ვნებიანი ზაფხულიდან თეთრ კაბამდე: ხუთი ნიშანი, რომლებსაც ელოდება...

© photo: courtesy of W-Artპატარძალი
პატარძალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოდიაქოს ხუთ ნიშანს წლის დარჩენილ დროში გაუმართლებს - მათ დაქორწინება ელოდება

ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენელი გოგონები წლის დარჩენილი თვეების განმავლობაში მიიღებენ შანსს, რომ სასიყვარულო ისტორია გვირგვინის დადგმით დაასრულონ და ახალი, ბედნიერი ცხოვრება დაიწყონ.

გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რომელიც ეს ხუთი ნიშანი.

თხის რქა

ბედმა ბევრი ნიშნის წარმომადგენელს მოუმზადა ქორწილი. მაგრამ პირველ რიგში თხის რქები არიან. ვისაც ჰყავს პარტნიორი, წელს მათი შეუღლება ბედმა მტკიცედ გადაწყვიტა. ვისაც არ ჰყავს, 2019 წელს ქორწილი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მარტოხელებს იღბალი არ უმტყუნებს და შეხვდებიან ახალგაზრდას, რომელთან ურთიერთობაც მალე ქორწილით დასრულდება.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

ვერძი

როგორც კი ვერძი გოგონა შეწყვეტს საყვარელი ადამიანის „გაშაყირებას", ის მაშინვე შესთავაზებს გულსა და ხელს. მეორე ნახევარი ვერძისგან გულწრფელობასა და ასეთივე ემოციებს ელოდება, ამიტომ საკუთარი გრძნობების დამალვა არ ღირს. მარტოხელებს 2019 წლის დარჩენილ დროში დაუვიწყარი რომანი გელოდებათ. და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დაგვირგვინდება ეს ურთიერთობა ქორწილით, თუ არა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი გოგონები წელს მორევში თავით გადაეშვებიან. ქორწილი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ სიყვარულის გრძნობა ძლიერია და სხვა ვერაფერზე ფიქრობთ. ქორწინების გადადება არ ღირს. ენდეთ თქვენს გულისსწორს. სწრაფად დაქორწინება ხშირად შესაძლებლობას იძლევა, მტკიცე ოჯახი აშენდეს, სადაც სიყვარული და ურთიერთპატივისცემა სუფევს.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ

ქალწული

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს უკვე დიდი ხანია, ყველაფერი დაგეგმილი აქვთ. სწორედ დათქმულ დროს ელოდება მათ საყვარელი ადამიანისგან ხელის შემოთავაზება. ქორწილიც ისეთი იქნება, როგორც დაგეგმეს. ის მრავალ დადებით ემოციასა და შთაბეჭდილებას დაუტოვებს მათ.

ლომი

ლომი გოგონები წლის დასაწყისიდან აფართოებენ ნაცნობობის წრეს და ცდილობენ, თავიანთი მეორე ნახევარი იპოვონ. განსაკუთრებული ძალისხმევა არ გჭირდებათ - თქვენი საყვარელი ადამიანი სადღაც ძალიან ახლოსაა და ადრე თუ გვიან ჰორიზონტზე გამოჩნდება. ის ძალზე მტკიცე განწყობილებითაა, ლოდინი არ სჭირდება, ამიტომ ურთიერთობების ქორწილით დაგვირგვინების ალბათობა ძალიან მაღალია, თუ ლომი გოგონა სიყვარულით არის მის მიმართ გამსჭვალული.

ყველა ახალი ამბავი
0