კვადრანტიდები 2019: კაშკაშა ვარსკვლავთცვენა იანვარში, როგორ დავაკვირდეთ

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიღამის ცა და ვარსკვლავები
ღამის ცა და ვარსკვლავები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი ვარსკვლავთცვენა ახალ 2019 წელს იქნება იანვარში - კვადრანტიდას მეტეორული ნაკადი აქტიურობის პიკზე დედამიწელებს ნამდვილ ვარსკვლავურ შოუს აჩუქებს

როდის და როგორ დავაკვირდეთ კვადრანტიდას კაშკაშა ვარსკვლავთცვენას იანვარში, ამის შესახებ „Sputnik-საქართველო“ გიამბობთ.

კვადრანტიდას ვარსკვლავთცვენა

კვადრანტიდას მეტეორული ნაკადი - 2019 წლის პირველი ვარსკვლავთცვენაა, რომლის დაკვირვება დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა მეტად კაშკაშა და ფერადოვანი სანახაობით ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებნი დატკბებიან.

კვადრანტიდას ვარსკვლავთცვენა 2019 წელს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა უნდა იყოს. ყველაზე მძლავრ აქტიურობას მეტეორული ნაკადი 3-4 იანვრის ღამეს მიაღწევს - პიკზე ერთ საათში 120-მდე მეტეორია მოსალოდნელი.

კვადრანტიდას კაშკაშა ვარსკვლავთცვენას დაკვირვება უმჯობესია საღამოს 11 საათიდან გამთენიამდე, ქალაქის შუქებისგან მოშორებით. კარგ ამინდში მოწყვეტილი ვარსკვლავების დანახვა სპეციალური ოპტიკური აღჭურვილობის გარეშეც შეიძლება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
2019 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

მოწყვეტილი ვარსკვლავების დაკვირვებისათვის თბილად ჩაიცვით, კომფორტულად მოეწყვეტ და გარეთ წინასწარ 30 წუთი მაინც გაატარეთ, რათა თვალი სიბნელეს შეაჩვიოთ. შემდეგ აირჩიეთ ცის ერთი ადგილი, დააკვირდით მას და ვარსკვლავთცვენაც არ დააყოვნებს.

კვადრანტიდას ვარსკვლავთცვენის მაქსიმუმი, სხვა მეტეორული ნაკადებისგან განსხვავებით, რამდენიმე საათს შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ცალკეული ვარსკვლავების ხილვა 12 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.

კვადრანტიდას მეტეორული ნაკადი სუსტი მეტეორების დიდი რაოდენობით და საშუალო სიჩქარით გამოირჩევა. მეტეორები მენახირის თანავარსკვლავედიდან იტყორცნება, თუმცა სახელწოდება ვარსკვლავთცვენას მიენიჭა კედლის კვადრანტის თანავარსკვლავედის სახელწოდებიდან, რომელიც თანამედროვე ასტრონომიაში არ გამოიყენება.

მასალა ღია წყაროების საფუძველზე მომზადდა.

ყველა ახალი ამბავი
0