ავტოგასამართ სადგურზე ნაპოვნი ძაღლი ჰოლივუდში მიემგზავრება

CC0 / Pixabay / ძაღლი ღობესთან
ძაღლი ღობესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
გორელი ძაღლი, სახელად ,,ჯორჯი" ჰოლივუდში მიემგზავრება. ავტოგასამართ სადგურზე ნაპოვნი მეტისი ამერიკული ტელესერიალების მსახიობებმა სიმუს და ჯულია დევერებმა წაიყვანეს.

მსახიობები სიმუს და ჯულია დევერები „ტვიტერზე“ იმ ადამიანს ეძებდნენ, ვინც მეტისს შეიფარებდა. „ჯორჯს“ პატრონიც მალე გამოუჩნდა – მისი მოვლის სურვილი ტელესერიალების პროდიუსერმა მარტა ევრისმა გამოთქვა.

საზარელი კადრები - ბათუმში მიუსაფარ ძაღლებს ხოცავენ? >>>

ასე რომ, „ჯორჯი“ მალე კალიფორნიაში ისეირნებს.

ინფორმაციას ორგანიზაცია Dogs Organization Georgia ავრცელებს, სადაც ამჟამად ძაღლს მკურნალობენ.

ყველა ახალი ამბავი
0