კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 29 ივლისი – 4 აგვისტოს პერიოდში

CC BY 2.0 / Ben Perrin / Lysterfield Lakeხედი ჰორიზონტზე
ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოროსკოპები გვეხმარება, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შევინარჩუნოთ წარმატება და კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. ამ კვირაში ვარსკვლავები სიმშვიდეს გვპირდებიან, მაგრამ მოდუნება მაინც არ ივარგებს

ამ კვირაში ასტროლოგები გვირჩევენ, აგრესიულ ადამიანებთან ფრთხილად ვიყოთ, თუ ჩვენშიც ვიგრძნობთ აგრესიის ნიშნებს, ვეცადოთ და შევამციროთ იმპულსურობა.

ვერძი

ვერძებს, მიუხედავად ვარსკვლავებისა და პლანეტების დადებითი განწყობისა, ნეგატიური აზრები მაინც შეიძლება დაეუფლოს. დადგება მომენტები, როცა სიმშვიდეს განგაშის გრძნობა შეცვლის.

გარშემომყოფების მიმართ მეტად გულისხმიერი უნდა იყოთ. თუ იღბალი გაგიმართლებთ, გაუზიარეთ პოზიიური ემოციები ახლობლებს და აგრძნობინეთ მხარდაჭერა. მომავალში ეს ბუმერანგის პრინციპით უკან დაგიბრუნდებათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მამაკაცების კომპლექსები და შიშები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კურო

შესაძლოა, გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ ყოველთვის მართალი ხართ და ყველაფერს სწორად აკეთებთ. ეს შეცდომებს გამოიწვევს. იყავით მეტად თვითკრიტიკული. ასევე, გჭირდებათ განწყობის ამაღლება და ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევა.

1 და 2 აგვისტო არახელსაყრელი დღეებია,როდესაც, სჯობს, დაისვენოთ და რთულ საქმეებს არ შეეჭიდოთ. ყველა ძნელად გასაკეთებელი საქმე 30–31 ივლისისთვის დაგეგმეთ. უქმეებზე მოქმედებების სრული თავისუფლება გაქვთ.

ტყუპი

ამ კვირაში ბედნიერების მომტანი ცვლილებებია მოსალოდნელი. პლანეტები კარგ განლაგებაში არიან, ხოლო 1 აგვისტოს კიდევ უფრო უკეთესი ხანა დადგება, რადგან მერკური შეწყვეტს რეტროგრადულობას და თქვენ წარმატებების მეტ შანსს მიიღებთ.

გექნებათ საკმაოდ მრავალფეროვანი კვირა, რომელიც კარგია სიყვარულის, რომანტიკისთვის. განწყობის ხშირი ცვლა მოსალოდნელი არ არის. ხელსაყრელი პერიოდია ნაცნობობისა და ურთიერთოებისთვის. გამოიყენეთ თქვენი ინტელექტუალური ძალა.

კირჩხიბი

კვირის დასაწყისი დღეები მიესადაგება ახალი ცოდნის მიღებას. ყურადღება გაამახვილეთ მნიშვნელოვანი ინორმაციების ათვისებასა და გაანალიზებაზე. ასევე, არ გაწყენთ ფიზიკური აქტიურობა, რაც ნეგატიური ემოციების განდევნაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასა და მორალურ მდგომარეობას.

ხუთშაბათიდან მეტად ემოციური და მგრძნობიარე გახდებით პრობლემების  მიმართ. ნეგატიურად იმოქმედებენ ვარსკვლავები და პლანეტები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ დისონანსურ დამოკიდებულებაში იქნებიან. ეცადეთ, არ აჰყვეთ ნეგატიურ აზრებს და პოზიტიური განწყობა შეიქმნათ.

აფეთქებული ვარსკვლავი კოსმოსში - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ბედნიერი ნიშნები

ლომი

ამ კვირაში ყურადღების კონცენტრირება სასიყვარულო და ოჯახურ პრობლემებზე გმართებთ. მეტი დრო დაუთმეთ სახლის საქმეებს. გექნებათ საშუალება, ირგვლივ მყოფ ადამიანებს საკუთარი საუკეთესო მხარეები – სიკეთე და კომპრომისების მოძებნის უნარი აჩვენოთ.

სამუშაოზე აუჩქარებლად იმოქმედეთ. ეს ეხება საყიდლებსაც – მაქსიმალურად იფრთხილეთ. არ ღირს ახალი საქმეების დაწყებაც – ჯერჯერობით დაელოდეთ უკეთეს ვითარებას. ეს კარგი კვირაა ახალი გატაცებების საძებნელად, სამუშაოს შეცვლისთვის.

ქალწული

კვირის პირველ სამ დღეს მუდმივი შინაგანი დისჰარმონია გექნებათ. ამას დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ. დამამშვიდებელი ეფექტი ექნება ახალი ცოდნის მიღებას. ამ კვირაში შეგიძლიათ შეუდგეთ ახალ საქმეებს, მაგრამ გეგმები არავის გაანდოთ – სხვების რჩევებს თქვენს თავდაჯერებულობაზე დესტრუქციული მოქმედება შეუძლია.

გათავისუფლდით წყენებისგან, სიბრაზისგან. ივლისი–აგვისტოს გასაყარზე ძალზე მნიშვნელოვანია ოპტიმიზმის შენარჩუნება, რათა იღბალი ხელიდან არ გაგისხლტეთ. უქმეებზე, შესაძლოა, მეოცნებეობა „დაგჩემდეთ“, რაც არგად აისახება ახალი ჰობის ძიებასა და ახალი მიზნების დასახვაზე.

სასწორი

ამ კვირაში შესაძლებელია ცვლილებები კარიერასა და ფინანსურ მდგომარეობაში. ვარსკვლავები და პლანეტებიიდუმალ მინიშნებებს გამოგიგზავნიან. მათი ამოცნობა დაგეხმარებათ წარმატებებისკენ მიმავალი სწორი გზის შერჩევაში.

ადამიანებთან ურთიერთობებში და განსაკუთრებით, სიყვარულის სფეროში აუცილებლად უნდა შეებრძოლოთ ეჭვიანობაა და შურს. ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება შინაგანი ჰარმონიისა და ადამიანების პატივისცემის მოპოვებისთვის. იყავით თავშეკავებული და იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, რომ აპატიოთ არაკეთილმოსურნეებს.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

მორიელი

მორიელები გულკეთილები არიან, მაგრამ ამ კვირაში მათი სიკეთით, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა, მანიპულატორმა და ენერგეტიკულმა ვამპირებმა ისარგებლონ. მოერიდეთ ასეთ ადამიანებს და ყურადღება მნიშვნელოვან საქმეებზე გადაიტანეთ. თუ ურთიერთობები და კონფლიქტი გარდაუვალია, ეცადეთ, თავშეკავებული იყოთ.

უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტი, შესაძლოა, განგაშის საბაბი გახდეს, მაგრამ კვირის ბოლოს სამყარო პოზიტიურ კორექტივებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. იოლი გახდება ახალი მეგობრების შეძენა, პრობლემებისა და მერყეობისგან გათავისუფლება. მთლიანობაში, ეს კვირა გიჩვენებთ, ვინ ვინ არის.უქმეებზე შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დაწყობა და წარსულიდან დასკვნების გაკეთება.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის დგება პერიოდი, როცა კატეგორიულად არასასურველია ჩხუბისა და უსიამოვნებების სახლიდან გარეთ გატანა, საყვარელ ადამიანთან სახალხოდ ჩხუბი, გარშემომყოფებთან პირადი ცხოვრების დეტალების განხილვა. ყველა სასიყვარულო ხასიათის პრობლემა საყვარელ ადმიანთან განიხილეთ.

ასტროლოგები გირჩევენ, გათავისუფლდეთ ნეგატიური გრძნობებისა და ემოციებისგან. ეს თქვენს ჯანმრთელობასა და იღბალს ვნებს. ეს ემოციები ამ კვირაში განსაკუთრებით ძლიერად და უარყოფითად იმოქმედებს. იყავით მაქსიმალურად გულისხმიერი, დაეხმარეთ ადამიანებს.

თხის რქა

ამ კვირაში პლანეტების ენერგეტიკა სტაბილურია. ამიტომ შეძლებთ მნიშვნელოვანი საქმეების მშვიდად გაკეთებას, მიზანთან მიახლოებას. ეს პერიოდი თქვენთვის გახდება გამარჯვებების, თვითანალიზის, მოტივაციის ძებნის დრო, რომელიც წინსვლას კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გაიძულებთ.

ამ კვირაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომლები ახალ ინფორაციებს მოგიტანთ – როგორც სასიამოვნოს, ისე – აარცთუ სასიამოვნოს. მთავარია, პოზიტიური განწყობა არ დაკარგოთ და გეგმები მაქსიმალურად სკრუპულოზურად გათვალოთ.

სუფრა - Sputnik საქართველო
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მერწყული

თქვენს ცხოვრებაში ამ კვირაში უდიდესი მნიშვნელობა ექნება ფინანსურ მხარეს. ვარსკვლავები ხელსაყრელად არიან განლაგებული, ამიტომ შეძლებთ იმ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას, რომლებიც სიღარიბისკენ გიბიძგებთ. გაიზრდება თქვენი ამტანობა, გახდებით უფრო პროდუქტიული, გამძაფრდება ინტუიცია.

ასტროლოგები გირჩევენ, დაიწყოთ შინაგანად შეცცვლა. არ ღირს პრობლემებში სამყაროს, გარშემომყოფების დადანაშაულება. არ დაეყრდნოთ ჭორებს, დაუდასტურებელ ინფორმაციებს, დაუზუსტებელ ხმებს. ბევრი პრობლემა თავისთავად გადაწყდება, თუ ყოველ მოვლენაზე არ შემოჰკრავთ განგაშის ზარს.

თევზები

ამ კვირაში, შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ. ეცადეთ, გადაღლასა და აპათიას თავი აარიდოთ. ნეგატიური განწყობის მოშორებაში დაგეხმარებათ შოპინგი, სეირნობა, ახალ ადამიანებთან ურთიერთობები. საოჯახო საქმეებს უქმეებზე მიხედეთ, რომ სამსახურის მერე ალიან არ დაიტვირთოთ.

ასტროლოგები გირჩევენ, ყველა მნიშვნელოვანი საქმისთვის სათადარიგო გეგმა გქონდეთ. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დაისვენეთ სიმშვიდესა და სიწყნარეში.. ისწავლეთ „არას“ თქმა, რადგან, ექსპერტების აზრით, შეიძლება გაიზარდოს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ყველაფერში დახმარებას გთხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0