ბელაზე შეყვარებული „ვარსკვლავბიჭუნა“, ანუ როგორ აფერადებს ხელოვნება ადამიანს

© photo: courtesy of Nana Baramidzeსოციალური თერაპიის სახლის ბინადრების ნახელავი
სოციალური თერაპიის სახლის ბინადრების ნახელავი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსცენტრულობით გამორჩეულმა გენიოსმა სალვადორ დალიმ თავის დროზე თქვა: „ყველაზე საინტერესო მსოფლიოში მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემი და გალას ჩათვლით“. მისი ნათქვამის გულწრფელობაში ეჭვი არავის შეუტანია...

დღეს კი არც იმ ფაქტს უნდა მტკიცება, რომ ხელოვნება და სიყვარული კაცობრიობის მამოძრავებელი ორი სტიქიაა, რომელსაც ყველა ემორჩილება...

თბილისში არსებულ სოციალური თერაპიის სახლში, რომელიც 1990 წელს დაარსდა, თითქმის ყოველდღე ხდება პატარა სასწაულები, რომელსაც ხელოვნება და ადამიანური ურთიერთობები იწვევს. ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით ამ სახლის მხატვარს, არტ-თერაპევტ შოკა მოსაშვილს და ამავე სახლის სოციალ-თერაპევტს ნანა ბარამიძეს.

© photo: courtesy of Nana Baramidzeნანა ბარამიძე
ბელაზე შეყვარებული „ვარსკვლავბიჭუნა“, ანუ როგორ აფერადებს ხელოვნება ადამიანს - Sputnik საქართველო
ნანა ბარამიძე

– ქალბატონო შოკა, როგორ ცვლის ხელოვნება ადამიანს და ამის დასტურად თქვენ სახლში მომხდარი რომელიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

– ყველაფერი, რაც კეთდება ხატვით თერაპიაში, ზოგადად ძალიან ორიგინალურია და გამორჩეული, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ხატვაა და ხელოვნებით თერაპიაა ეფექტური. ის არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობის, არამედ ყველა ადამიანზე ძალიან ეფექტურად მუშაობს. თუმცა არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც სრულიად ჩაკეტილი და ასოციალურია. ჩვენ გვყავდა პიროვნება, რომელიც ფორმას კარგად აღიქვამდა, მაგრამ მისი ფორმები იყო ძალიან სტატიკური და გახევებული, ანუ ეს იყო იმის გამოხატულება, რაც მას აკლდა. ეს იყო ზრდასრული, 22 წლის მამაკაცი, რომელსაც მე ვარსკვლავბიჭუნას ვეძახდი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები სრულიად დაცლილები არიან მიწიერი ბოროტებისგან. ის ახლა 27 წლისაა და მისი მდგომარეობა საკმაოდ შეცვლილია.

© photo: courtesy of Shoko Mosashviliშოკა მოსაშვილი-სოციალური თერაპიის სახლის მხატვარი, არტ-თერაპევტი
ბელაზე შეყვარებული „ვარსკვლავბიჭუნა“, ანუ როგორ აფერადებს ხელოვნება ადამიანს - Sputnik საქართველო
შოკა მოსაშვილი-სოციალური თერაპიის სახლის მხატვარი, არტ-თერაპევტი

– რამდენადაც ვიცი, ამგვარი ცვლილება მარტო ხელოვნებას არ გამოუწვევია...

– თავიდან მას ვუთხარი, ზღაპრის გმირებზე დავიწყოთ მუშაობა–მეთქი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ფორმას ძალიან კარგად მიყვებოდა. მისი რჩეული ზღაპრის, ძმები გრიმების პერსონაჟების კეთება დავიწყეთ. ნელ-ნელა მდგომარეობა, რომელიც სტატიკური იყო და ფორმაში გამოიხატებოდა, შეიცვალა და დაიძრა. შემდეგ შევთავაზე, გიორგი, მოდი, ახლა შენი ხელები გამოვძერწოთ, რადგან ეს ხელებია, ყველაფერს რომ აკეთებს–მეთქი. როცა მან თავისი ხელები გააკეთა, მითხრა, ახლა მე მოგიყვებით ჩემ ზღაპარს იმაზე, თუ როგორ მიყვარს ბელაო... ბელა გოგონაა, რომელიც ჩვენთან დადიოდა და გიორგი მასზე შეყვარებული იყო. მოკლედ, მან გამოძერწა რაში, თავისი თავი, ბელა და ეს ფიგურები რაშზე შესვა...

© photo: courtesy of Shoko Mosashvili22 წლის გიორგის მიერ გამოძერწილი საკუთარი ხელები
ბელაზე შეყვარებული „ვარსკვლავბიჭუნა“, ანუ როგორ აფერადებს ხელოვნება ადამიანს - Sputnik საქართველო
22 წლის გიორგის მიერ გამოძერწილი საკუთარი ხელები

– ფოტოზე, რომელიც თქვენ მომაწოდეთ, ფერადი ნამუშევარია...

– დიახ, საქმე ისაა, რომ ეს გიორგის ინიციატივა იყო. მან მითხრა, მე ასე ნაცრისფრად არ მიყვარს ბელა, მოდი, ეს ნამუშევარი შევღებოთო. რადგან ფერი თავისთავად მკურნალი და ადამიანის გამხსნელია, როცა მასში სურვილი გაჩნდა, რომ გამოძერწილი გაეფერადებინა, ეს იმას ნიშნავდა, რომ რაღაც ძვრები დაიწყო და მასში სითბო გაჩნდა. სიყვარული კი, ხომ იცით, ყველას ათბობს, ყველაფრის მშველელი და მხსნელია...

ფაქტი ისტორიიდან: არტ–თერაპიის განვითარებაში გამორჩეულია ჯეიკობ მორენოს ფსიქოდრამის როლი და მნიშვნელობა. ფსიქიატრიულ კლინიკაში, კერძოდ ნიუ–იორკის შტატში დაარსებულმა თეატრმა მე–20 საუკუნის ოციან წლებში პაციენტები არა უბრალოდ ჩართო მხატვრულ შემოქმედებაში, არამედ დრამატული ხელოვნება ეფექტურ თერაპიულ ტექნიკადაც აქცია.

© photo: courtesy of Shoko Mosashviliთერაპიის სახლის ბინადრის- გიორგის მიერ გამოძერწილი ფიგურა
ბელაზე შეყვარებული „ვარსკვლავბიჭუნა“, ანუ როგორ აფერადებს ხელოვნება ადამიანს - Sputnik საქართველო
თერაპიის სახლის ბინადრის- გიორგის მიერ გამოძერწილი ფიგურა

„არტ-თერაპია” სიტყვასიტყვით ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს და აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება არა მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ნაწარმოებების შექმნაზე, არამედ თავად შემოქმედების პროცესის თერაპიულ ეფექტზე.

სოციალური თერაპიის სახლის ბინადრები სხვადასხვა საქმით არიან დაკავებული. ამ სახლში არის საქსოვი, სადურგლო, მინი სტამბა-საამკინძო, მაისურებზე ბეჭდვის, ლაზერული ჭრის, სანთლების, შემოქმედებითი და ქაღალდის გადამამუშავებელი სახელოსნოები, ასევე, ბაღი და სამზარეულო. ვესაუბრეთ ნანა ბარამიძეს, რომელიც პროფესიით სოციალ-თერაპევტი და დიზაინერ-დამკაბადონებელი გახლავთ.

© photo: courtesy of Nana Baramidzeსოციალური თერაპიის სახლის ბინადრების ნახელავი
ბელაზე შეყვარებული „ვარსკვლავბიჭუნა“, ანუ როგორ აფერადებს ხელოვნება ადამიანს - Sputnik საქართველო
სოციალური თერაპიის სახლის ბინადრების ნახელავი

– ქალბატონო ნანა, რამდენი ადამიანისთვის გახდა თქვენი სახლი სულიერი თავშესაფარი?

– დღესდღეობით 52 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანს ემსახურება. თითოეული წევრისთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმაა შედგენილი. ისინი ქმნიან ორიგინალურ ხელნაკეთ პროდუქციას, რაც ხალხში მოწონებით სარგებლობს. გარდა შრომითი საქმიანობისა, მათ უტარდებათ ევრითმია, მუსიკის, დრამის, ხატვის, პლასტიცირების შემოქმედებითი თერაპიები. ვაწყობთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და დავდივართ ექსკურსიებზე. გვაქვს შემოქმედებითი პაუზა, როდესაც ვხატავთ, ვკითხულობთ, ვთამაშობთ ჩვენ ბაღში... დღის ბოლოს ვიკრიბებით და ვაჯამებთ, ვინ რა გააკეთა.

© photo: courtesy of Nana Baramidzeსოციალური თერაპიის სახლის ბინადრების ნახელავი
ბელაზე შეყვარებული „ვარსკვლავბიჭუნა“, ანუ როგორ აფერადებს ხელოვნება ადამიანს - Sputnik საქართველო
სოციალური თერაპიის სახლის ბინადრების ნახელავი

– საერთოდ, სწორი რიტმი ჯანმრთელობის საწინდარია და თუ ითვალისწინებთ ამ ფაქტორს?

– დიახ, რიტმზეა აწყობილი სამყარო და თავად ადამიანის ორგანიზმიც. ჩვენი სამუშაო დღეც რიტმულადაა გადანაწილებული. ჩვენი დღის რიტმიც ისეა აწყობილი, რომ ჩვენ წევრებს მთელი დღისადმი მშვიდი დამოკიდებულება აქვთ. იციან, რა რის შემდეგ მოდის და ეს არ იწვევს შფოთს, მოულოდნელობებისადმი შიშს. დილით ვგეგმავთ, თუ ვინ რას გააკეთებს. ყოველი დღე აზრით სავსეა და მათ გვერდზე თავს მშვიდად გრძნობ. ისინი არ არიან საცოდავები და შეცდომაა, როცა მათ ვინმე იცოდებს. საოცარი ადამიანები არიან, ძალიან თბილები, მოსიყვარულეები, ერთგულები და შრომისმოყვარეები...

 

ყველა ახალი ამბავი
0