად. გექნებათ ახლობელი ადამიანის დახმარებისა და მხარდაჭერის შანსი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

შეიქმენით საქმიანი განწყობა. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნება ეს დღე. დასახული მიზნების მისაღწევად სიმტკიცე და შეუპოვრობა გჭირდებათ. გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა ყოველთვის არ გამოდის, მოსალოდნელია კამათი, მაგრამ სერიოზული კონფლიქტი ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლებელია სასიკეთო ცვლილებები პირად ურთიერთობებში - ვარსკვლავები მხარს გიჭერენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

ყალიბდება არცთუ მარტივი ვითარება და მასში სწრაფად ვერ მოახერხებთ გარკვევას. ბევრი რამაა გაურკვეველი. სიტუაციის შესწავლისთვის დრო გჭირდებათ, რომელიც არ გყოფნით, ჩქარობთ. საბედნიეროდ, შეგიძლიათ, ინტუიციას ენდოთ. მოერიდეთ ნებისმიერ კონფლიქტს. საღამოს მშვიდად დაისვენეთ. ეს ძალებისა და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ, განგაწყობთ პოზიტიურად. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

კარგი დღეა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. თუ საუბრებზე დიდ დროს არ დახარჯავთ, წარმატების მიღწევა უფრო ადვილი იქნება. მზად ხართ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ, აიღოთ პასუხისმგებლობა შედეგებზე. დღის მეორე ნახევარი უჩვეულო, დასამახსოვრებელი შეხვედრების დროა. მოსალოდნელია მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

ხელსაყრელი დღეა. ბევრ რამეს აღწევთ იოლად. მარტივ საქმეებს მარტოც კარგად უმკლავდებით, რთულში კი ნაცნობები გეხმარებიან. მოსალოდნელია წარმატებები სწავლაში. ადვილად იმახსოვრებთ საჭირო ინფორმაციებს. კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის. ასევე არ გაგიცრუებთ იმედს რომანტიკული პაემანი. განწყობა მხოლოდ მაშინ გიფუჭდებათ, თუ დროს უქმად კარგავთ და არ იცით, რა მოიმოქმედოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0