საქართველოს საზღვრის სადარაჯოზე მყოფი ხევსური და ბიძის ცნობილი ლექსი სამშობლოზე

© photo: courtesy of Zezva Arabuliზეზვა არაბული
ზეზვა არაბული - Sputnik საქართველო
გამოწერა
არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტობა საქმის ჩუმად, შეუმჩნევლად კეთებას ნიშნავს. ამიტომ მათ შესახებ საზოგადოებმა ხშირად არაფერი იცის.

დღეს ერთი მათგანი გვსურს გაგაცნოთ - ზეზვა არაბული, მესაზღვრე, რომელიც საქართველოს საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს და მას ზამთარ-ზაფხულ არ ტოვებს. მისი მშობლიური სოფელი, სახელად ჯუთა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს. ინტერნეტში ხშირად აზიარებს თავისი სოფლისა და ხევსურულ ფორმაში გამოწყობილ საკუთარ ფოტოებს, მოვა დრო, როცა თავის ხევსურულ სახლში ტურისტებს მიიღებს..

სოფლის ამბებსა და ცხოვრებაზე სასაუბროდ ზეზვა არაბულს ჩეჩენ-ინგუშეთის საზღვრის სადარაჯოზე ყოფნის დროს დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Zezva Arabuliზეზვა არაბული
საქართველოს საზღვრის სადარაჯოზე მყოფი ხევსური და ბიძის ცნობილი ლექსი სამშობლოზე - Sputnik საქართველო
ზეზვა არაბული

- ბატონო ზეზვა, ისტორიული და პოეტურ-პატრიოტული გვარი გაქვთ და ამართლებთ კიდეც...

- რა ვიცი, ვცდილობ... დღეს მთაში ცხოვრება რთულია. მე ინდუსტრიული ტექნიკუმი დავამთავრე და პროფესიით მშენებელ-ინჟინერი ვარ, მაგრამ ახლა მესაზღვრედ ვმუშაობ და საქართველოს საზღვარს ვიცავ. რაც ამ სოფელში საზღვარი გაიხსნა მას შემდეგ ამ საქმეში ვარ. ბოლოს დროს ჯუთაში ძალიან ბევრი უცხოელი და ქართველი დამსვენებელი ამოდის. გაგიკვირდებათ და აქ ზამთრობითაც მოდიან. მართალია, გზები ზამთარში იკეტება, მაგრამ ეს არ აშინებთ, მაინც ჩამოდიან თხილამურებით, ვეტმფრენებით, ზოგიც ფეხით, ვისაც რის საშუალება აქვს...

-ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე დიდთოვლობის გამო შემორჩენილა?

- ეგეთი არასოდეს ყოფილა. შეიძლება ერთი კვირა დარჩნენ, მაგრამ მერე ამინდები გამოდის და ისევ გადიან. კარკუჩამდე გზა ფეხითაც შეგიძლია რომ გაიკვალოთ.

© photo: courtesy of Zezva Arabuliზეზვა არაბულის სახლი
საქართველოს საზღვრის სადარაჯოზე მყოფი ხევსური და ბიძის ცნობილი ლექსი სამშობლოზე - Sputnik საქართველო
ზეზვა არაბულის სახლი

- ხსენებაზე, კიდევ ჩამოჰყავთ „კარკუჩიდან ქალი ლამაზი, თმიანი“?

-არა, ახლა აქეთ აღარ მოგვყავს, პირიქით, აქედან მიჰყავთ ხოლმე... ეეჰ, დაიცალა სოფლები, სადღაა ახალციხე, სნო, ჯუთა ისეთი ადრე რომ იყო?.. ადრე აქ ბევრი კომლი იყო. ბავშვები ვინცაა ზოგი ყაზბეგში სწავლობს, ზოგი-დუშეთში, ზოგიც თბილისში. ადრე ოთხწლედი იყო და მერე გააუქმეს. ამჟამად სკოლა არის, მაგრამ არ ფუნქციონირებს.

-რამდენად შესაძლებელია, რომ ქართველი მთას დაუბრუნდეს?

- შესაძლებელი ნამდვილად არის. მე გეტყოდით, ასი პროცენტითაა შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის მთავრობამ კარგად გათვლილი პროგრამა უნდა შეიმუშაოს და ხალხს წაუდგინოს. მერე ხალხი მთას დაუბრუნდება.

© photo: courtesy of Zezva Arabuliჯუთლელებთან ერთად
საქართველოს საზღვრის სადარაჯოზე მყოფი ხევსური და ბიძის ცნობილი ლექსი სამშობლოზე - Sputnik საქართველო
ჯუთლელებთან ერთად

-ჯუთაში ბოლო დროს არავინ დაბრუნებულა?

- კი, დაბრუნდა ერთი ახალგაზრდა ოჯახი, რომელიც ადრე კახეთში იყო გადასული. ახლა ისევ ჯუთაში ჩამოვიდა. უჭირს იმ ოჯახს და ისევ სოფელი დაეხმარა: ერთი ძროხა ვიღაცამ მისცა, ხბოც აჩუქეს და ასე გაიტანეს თავი. უფრო მეტი ხელისშეწყობა რომ იყოს, ჯუთაში უფრო მეტი ამობრუნდება. მე პირადად თბილისში მაქვს ბინა, მაგრამ დაკეტილია და ცოლ-შვილით აქეთ ვარ, ვერ ვტოვებ ჩემს სოფელს...

- მოგვიყევით როგორია ჯუთა?

-ჯუთა მთის ქართული ტრადიციული სოფელია, სუფთა ჰაერით, კამკამა წყლით და ნატურალური პროდუქტებით, ყველაფერია- ყველი, ერბო, ხორცი... აქ მთა, კლდე, ხევი და გორებია. ყაზბეგის რაიონში ეს ერთადერთი სოფელია, სადაც ხევსურები, მხოლოდ არაბულები ცხოვრობენ.

© courtesy of Zezva Arabuliჯუთა
საქართველოს საზღვრის სადარაჯოზე მყოფი ხევსური და ბიძის ცნობილი ლექსი სამშობლოზე - Sputnik საქართველო
ჯუთა

- ტურისტები რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან?

- აქ ჩამოსული ტურისტების 90 % ისრაელიდან არიან. ისინი ჩვენს  ჩანჩქერებზე და წყლებზე გიჟდებიან. ალბათ იმიტომ, რომ მათ ქვეყანაში ამდენი წყალი არ არის. აქ ჭიუხებში გვაქვს ხელოვნური ტბა, რომელსაც აქაურები ერკონოვანოს ვეძახით...

-რა უცნაური სახელია, ძველებურს და ქართულს არ ჰგავს...

- მასთან ერთი ამბავია დაკავშირებული და ეს სახელიც იმის მერე დაერქვა. ახალგაზრდობაში, ადგილობრივმა ჯუთლებმა დააგუბეს ეგ ტბა და ვერაფრით შეთანხმდნენ მისთვის რა უნდა დაერქვათ. ბოლოს გადაწყვიტეს ვინც ტბის დაგუბებაში მიიღო მონაწილეობა მათი სახელების ინიციალების შესულიყო ტბის ამ სახელში...

© photo: courtesy of Zezva Arabuliსახალხო დღეობაზე
საქართველოს საზღვრის სადარაჯოზე მყოფი ხევსური და ბიძის ცნობილი ლექსი სამშობლოზე - Sputnik საქართველო
სახალხო დღეობაზე

-  ერკონოვანო, ანუ?

-ანუ ერეკლე, კობა, ნოდარი, ვაჟა, ნოშრევანი -ერთად ერკონოვანო. დღეს ეს ტბა ამ სახელითაა ცნობილი. მიყვარს აქაურობა... სამშობლო ქართველისთვის ყველაფერია, თუკი შენი მიწა არ გიყვარს, გამოდის, რომ არც ოჯახი გიყვარს, არც მეგობრები და საერთოდ არავინ გიყვარს და არავინ გედარდება. ეს სიყვარული ზრუნვით უნდა გამოხატო: მოუარო მას, ბუნება არ დაუზიანო და მოეფერო. სულ ვცდილობ, რომ ხე არ მოვჭრა და ეზოში დავრგო და გავახარო ხოლმე...

- ისეთი გვარი გაქვთ და ისეთ ადგილას ცხოვრობთ არ შეიძლება, რომ ლექსებს არ წერდეთ...

- კი, ვწერ ხოლმე, მაგრამ ჩემთვის მაქვს, არ ვაქვეყნებ. ბიძაჩემის, შალვა არაბულის ლექსს კი გეტყვით სამშობლოზე:  

„ირემს რად უყვარს მთის წყარო,

 არწივს მაღალი მთანია,

 მე რომ სამშობლო მიყვარდეს,

 ეგ რაღა საკითხავია?“...

ამ ლექსის ისტორია ასეთია: ბიძაჩემი კომუნისტების დროს, უმაღლეს სასწავლებელში აბარებდა. მაგ დროს ქართულში სამი თემა იყო, აქედან ერთი თავისუფალი, ყველა თემა დასათაურებული იყო ერთ-ერთი უნდა აგერჩია. ბიძამაც თავისუფალი თემა „რატომ გიყვართ სამშობლო“ აირჩია. მხოლოდ ერთი სტრიქონი დაწერა, უმაღლესი ქულა მიიღო და ერთი გამოცდით ჩაირიცხა.

© photo: courtesy of Zezva Arabuliსოფელი ჯუთა
საქართველოს საზღვრის სადარაჯოზე მყოფი ხევსური და ბიძის ცნობილი ლექსი სამშობლოზე - Sputnik საქართველო
სოფელი ჯუთა

- ამ წუთას სად ხართ?

-ახლა მორივე ვარ და ჩეჩენო-ინგუშეთის საზღვრის სადარაჯოზე ვარ. რომ იცოდეთ აქ ახლა ისეთი სიმშვიდე და სიწყნარეა...

 

ყველა ახალი ამბავი
0