14:24 23 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2357
  • 100 RUB4.5779
  • USD2.8831
სააღდგომო კვერცხები

ხალხური რწმენა და ვნების კვირის მინიშნებები: თუ იღბლიანი წელი გსურთ

CC0 / Pixabay / Bairyna
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)
317750

წინაპართა მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით გაგაცნობთ იმ მინიშნებებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, რათა გარკვეული სირთულეები თავიდან ავიცილოთ.

ჩვენ წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა.

არადა, საოცრებები ვნების კვირაში ხშირად ხდებოდა. მათზე დაკვირვებით ძველმა ხალხმა გარკვეული დასკვნები გამოიტანა და ახსნა-განმარტება მოუძებნა ამა თუ იმ მოვლენას.

სწორედ ამ მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით გაგაცნობთ ვნების შვიდეულის იმ მინიშნებებს, რომლებსაც, ხალხური რწმენით, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, რათა გარკვეული სირთულეები თავიდან ავიცილოთ.

დიდი ორშაბათი:

• თუ მზიანი ამინდი იქნება, ესე იგი, იმ წელს კარგი მოსავალი მოვა;

• თუ წყვილი დაქორწინდება - დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ;

• თუ ნაკურთხ წყალს ისხურებთ - მთელი წელი ავად არ გახდებით.

თუ დიდ სამშაბათს იწვიმებს, ის წელი ცივი და მოუსავლიანი იქნება.

დიდი ოთხშაბათი:

• თუ სახლის კარებსა და ფანჯრებს დარეცხავთ და დაწმინდავთ, იცოდეთ, რომ უწმინდური ძალა თქვენ საცხოვრებელში ვეღარ შემოაღწევს;

• თუ სახლიდან მთელ ნაგავს და უსუფთაობას არ გაიტანთ, ოჯახში მთელი წელი ჩხუბი და უთანხმოება იქნება.

დიდი ხუთშაბათი:

• თუ მზის ამოსვლამდე იბანავებთ, მთელი წლით გაიწმინდებით ნეგატიური ენერგიისა და ავი ზრახვებისგან;

• თუ შინ მძიმე ავადმყოფი ჰყავს ვინმეს, ეკლესიიდან მიტანილი სანთელი უნდა დაანთოს ავადმყოფის სასთუმალთან და იქვე დაწვას. შემდეგ კი ნამწვი სადმე მიწაში დაფლას;

• თუ ავეჯს ადგილს შეუცვლით და ფულს გადაითვლით, მთელი წელი კეთილდღეობა და შემოსავალი არ დაილევა თქვენ ოჯახში;

• თუ გასათხოვარი ქალი თმას მოიჭრის და აღდგომის დადგომამდე ბალიშქვეშ შეინახავს, იმ წელს აუცილებლად ეწევა ბედს.

ვნების შვიდეული: როგორ უნდა მოიქცნენ მართლმადიდებლები ამ პერიოდში

წითელი პარასკევი:

• თუ გინდათ უსიამოვნება დიდი ხნით აიცილოთ თავიდან, დილით აუცილებლად წაიკითხეთ "მამაო ჩვენო";

• თუ გინდათ თქვენი პატარა ჯანმრთელი და ძლიერი გაიზარდოს, ჯობს სწორედ ამ დღეს დაანებებინოთ ძუძუსთვის თავი;

• თუ ამ დღეს პირველს მამაკაცს დაინახავთ, მალე დიდი წარმატება გეწვევათ;

• თუ ამ დღეს ტანს დაიბანთ, მთელ ჯანმრთელობას წყალს გაატანთ.

დიდი შაბათი:

• ვინც ამ მძიმე დღეს ცეკვა-თამაშსა და მხიარულებაში გაატარებს, მთელი წელი იტირებს;

• ვინც ამ დღეს ფულს ისესხებს ან გაასესხებს, კეთილდღეობა, სიმდიდრე და ჯანმრთელობა ხელიდან წაუვა.

კვირა - აღდგომა:

• რომელი ცოლ-ქმარიც გულით ჩაეხუტება ერთმანეთს, მთელი ცხოვრება სიტკბოსა და სიყვარულში იცხოვრებს;

• თუ სააღდგომო ზარების რეკვისას სურვილს ჩაიფიქრებთ, აღდგომიდან 33 დღის შემდეგ აგიხდებათ;

ვინც სააღდგომო სუფრიდან საჭმელს გადაყრის, მთელი წელი უკუღმა წაუვა. ამიტომ დარჩენილი საჭმელი ან უპოვრებს უნდა გაუნაწილოს და ან მიწაში დაფლას სადმე.

 

თემები:
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)

მთავარი თემები