დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ივლისი

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

დღეს აჩქარება არ შეიძლება. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ საჭიროა გადაწყვეტილების უსწრაფესად მიღება და ჩანაფიქრის ელვისებურად განხორციელება, მაგრამ ეს ასე არაა. უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ წარმატებას ის მიაღწევს, ვინც ჯერ კარგად გაერკვევა ვითარებაში და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

სავსემთვარეობა - Sputnik საქართველო
ამაღამ მთვარის დაბნელებაა: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

შესაძლებელია უთანხმოებები გაჩნდეს, თან სერიოზული. ახლა ყველა თავის მოსაზრებას იცავს და სხვისი არგუმენტების მოსმენა ყველას არ შეუძლია. ყველაზე დაძაბულ მომენტებში ადამიანებს ცხოვრებისეული გამოცდილება იხსნის. თუ თავად ვერ პოულობთ გამოსავალს, რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ.

ვერძი

დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული და რთული იქნება. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ იღბალმა გიღალატათ, ზურგი გაქციათ, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით გაძლიერდება და შეძლებთ სიტუაციის გაკონტროლებას. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები პროფესიულ სფეროში. დღის ბოლოს მოსალოდნელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებები. განსაკუთრებულად მძაფრი იქნება საქმიანი ალღო. პირად ურთიერთობებში კი ინტუიციას ნაკლებად ენდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღე კარგად ეწყობა, ბევრ რამეში გიმართლებთ. შესაძლოა, გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები და ამას აუცილებლად გამოიყენებთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი პროგრესი საქმეებში, იქნება შანსი, რომ წარმატებით დაასრულოთ დაწყებული პროექტები. თქვენი წარმატებებით, შესაძლოა, გავლენიანი ადამიანები დაინტერესდნენ. დრო დაგრჩებათ საინტერესო საქმეებისთვის, მეგობრებთან შეხვედრისა და შემოქმედებისთვის. დღეს სულ უბრალო რამესაც კი თქვენთვის დადებითი ემოციების მოტანა შეუძლია.

მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ივლისის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ რაღაც მიზეზის გამო გადადებულ საქმეებს დაუბრუნდეთ. ახლა შეგიძლიათ, წარმატებებს მიაღწიოთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს იქნებიან. სანამ ახალს შეუდგებით, ჯერ საკუთარი ძალები განსაზღვრეთ. დახმარების იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ, ამიტომ იფიქრეთ, შეძლებთ თუ არა საქმესთან მარტო გამკლავებას. პოზიტიური ტენდენციების გავლენა პირად ურთიერთობებში ჭარბობს. შესანიშნავად ურთიერთობთ საყვარელ ადამიანთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

გაჩნდება უამრავი ახალი იდეა. ჯერჯერობით ამ იდეებს, როგორც საუკეთესოს, თქვენ გარდა, არავინ აღიარებს, სამაგიეროდ, ბევრია ნაკლოვანებების მითითების მსურველი. მაგრამ როგორც კი დაიწყებთ ჩანაფიქრის ხორცშესხმას, გარშემომყოფები ამ იდეების სილამაზეს დაინახავენ. შესაძლებელია გარიგებების დადება, საყიდლებზე წასვლა, კარგი სიახლის გაგება სამუშაოსთან დაკავშირებით.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

იღბლიანი დღეა. ბევრი რამ იმაზე უკეთესად ეწყობა, ვიდრე ელოდებოდით, ხანდახან კი წარმატება ხელის გაუნძრევლად მოდის. ეცადეთ, სწრაფად იმოქმედოთ: დღის პირველი ნახევარი, შესაძლოა, მეორე ნახევარზე ნაყოფიერი აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანი შეხვედრებიც დილითვე დანიშნეთ. შესაძლებელია დაუგეგმავი შეხვედრები, რომლებიც ძალზე სასიამოვნოდ ჩაივლის. არ არის გამორიცხული ასევე მოულოდნელი ვიზიტები - სტუმრების მიღება გაგახარებთ. მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში ცვლილებები უკეთესობისკენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

არის მნიშვნელოვანი გამარჯვებების შანსი. თქვენგან მხოლოდ სერიოზული განწყობა მოითხოვება, ასევე, არ უნდა გადადოთ უსიამოვნო საქმეები, რომლებიც, შესაძლოა, არც ისე უინტერესო აღმოჩნდეს - გააჩნია, როგორი დამოკიდებულება გექნებათ მათ მიმართ. უფრო ეფექტური იქნება, თუ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისთვის საკუთარ მეთოდებს მოძებნით. კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები.

მზე - Sputnik საქართველო
რასაც მოისურვებთ: ზოდიაქოს სამი იღბლიანი ნიშანი ივლისის მეორე ნახევარში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

შესაფერისი დღეა მრავალი საკითხის გადაწყვეტისთვის, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავდათ. ახლა ილუზიებს არ მისდევთ, არამედ რეალურად აფასებთ საკუთარ ძალებს, არავის აძლევთ თქვენით მანიპულირების უფლებას. ჩნდება გარკვეულობა სამომავლო გეგმებში, ამასთან - სიმშვიდე, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებისთვის აუცილებელია. შესაძლოა, ახლობლების მხარდაჭერა დაგჭირდეთ. თუ გულწრფელი იქნებით, ამ დახმარებას აუცილებლად მიიღებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. დაბრკოლებებს იოლად გადალახავთ და ახლა უკვე დასახული მიზნების მიღწევაში არაფერი აღარ გიშლით ხელს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი აქვს. ხანდახან უფრო ადვილია, ვინმეს დახმარება სთხოვოთ. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე, ასევე, გამორიცხული არაა სასიამოვნო სიურპრიზი, მათ შორის, რომანტიკული. გარშემომყოფებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

შესაძლებელია დიდი წარმატებების მიღწევა სამუშაოზე, მაგრამ უნდა შეეგუოთ იმას, რომ სხვა ყველაფერი მეორე პლანზე გადავა. შესაძლოა, მოგიწიოთ რამე პირადი შეხვედრებისა და გართობის გადატანა, მგზავრობაზე უარის თქმა. დღის პირველ ნახევარში გექნებათ პრიორიტეტების განაწილების დრო. მთავარია, გესმოდეთ, რომ ყველაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებთ. ყურადღება მიაქციეთ მიღებულ ინფორმაციებს - ისინი, შესაძლოა, ძალზე სასარგებლო აღმოჩნდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

შესანიშნავი დღეა ძველი გეგმების რეალიზებისთვის, მათ შორის, ისეთების, რომლებსაც სერიოზულად თქვენ გარდა არავინ განიხილავს. შეგიძლია, შეეჭიდოთ უჩვეულო ამოცანებს, რომლებსაც შემოქმედებითი დამოკიდებულება, არასტანდარტული გადაწყვეტილებები სჭირდება. იქნება შესაძლებლობა, გაიცნოთ ადამიანები, რომელთა შესახებ ადრე ბევრი კარგი გსმენიათ, ისინი იმედს არ გაგიცრუებენ. თქვენც ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენთ. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, მაგრამ, სჯობს, არ იჩქაროთ და მოვლენები თავისი დინებით მიუშვათ.

სუფრა - Sputnik საქართველო
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

რთული დღეა. ხშირად გიწევთ გარშემომყოფებთან კამათი, რომლებსაც ან მართლა არ ესმით თქვენი, ან მოთმინებაზე გამოცდას გიწყობენ. ცდილობთ, რომ კორექტული იყოთ, მაგრამ ხანდახან თავს ვერ იკავებთ. სჯობს, მნიშვნელოვანი საკითხები არ განიხილოთ - აქ სერიოზული კონფლიქტისთვის თავის არიდებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. შესაძლოა, უფრო გონივრული იყოს კონტაქტების შეზღუდვა, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. მოგვიანებით გაჩნდება ახალი საქმეები და საინტერესო ამოცანები, განწყობაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

გეგმების შეცვლა მოგიწევთ. პირველი - მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც ელოდით. მეორეც, ვისი დახმარების იმედიც გქონდათ, საკუთარ საქმეებში არიან ჩაფლული. ასევე, მესამე - უბრალოდ, არ გსურთ იმის კეთება, რასაც აპირებდით და ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა შეგიძლიათ დასვენებისთვის პაუზა აიღოთ. როცა ძალებს აღიდგენთ, საქმეებს უკეთესად გაუმკლავდებით. დღეს უამრავი სიურპრიზია მოსალოდნელი, ასევე, საჩუქრები, კარგი სიახლეები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0