დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივლისი

© courtesy of Travelerქუაქანცალია
ქუაქანცალია   - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ეცადეთ, კარგი განწყობა დილიდანვე შეიქმნათ - თუ ამას მოახერხებთ, მთელი დღე კარგად ჩაივლის. ასე რომ, ნუ მიაქცევთ დიდ მნიშვნელობას წვრილმან სირთულეებს. კონტაქტებში ყურადღებით იყავით - თავი შორს დაიჭირეთ ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ გაკრიტიკებენ და თავგზას გიბნევენ. კარგად ჩაივლის მგზავრობა, ასევე, კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის.

პატარძალი - Sputnik საქართველო
ვნებიანი ზაფხულიდან თეთრ კაბამდე: ხუთი ნიშანი, რომლებსაც ელოდება...

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღე სასიამოვნოდ, მაგრამ არცთუ ნაყოფიერად ჩაივლის. რთულია საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება. უბრალოდ, სურვილი გაქვთ, რომ გადადოთ მოსაწყენი და დამღლელი საქმეები, მაგრამ ეცადეთ, გააკეთოთ დაგეგმილის ნაწილი მაინც. საღამო სამომავლოდ ახალი იდეები გაჩნდება. გაერკვევით მიზნებში და სამოქმედო გეგმებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ხართ ენერგიული, ძალებით სავსე, გსურთ, რომ რაც შეიძლება მალე მიაღწიოთ სასურველს. მაგრამ ეს რიტმი ყველას არ მოსწონს, ამიტომ მოსალოდნელია კონფლიქტი გარშემომყოფებთან, რომლებიც ვერ გეწევიან, ან არ სურთ არსებული პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრა. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დამოუკიდებლად გააკეთეთ. პირად ურთიერთობებში სირთულეებია მოსალოდნელი.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღეს მოულოდნელი ახალი ამბებია მოსალოდნელი. ამან, შესაძლოა, დაგაფიქროთ. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პანიკას არ აჰყვეთ. კარგად გააანალიზეთ ინფორმაცია და ისე იმოქმედეთ. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და დაინტერესებული ადამიანების მოსაზრებებს - წინააღმდეგ შემთხვევაში, არის რისკი, რომ მანიპულატორების მსხვერპლი გახდეთ.

ვეფხვი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

საჭიროა საოჯახო საქმეებზე კონცენტრირება. კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოთ ახლობლებთან, მოერიდეთ კონფლიქტებს. ჩხუბი, შესაძლოა, წვრილმანის გამო დაიწყოს და შემდეგ სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ხანდახან, მშვიდობის შესანარჩუნებლად, სერიოზულ დათმობაზე უნდა წახვიდეთ. დღეს ასევე მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები, საინტერესო თანხვედრები, რომლებიც უნდა გამოიყენოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

დღე კარგად ჩაივლის მათთვის, ვინც მზადაა ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. არ შეუშინდეთ ახალს - დღეს ვარსკვლავები მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზებით გაგაოცებენ. ხართ ოპტიმისტურად განწყობილი და ხელიდან არ უშვებთ სასარგებლო საქმის გაკეთების შესაძლებლობას. დღეს დაწყებული მეგობრული ურთიერთობები დროთა განმავლობაში, შესაძლოა, სასიყვარულო კავშირში გადაიზარდოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ხართ მოუთმენელი და უამრავ ენერგიას ხარჯავთ იმაზე, რომ სასურველი დაუყოვნებლივ მიიღოთ. ამას აზრი არ ექნება, თუ მოქმედების გეგმას არ შეადგენთ და მას დეტალებში არ გათვლით. მოსალოდნელია კონფლიქტი თანამოაზრეებთან, განსაკუთრებით რთული იქნება ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთო ენის გამონახვა. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარში.

სიღნაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის. შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების სიმპათიის მოპოვება, რომელთა აზრი თქვენთვის სულერთი არ არის. გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ ემოციური ფონი დაძაბული იქნება. ასეთ მომენტებში სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, თუნდაც ეს მოსაწყენი იყოს თქვენთვის. დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ თქვენგანს ყოფითი პრობლემების გადაჭრა მარტოს მოუწვეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

მოსალოდნელია სირთულეები ახლობლებთან ურთიერთობებში, იმედგაცრუება და ჩხუბი. ადვილი არ იქნება საკუთარი თვალსაზრისის დაცვა. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ახალი ამბები გაიგოთ, ასევე, შემოგთავაზონ ძალიან საინტერესო წინადადება, რომელზეც უარის თქმა არ მოგინდებათ. ასევე, მოსალოდნელია შეხვედრები, რომლებიც განწყობას აგიმაღლებენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

ფრთხილად იყავით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ საქმე გაქვთ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. მათ, შესაძლოა, თქვენი მიმნდობლობით ისარგებლოთ. არავის მისცეთ დაპირება, არ აიღოთ ფინანსური ვალდებულება. არ არის გამორიცხული რომანტიკული გატაცება, რომელიც არა მხოლოდ სიხარულს, არამედ მღელვარებას, უთანხმოებებსა და წყენასაც მოიტანს. დღის მეორე ნახევარში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ უარი თქვათ ცრურწმენებზე და კრიტიკულად შეხედოთ თქვენს ჩვევებს. ბევრი ცვლილებისთვის, რომლებიც აქამდე შეუძლებლად მიგაჩნდათ, ახლა მზად ხართ. ბევრს მიაღწევთ, თუ ფანტაზიებს მისცემთ თავისუფლებას და უჩვეულო გადაწყვეტილებებს მიიღებთ. არ შეგეშინდეთ ინიციატივის გამოჩენის. შემოქმედებითი პოტენციალი მაღალია.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღე თქვენგან შრომისმოყვარეობას მოითხოვს. თუ უსაქმოდ არ დასხდებით, შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება, განსაკუთრებით, ნაკლებად ნაცნობი ადამიანების. სჯობს, თუ საკუთარ გეგმებსა და საიდუმლოებებს არავის გაუმხელთ. სახლის საქმეები ბევრ დროს წაიღებს, მაგრამ შედეგებით კმაყოფილი დარჩებით. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ ძალიან არ გადაიღალოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0