ხუთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი კლასში – ისევ მისაღები გამოცდების შედეგებზე

© Photo: courtesy of Tinatin Maisuradzeთინათინ მაისურაძე და მისი აღსაზრდელები ბოლო ზარზე
თინათინ მაისურაძე და მისი აღსაზრდელები ბოლო ზარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რადგან მისაღები გამოცდების თემა ჯერაც აქტუალური და „ცხელია“, გადავწყვიტეთ მას კიდევ ერთხელ, ამჯერად ერთი კონკრეტული კლასის მაგალითზე შევეხოთ.

თავდაპირველად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ წლევანდელ შედეგებს: წელს საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობა, რომლებზეც სტუდენტები არ ჩაირიცხნენ, 15 ათასს აღწევს. სახელმწიფომ 10 614 სტუდენტი დააფინანსა, მათ შორის არიან როგორც სახელმწიფო გრანტის მფლობელები, ისე აბიტურიენტები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო გრანტი 6,5 ათასმა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან ათასზე მეტმა 100%-იანი დაფინანსება მიიღო, 1500-მა – 70%-იანი, 4 000-მა კი 50%-იანი გრანტის მოპოვება მოახერხა.

ამ საერთო მონაცემების ფონზე გვსურს თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ერთი დამამთავრებელი კლასის შედეგები გაგაცნოთ. ამ კლასში ხუთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი იყო. უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი დაფინანსებით ოთხი მოსწავლე ჩაირიცხა, 70%-იანით – ხუთი და ოთხი მოსწავლე 50%-იანი დაფინანსებით. სურვილი გაგვიჩნდა გავსაუბრებოდით კლასის დამრიგებელს, ინგლისური ენის პედაგოგს, ქალბატონ თინათინ მაისურაძეს.

© Photo: courtesy of Tinatin Maisuradzeთინათინ მაისურაძე და მისი მოსწავლე ბოლო ზარზე
ხუთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი კლასში – ისევ მისაღები გამოცდების შედეგებზე - Sputnik საქართველო
თინათინ მაისურაძე და მისი მოსწავლე ბოლო ზარზე

– ქალბატონო თინა, თქვენ ამ კლასის დამრიგებელი და ინგლისური ენის მასწავლებელი ბრძანდებით, როგორ ახსნით ასეთ კარგ შედეგს? 

– რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს ამ ბავშვების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მიუხედავად მათი ნიჭიერებისა, ისინი უსაზღვროდ შრომისმოყვარეები არიან. აგრეთვე ესაა მოსწავლეების პედაგოგებთან მჭიდრო კავშირისა და გუნდურად მუშაობის შედეგი. სწორედ ამ ფაქტორებმა ჩამოუყალიბა მოსწავლეებს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, რაც ჩვენ დროში ძალიან მნიშვნელოვანია.

© Photo: courtesy of Tinatin Maisuradzeთინათინ მაისურაძე და მისი აღსაზრდელები ბოლო ზარზე
ხუთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი კლასში – ისევ მისაღები გამოცდების შედეგებზე - Sputnik საქართველო
თინათინ მაისურაძე და მისი აღსაზრდელები ბოლო ზარზე

– დღეს ბევრს საუბრობენ საჯარო სკოლებში განათლების ხარისხსა და მის არასაკმარის დონეზე, რა არის ზოგადი განათლების სფეროში ყველაზე დიდი ხარვეზი?

– ვფიქრობ, ძირითად ხარვეზად უნდა ჩაითვალოს ის, რომ საზოგადოება, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად უყურებს საჯარო სკოლაში მიღებულ განათლებას. ჩემ კლასში ბევრი იყო ისეთი, რომელიც არ ემზადებოდა რეპეტიტორებთან და სკოლაში მიღებული ცოდნის საფუძველზე გახდა სტუდენტი.

© Photo: courtesy of Tinatin Maisuradzeთინათინ მაისურაძე და მისი აღსაზრდელები ბოლო ზარზე
ხუთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი კლასში – ისევ მისაღები გამოცდების შედეგებზე - Sputnik საქართველო
თინათინ მაისურაძე და მისი აღსაზრდელები ბოლო ზარზე

– როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის პედაგოგი, რა პროფესიული ნიშნით და პიროვნული თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ის?

– 21-ე საუკუნის პედაგოგი, ვფიქრობ, უნდა განსხვავდებოდეს ძველი სტერეოტიპული პედაგოგისგან ყველაფრით – დაწყებული დაყენებული ხმის ტემბრით და ცნობილი ფრაზებით, სტანდარტულ ჩაცმულობით და, რაც მთავარია, თავისი დამოკიდებულებით მოსწავლეების მიმართ. დღეს ბავშვებს თუ ისე არ მოექცევი, როგორც პიროვნებებს, რომლებიც მომავალი მოქალაქეები არიან, მათთან საერთო ენის გამონახვა და მათი ნდობის მოპოვება ძალიან გაგიჭირდება. ალბათ განვმეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამყაროში ყველაზე ფასეული განათლებაა, რომელსაც სიყვარულსა და კაცთმოყვარეობასაც თუ დავუმატებთ, ცხოვრება უფრო საინტერესო და მშვენიერი გახდება... ძალიან მინდა, რომ მოსწავლეებმა სკოლის პერიოდში შეძენილი მეგობრები არ დაკარგონ და არ გაწყვიტონ სულიერი კავშირი თავის პედაგოგებთან, ვინც მათ ცოდნა და გამოცდილება შესძინა...

 

ყველა ახალი ამბავი
0